ჭდე: მსოფლიო ჩემპიონატი 2026

Home მსოფლიო ჩემპიონატი 2026
სალიბა: ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხი მუნდიალმა გადამატანინა
ჩანაწერი

სალიბა: ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხი მუნდიალმა გადამატანინა

აშშ-ში, ბენტლის უნივერსიტეტში, საფრანგეთის ნაკრების ბაზაზე უილიამ სალიბას პრეს-კონფერენცია გაიმართა. სალიბა დაიო უპამეკანოსთან ერთად გახლავთ „ლურჯების“ დაცვის ცენტრალური ფიგურა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებული სეზონის შემდეგ გაემგზავრა. მან, როგორც „არსენალის“ ფეხბურთელმა პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა, თუმცა იქ „პარი სენ ჟერმენთან“ პენალტებით წააგო. პრესკ-კონფერენციაზე სალიბას სწორედ ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაახსენეს. „ფინალის შემდეგ...

მბაპე, წვიმა, მბაპე
ჩანაწერი

მბაპე, წვიმა, მბაპე

საფრანგეთის ნაკრებმა ერაყს 3:0 მოუგო. ორი გოლი კილიან მბაპემ გაიტანა, მესამე – ოსმან დემბელემ. პირველ და მეორე ტაიმებს შორის კი იყო… ორი საათი. მიზეზი: თქეში. შეგახსენებთ, რომ ფრანგებმა პირველ შეხვედრაში სენეგალს 3:1 მოუგეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ფლეი-ოფში გავიდნენ. I ჯგუფიდან ორიდან ორი გამარჯვებით ფლეი-ოფში გავიდა ნორვეგიაც, საფრანგეთის ბოლო ტურის მეტოქე. ნორვეგიელებმა სენეგალელებს 3:2...

ყველაზე, ყველაზე იამალი
ჩანაწერი

ყველაზე, ყველაზე იამალი

ესპანეთმა საუდის არაბეთს 4:0 მოუგო. ლამინ იამალმა თავიდან ითამაშა. შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში, რომლშიც „ლა როხამ“ კაპე ვერდეს ვერ აჯობა (0:0) 18 წლის ვარსკვლავმა მოედანზე მხოლოდ 19 წუთი დაჰყო. მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ თქვა, რომ ეს გეგმის ნაწილი იყო, გეგმა კი ტრავმამ განაპირობა, რომელსაც იამალი აპრილიდან მკურნალობდა. საუდის არაბეთთან შეხვედრას იამალმა დაღი მალევე დაასვა....

ქარხნის მუშის გაბრწყინება
ჩანაწერი

ქარხნის მუშის გაბრწყინება

დიდი ხანი არ არის მას მერე, რაც გერმანიის ნაკრების მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი მას საჯაროდ აკრიტიკებდა, მაგრამ ეთნიკურად იეზიდი დენიზ უნდავი მაინც მსოფლიოს ჩემპიონატზეა და ამტკიცებს, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენს. მან კოტ დ’ივუარის ნაკრების კარში ორი გოლი გაიტანა, ჩამორჩენა შემოატრიალა და „ბუნდესმანშაფტი“ ფლეი-ოფის სტადიაზე გაიყვანა. შეგახსენებთ, რომ გერმანელები ბოლო ორ მუნდიალზე, 2018 და 2022 წლებში...

პირზე ხელის აფარებისთვის გაძევებული ალმირონი
ჩანაწერი

პირზე ხელის აფარებისთვის გაძევებული ალმირონი

პარაგვაელი მიგელ ალმირონი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც მეტოქესთან პირზე ხელაფარებული ლაპარაკის გამო წითელი ბარათი მიიღო. ეს მოხდა სან ფრანცისკოში პარაგვაისა და თურქეთის ნაკრებთა შეხვედრის (1:0) დროს, რომლის შედეგადაც თურქეთი მსოფლიოს ჩემპიონატს გამოეთიშა, ხოლო პარაგვაიმ ფლეი-ოფში გასასვლელად ბოლო ტურში ავსტრალია უნდა დაამარცხოს. 32 წლის ალმირონმა პირველ ტაიმში პირზე ხელი აიფარა და თურქეთის ნაკრების ფეხბურთელს მერთ მულდურს...

