მილანსა და კორტინაში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე დასრულდა ვაჟთა ინდივიდუალური ტურნირი, სადაც ნიკა ეგაძემ მე-10 ადგილი დაიკავა. ნიკა მოკლე პროგრამის შემდეგ მე-15 ადგილზე იყო, მაგრამ თავისუფალში ბევრად უკეთ ისრიალა და 175.16 ქულით მეშვიდე შედეგი აჩვენა. ორი დისციპლინის შემდეგ ეგაძეს 260.27 ქულა მოუგროვდა, რაც მე-10 ადგილისთვის ეყო. ისიც ვთქვათ, რომ ჩვენებურს არ ჰქონდა ისეთივე გამოსვლა, როგორიც ევროპის...
ჭდე: ნიკა ეგაძე
ისტორიამდე არ მიგვიშვეს
მილანი – კორტინას ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ოლიმპიურმა ნაკრებმა გუნდური მეოთხე ადგილი დაიკავა და ისტორიის დაწერამდე მცირედი დააკლდა. აქამდე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მედალი არ მოგვიპოვებია. შანსი გაჩნდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. მეტოქეებიც უკეთესები იყვნენ, ნაკლები შეცდომები დაუშვეს და მედალმდე არ მიგვიშვეს. 10 გუნდიდან ფინალში გადავიდა: აშშ, კანადა, იტალია, იაპონია და საქართველო. რითმულ ცეკვებში...
ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონია
შეფილდში მიმდინარე მოციგურავეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციამ მეორე ოქროს მედალი მოიპოვა. კონტინენტის საუკეთესო ამჯერად ნიკა ეგაძე გახდა! კაცთა ინდივიადუალურ შეჯიბრებაში ეგაძე მოკლე პროგრამის შემდეგ ლიდერობდა, მაგრამ გადამწყვეტი თავისუფალი პროგრამა იყო. ნიკამ მეორე დისციპლინაშიც შესანიშნავად ისრიალა, მსაჯებისგან ყველაზე მაღალი – 181.72 ქულა დაიმსახურა და ჯამში 273 ქულით დააგროვა. მეორე ადგილზე გასულ იტალიელ მატეო რიცოს (256.37)...


