ჟოზე მოურინიუს მატჩისშემდგომი კომენტარები საქვეყნოდ ცნობილია — მწარედ თქმა იცის, გადაბრალებაც სჩვევია. ამჯერად, მანჩესტერულ დერბიში 1:3 დამარცხების შემდეგ მან თქვა, რომ წაგების თავი და თავი „სიტის” იოლი და „იუნაიტედის” გადატვირთული კალენდარი იყო. გადავხედოთ გუნდების ბოლო კვირას. „წითელმა ეშმაკებს” ორივე თამაში სტუმრად ჰქონდათ — პრემიერლიგაში „ბორნმუთთან” და ჩემპიონთა ლიგაში „იუვენტუსთან”; „ქალაქელებმა” კი შინ 6 გოლი გაუტანეს...
ჭდე: მანჩესტერ სიტი
მანჩესტერ სიტის ჩემპიონთა ლიგიდან გააგდებენ?
უეფას წინააღმდეგ ჩივილს დიდი გამბედაობა სჭირდება — სწორედ ამით იმუქრება „მანჩესტერ სიტი”, რომელმაც შეიტყო, რომ ფინანსური ფეარ ფლეის წესების დარღვევისთვის შეიძლება ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთონ. ფეხბურთის უმაღლესი ეშელონებიდან გამოსული ხმების თანახმად თვით ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ შეაწია „ქალაქელებს” ხმა. ის უეფაში ბოლო ვიზიტის დროს არაფორმალურად დალაპარაკებია ვისაც ჯერ არს, „მანჩესტერ სიტის” მარწუხებს ასე ძალიან ნუ მოუჭერთო....
პოლიციელები ლუდით ხელში
ხვალ, „მანჩესტერ სიტი” აპრილის შემდეგ პირველად ჩადის ლივერპულში, „ენფილდ როუდზე”. გაზაფხულზე კი, თუ გახსოვთ, ეს ორი ინგლისური კლუბი ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში შეხვდა და მაშინ მერსისაიდელმა ხულიგნებმა სტადიონისკენ მიმავალ „ქალაქელთა” ავტობუსს სერიოზულად შეუტიეს. ახლა „სიტის” თავკაცი პეპ გვარდიოლა მათ აფრთხილებს, რომ მსგავსი რამ გულში არც კი გაივლონ. „სიტის” გულშემატკივართა ნაწილს თავიანთი ვარსკვლავების ესკორტირებაც კი ჰქონდა...
სანე და მაიერი ევროვიტრინაზე
დავიწყოთ, ლეროი სანეთი, რომელზეც ამბობენ, „იუვენტუსის” პატრონ ანდრეა ანიელის ძალიან მოსწონს და კრიშტიანუ რონალდუს ყიდვით ჯიბეშეთხელებული ფინანსურად წელში რომ გასწორდება, მის გადაბირებას შეეცდებაო. ეს ცნობა „კალჩომერკატომ” გაავრცელა. გერმანელი 22 წლისაა. ბოლო დროს, აქა-იქ დაიწერა, რომ მას „მანჩესტერ სიტის” თავკაც პეპ გვარდიოლასთან ურთიერთობა ცოტა გაუფუჭდა და როგორც ჩანს „ბებერი ქალბატონი” სწორედ ამით აპირებს სარგებლობას. თუმცა, აქ...
პეპ გვარდიოლამ ფეხბურთელები არ დაასვენა
განრისხებულმა პეპ გვარდიოლამ „ფულემთან” 3:0 გამარჯვების მიუხედავად წუხელ „მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელები საწვრთნელ ცენტრში გამოიძახა და დამატებითი ვარჯიში ჩაუტარა. მართალია ლონდონელებთან შეხვედრაში „სიტიმ” 28(!) საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ კატალონიელმა მწვრთნელმა თქვა: „ძალიან გაბრაზებული ვარ. ჩემმა ფეხბურთელებმა მაწყენინეს და მათ ეს კარგად იციან. ვერ ვეგუები, როდესაც ისინი მარტივ რაღაცებს ვერ აკეთებენ. მაგალითად, მარტივ პასს ვერ აწვდიან ან...
