ზუსტად 8 წლის წინ მოხდა ეს ამბავი… 2013 წლის 29 დეკემბერს საფრანგეთის პატარა სამთო-სათხილამურო კურორტ მერიბელში. ფორმულა 1-ის ლეგენდა მიხაელ შუმახერი იმ დილით გახარებული ყოფილა, რადგან მზემ გამოანათა და ხილვადობა მშვენიერი იყო. მერე კი მოხდა საშინელება. 44 წლის გერმანელმა აიღო თხილამურები, რომელიც ძალიან უყვარდა და რომელიც მანქანის მართვის მერე ყველაზე დიდ ადრენალინს აძლევდა. დაეშვა და...
ჭდე: მიხაელ შუმახერი
შუმახერს გადაასწრებს?
ფორმულა 1-ს გერმანულმა საჯინიბო „მერსედესმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა ბრიტანელ ლუის ჰემილტონთან თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ. წინა კონტრაქტს ვადა დეკემბერში გაუვიდა, ახალი კი ერთწლიანი იქნება. პრინციპში, ჰემილტონს მიზნის მისაღწევად ერთი წელიც ჰყოფნის და ამ სეზონში ჩემპიონობისთვის არაფერს დაიშურებს. ბრიტანელი უკვე 36 წლისაა და ყველაზე ელიტურ ავტორბოლებში თითქმის მაქსიმუმს მიაღწია. მის ანგარიშზეა ყველაზე მეტი მოგებული გრან-პრი (95) და...
ბექემი მეორემდე დააქვეითეს
2013 წლის შემდეგ დევიდ ბექემს ამ რეიტინგში მყარად ეკავა პირველი საფეხური. საუბარია კარიერის განმავლობაში ყველაზე მეტი ფულის მშოვნელ ინგლისელ სპორტსმენთა რეიტინგზე. გავიდა ყოველწლიური დეკლარაციების შევსების ვადა და აღმოჩნდა, რომ ფორმულა 1-ს უპირობო ლიდერმა ლუის ჰემილტონმა ბექზის 244 მილიონ დოლარიან მაჩვენებელს ერთბაშად 29 მილიონით “გადააბიჯა”. გასულ წელს “მერსედესთან” გაფორმებული 50-მილიონდოლარიანი კონტრაქტის გარდა, ავტომრბოლმა 19 მილიონი სპონსორებისგან...
საიდუმლოდ პარიზში
ლეგენდარული მიხაელ შუმახერი პარიზში გადაიყვანეს. ეს ორშაბათს შუადღისას, სრულიად საიდუმლოდ მოხდა. საფრანგეთის დედაქალაქში ის ჟორჟ პომპიდუს საავადმყოფოში მოათავსეს. „ლე პარიზიენის” ინფორმაციით „ფერარის” ყოფილი პილოტის მკურნალობა მაქსიმალურად საიდუმლოდ წარიმართება. უბედური შემთხვევის შემდეგ შუმახერის მდგომარეობის შესახებ მისი ოჯახის წევრები და ახლობლები დუმილს ამჯობინებენ. ფრანგულმა გამოცემამ კი დაწერა, რომ პარიზში მის მკურნალობას ექიმი ფილიპ მენაში უხელმძღვანელებს. შუმახერის მიღება...
ლეგენდა რონალდუს
29 ივლისს ესპანეთის ყველაზე გავლენიანი სპორტული გაზეთი „მარკა“ ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს სპეციალურ პრიზს გადასცემს, რომელსაც „ლეგენდა“ ეწოდება. ეს არ არის სავალდებულოდ ყოველწლიურად გადასაცემი პრიზი. გამოცემა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში და მხოლოდ გამორჩეულებს აჯილდოებს, რითაც მათ მთლიან კარიერას აფასებს. აქამდე „მარკას“ ჯილდო მიღებული აქვთ დიეგო მარადონას, მაიკლ ჯორდანს, მიხაელ შუმახერს, მაიკლ ფელპსს, ლეო მესის.




