„ბარსელონა“ და ლეო მესი მომავალ კვირაში მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდებიან. ესპანური მედია იმასაც წერს, რომ ეს იქნება მოსამზადებელი საუბარი დიდი სამუშაოსთვის, რომლის ძირითადი ნაწილი მომავალ სეზონის პირველ ნახევარში გაგრძელდება. „ბარსელონას“ მხრიდან მოლაპარაკებებში კლუბის პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ და აღმასრულებელი დირექტორი ოსკარ გრაი იქნებიან ჩართულნი, ხოლო მესის წარმომადგენელი მამა, ხორხე მესი იქნება. აღსანიშნავია, რომ არგენტინელის სურვილია კონტრაქტი...
ჭდე: ლეო მესი
ბარსა+ნეიმარი აღარ იქნება
„ბარსელონას“ პრეზიდენტის, ჟოზეპ ბარტომეუს მრჩეველმა კარლეს რექსაჩმა მოჭრილად თქვა: „ვთვლი, რომ დღევანდელ ვითარებაში ნეიმარის დაბრუნება გამორიცხულია. ვფიქრობ, მიხვდა, რამდენს ნიშნავდა მისთვის „ბარსელონა“. ინფორმაცია ნეიმარის თითოეული გოლის შესახებ რამდენჯერმე შემოუფრენდა ხოლმე დედამიწას, პარიზში გატანილი გოლები კი ნაკლებად ჩანს“. რექსაჩმა, წერტილი დაუსვა იმ დამალობანასაც, რომელსაც პრეზიდენტი ბარტომეუ ლეო მესის ორი წელია ეთამაშება. მესიმ შარშან გაზაფხულზე სთხოვა ბარტომეუს...
მესის და რონალდუს შუაში რუდი ჩაუდგა
ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებული მატჩებისა და გატანილი გოლების რაოდენობით დადგენილია, რომ საუკეთესო მაჩვენებელი არგენტინელ ლიონელ მესის აქვს. „ბარსელონას“ შემტევს 141 მატჩი აქვს ჩატარებული და 114 გოლი გაიტანა. ეს კი, საშუალოდ მატჩში 0.81 გოლს უდრის. მეორე ადგილზე ვინ გგონიათ? კრიშტიანუ რონალდუ? არა, ბატონები – მესის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი რუუდ ვან ნისტერლოი გახლავთ. ნიდერლანდელმა...
რატომ შერცხვა რიოს?
2011 წლის „ბარსელონა“ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული გუბდი იყო. პეპ გვარდიოლას გუნდმა იმ სეზონში ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ძალიან მაგარი ფეხბურთი ითამაშა. უპრესტიჟულესი საკლუბო ჯილდოს ფინალში კატალონიელმა გიგანტებმა არანაკლებ ღირსეული „მანჩესტერ იუნიატედი“ უშანსოდ დატოვეს და 3:1 იმარჯვეს. იმის მიუხედავად, რომ სერ ალექსის გუნდს არც ვარსკვლავი აკლდა, არც ქარიზმა და გამოცდილება, პირველივე წუთებიდან...
კრესპოს მესი
საერთაშორისო სარბიელზე მესის წარუმატებლობა ყოველთვის მის ნაკლად განიხილება და როცა საქმე ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის განხილვაზე მიდგება, არგენტინელის წინააღმდეგ სწორედ ამ არგუმენტს იყენებენ ხოლმე. სამაგიეროდ, ასე არ თვლის, მისი ყოფილი თანანაკრებელი ერნან კრესპო. „ძალიან რთულია იყო მესი. არავის შეუძლია მის ადგილას თავის წარმოდგენა, იგივეს ვიტყვი მარადონაზეც. თქვენთვის წარმოუდგენელია რას ფიქრობენ და როგორ ცხოვრობენ ისინი. ლეო...