ალჟირმა პროტესტი შეიტანა
ჩანაწერი

ალჟირმა პროტესტი შეიტანა

ალჟირმა მსოფლიოს ჩემპიონატის J ჯგუფის შეხვედრაში არგენტინასთან 0:3 წააგო (სამი გოლი ლეო მესიმ გაიტანა), მაგრამ მიაჩნია, რომ მსაჯებმა დაჩაგრეს და ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ ფიფას შესაბამის კომიტეტში პროტესტი შეიტანა. ამ შეხვედრის არბიტრი გახლდათ პოლონელი სიმონ მარჩინიაკი. ალჟირელების აზრით მსაჯმა უპირველეს ყოვლისა 32-ე წუთზე მიიღო ალჟირელთა საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, როდესაც აისა მანდის წინააღმდეგ უხეშობისთვის ლეო მესი არ დასაჯა....

მესის მამა ჰყოლია ცუდად
ჩანაწერი

მესის მამა ჰყოლია ცუდად

ხუთშაბათს ლეო მესის ოჯახმა განაცხადა, რომ ვარსკვლავის მამას ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. „ამ ეტაპზე ის სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ არის, მიმდინარეობს გამოჯანმრთელების პროცესი. მისი მდგომარეობის კვალობაზე შედეგი დადებითია“, – წერია განცხადებაში. მედია იხსენებს, რომ ალჟირთან შეხვედრაში, როდესაც პირველი გოლი გაიტანა მესის ცრემლი მოადგა. მატჩი დამთავრდა 3:0. სამივე გოლი „ოქროს ბურთის“ რვაგზის მფლობელმა გაიტანა. არგენტინის ნაკრების 38 წლის...

ჰოლანდი მანჰატენზე თავისუფლად დადიოდა
ჩანაწერი

ჰოლანდი მანჰატენზე თავისუფლად დადიოდა

ინებეთ, კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ფეხბურთი ამერიკაში არ უყვართ და ფეხბურთელებს ვერ ცნობენ: ერლინგ ჰოლანდი ნიუ იორკში თავისუფლად დადის. მას ვერავინ ცნობს. ღია ფერის კეპითა და მზის დიდი სათვალით მოკაზმული ნორვეგიელი მანჰატენზე თავისუფლად გადაადგილდებოდა. ფოტოები მან სოციალურ მედიაში თავად გამოაქვეყნა. მათზე ჩანს, თუ როგორ პოზირებს  ჰოლანდი ჯერ ტაიმს-სკვერზე, შემდეგ კი ცნობილი „კაცის დელიკატესის“ წინ....

დაბერდა!
ჩანაწერი

დაბერდა!

ასაკი ასე არავის დასტყობია. „ოქროს ბურთის“ ხუთგზის ლაურეატმა, 41 წლის კრიშტიანუ რონალდუმ მსოფლიოს ჩემპიონატზე დიდი მიზნები დაისახა, მაგრამ ორგანიზმი აღარ ემორჩილება, რაც პორტუგალიისა და კონგოს შეხვედრაში (1:1) თვალნათლივ გამოჩნდა. ორ მცველს ახსელ ტუანზებესა და შანსელ მბემბას შორის ჩაკარგული თავდამსხმელი სრულიად უკბილო ფეხბურთს თამაშობდა. – გქონდათ თუ არა რონალდუს საწინააღმდეგო კონკრეტული გეგმა? – ჰკითხეს მატჩის შემდეგ...

ტუხელმა ფეხბურთელებს დაუღრინა, ინგლისმა მოიგო!
ჩანაწერი

ტუხელმა ფეხბურთელებს დაუღრინა, ინგლისმა მოიგო!

ინგლისმა ხორვატიას 4:2 მოუგო. ეს იყო მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი და ხარისხიანი შეხვედრა, რომელშიც… „სანმა“ მწვრთნელის თომას ტუხელისა და მეკარე ჯორდან პიკფორდის წაკამათებას მიაქცია ყურადღება. ეს მოხდა, პირველი ტაიმის მე-17 წუთზე, როდესაც ინგლისელები ხორვატებს ჯერ 1:0-ს უგებდნენ. მოედნის კიდესთან მომუშავე „ფოქსის“ კორესპონდენტმა ჯეფ შრივერსმა შეამჩნია, რომ ინგლისელთა გერმანელი თავკაცი გაბრაზდა, როდესაც გოლკიპერმა ბურთი...