გვარდიოლა: დე ბრუინი არ იყიდება
პეპ გვარდიოლამ თქვა, რომ კევინ დე ბრუინის გამოსასყიდი თანხა 223 მილიონი გირვანქა ანუ 250 მილიონი ევროა. ბელგიელი ვარსკვლავის შესახებ „მანჩესტერ სიტის” თავკაცმა „უნივერსო ვალდანოსთან” ილაპარაკა. 27 წლის დე ბრუინი ჯერჯერობით სეზონის დასაწყისში მიღებულ მძიმე ტრავმას მკურნალობს. მოგეხსენებათ, ნახევარმცველი გასულ სეზონში „სიტის” ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი და ძირითადი ინსტრუმენტი იყო. კატალონიელი მწვრთნელის თქმით ასეთი გამოსასყიდი თანხის...
დე ბრუინი და ბარსელონელი ექიმი
კევინ დე ბრუინის საქმეები როგორც ჩანს კარგად მიდის — მას მორიგ სარეაბილიტაციო ეტაპზე გადასვლის ნება დართეს. მოგეხსენებათ, ბელგიელმა ვარსკვლავმა მეორე ტურის წინ, ვარჯიშზე მუხლის გვერდითი მყესი დაიზიანა. პრემიერლიგაში უკვე ოთხი ტური ჩატარდა, დე ბრუინმა კი მოედანზე ფეხი მხოლოდ პირველ თამაშში შედგა, ისიც 30 წუთით. „მანჩესტერ სიტის” ნახევარდაცვის ლიდერი სამკურნალოდ ბარსელონაში გადაფრინდა, სადაც, როგორც ჩანს, „სიტის”...
დე ბრუინის სერიოზული ტრავმა
„მანჩესტერ სიტი” შიშობს, რომ კევინ დე ბრუინს შობამდე უქმად ყოფნა მოუწევს — ბელგიელი დღეს ვარჯიშზე სერიოზულად დაშავდა. დე ბრუინი დაუყოვნებლივ გადააფრინეს ბარსელონაში, მაღალი დონის ტრავმატოლოგთან. ვარსკვლავის ინგლისიდან ბარსელონაში გამგზავრება სავარაუდოდ „სიტის” მწვრთნელთან პეპ გვარდიოლასთან უნდა იყოს დაკავშირებული. ალბათ მას თავის მშობლიურ ქალაქში ნაცნობი სანდო სპეციალისტი ჰყავს. დე ბრუინისთვის სერიოზული ტრავმა უცხო არ არის. 2016 წელს...
ბენჟამენ, გამოდი ინტერნეტიდან!
„მანჩესტერ სიტიმ” პრემიერლიგის პირველ ტურში „არსენალს” 2:0 მოუგო. გოლები გაიტანეს რაჰიმ სტერლინგმა და ბერნარდო სილვამ. მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე ჩემპიონთა თავკაცმა პეპ გვარდიოლამ სხვა საკითხებთან ერთად თავის მარცხენა მცველზე, ფრანგ მსოფლიოს ჩემპიონზე, 24 წლის ბენჟამენ მენდიზე თქვა, კარგი იქნება ინტერნეტში ცხოვრებას თუ მოუკლებს და საქმეს მეტად მიხედავსო. „მენდი მენდია. ხანდახან გინდა რომ მოკლა, ხანდახან კი ფიქრობ,...
აგუერო კეინზე უკეთესია
ინგლისის სუპერთასზე რომელსაც „ქომუნითი შილდი” ჰქვია სერხიო აგუეროს მიერ გატანილი ორი გოლით „მანჩესტერ სიტიმ” „ჩელსი” დაამარცხა — 2:0. „უემბლიზე” შეხვედრას 73 ათასი მაყურებელი ესწრებოდა. აგუეროს ოთხი გოლის გატანაც კი შეეძლო. ლონდონელთაგან კვლავ ვერ შეაგდო ალვარო მორატამ, რომელზეც უკვე დაჟინებით წერენ, რომ საკუთარი თავის რწმენა აქვს დაკარგული. ეს გახლდათ „ჩელსის” ახალი მწვრთნელის მაურიციო სარის ოფიციალური დებიუტი....