ბარსას ჩე
ფრანგულმა გამოცემა L’Eguipe-მა პირველ გვერდზე ლიონელ მესი სოციალისტ-რევოლუციონერ ერნესტო ჩე გევარას ფორმაში გამოსახა. სათაურიც შესაბამისია: “ლიონელ მესი. ბარსელონელი ჩე”. ამით გამოცემა მესის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ფეხბურთელები კრიზისის განმავლობაში ხელფასის 70%-ზე ამბობენ უარს. მათი ეს ქველმოქმედება მიზანმიმართულია – სანაცვლოდ კლუბის მთელი პერსონალი კრიზისის პერიოდშიც კი ხელფასის 100 პროცენტს მიიღებს. ამით ბარსელონელმა მილიონერებმა ერთგვარად სოციალური სამართლიანობა...
ტიაგო მესი და ბენჟამინ სუარესი…
ლეო მესისა და ლუის სუარესს კარიერის საუკეთესო სეზონი რომ არ აქვთ, ისეც ნათელია. „ბარსელონას“ ურუგვაელი ვარსკვლავი აგერ უკვე სამი თვეა ტრავმირებულია, არგენტინელს კი მთელი გუნდის ტვირთის ტარება მხოლოდ საკუთარი ზურგით უწევს. ჰოდა, ვიდრე „ბარსელონას“ არც თუ საუკეთესო პერიოდი უდგას, მამების გახარებას შვილები ახერხებენ… კატალონიელთა 8-წლამდელთა გუნდში ტიაგო მესი და ბენჟამინ სუარესი ხერარდ პიკეს უფროს ვაჟ...
თქვენ რა გესმით ფეხბურთის…
ნიდერლანდებს მსოფლიო ფეხბურთისთვის ბევრი ვარსკვლავი უჩუქებია, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს, მაგრამ ბევრისთვის იოჰან კრუიფის შემდეგ საუკეთესო მარკო ვან ბასტენი გახლავთ. ამ დიდმა ფორვარდმა კი საკმაოდ ხმაურიანი განცხადება გააკეთა, რაც, ვეჭვობთ, კრიშტიანუ რონალდუსა და მის ქომაგებს დიდად არ ეამებათ: „კრიშტიანუ რონალდუ უდავოდ მაღალი დონის ფორვარდია, მაგრამ ვინც ფიქრობს და ამასთან ერთად ამტკიცებს, რომ ის მესიზე უკეთესია...
თავი 41
ელ კლასიკო მოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკრანებს ისეთი ხალხიც მიუსხდება, რომლებმაც ფეხბურთის სამყაროში მხოლოდ ათი გვარი თუ იციან. „რეალისა“ და „ბარსელონას“ შეხვედრები ყოველთვის საინტერესოა, დღეს კი, „სანტიაგო ბერნაბეუზე“, ორი დიდი კაპიტანისა და ლეგენდის – სერხიო რამოსისა და ლეო მესის 41-ე შერკინებას ვიხილავთ. … „ბარსას“ ათიანი ამ თამაშის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია (26 გოლით) და...
სერხიო რამოსი მესიზე: წარმატებები…
პირველ მარტს მადრიდის „რეალი“ საკუთარ „სანტიაგო ბერნაბეუზუ“ კატალონიურ „ბარსელონას“ მასპინძლობს. ამ გუნდების ყველა ჯახი ისედაც საფეხბურთო კლასიკაა, მაგრამ კვირა საღამოს სულ სხვა დატვირთვა ექნება. კიკე სეტიენის გუნდს ორქულიანი ფორა აქვს და თუ მოიგო, ფაქტობრივად უიმედოდ ჩამოიტოვებს სამეფო კლუბს. თავის მხრივ, ზიზუს და კომპანიას უკან დასახევი მისხალიც არ დარჩათ. ჩემპიონთა ლიგაში „სიტისთან“ საშინაო მარცხმა მათი სამეოთხედფინალო...









