„სანმა” ექსკლუზივი მოიპოვა: „მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარული მწვრთნელი ალექს ფერგიუსონი ოლე გუნარ სულშერის კონსულტანტად დადგება და თავის ყოფილ თავდამსხმელს გუნდის ძველ სიმაღლეებზე აყვანაში დაეხმარებაო. გაზეთის ცნობით ის, რომ ჟოზე მოურინიუს შემდეგ მანჩესტერელთა დროებით თავკაცად სწორედ სულშერი დანიშნეს, სერ ალექსთან კონსულტაციების შედეგია. ცხადია, ეს ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ნაინსულტარი ლეგენდა, რომელიც შემდეგ ორშაბათს, 31 დეკემბერს, 77...
ჭდე: მანჩესტერ იუნაიტედი
ფენი და ბებერი ფეისბუქი
„მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარულ მწვრთნელს სერ ალექს ფერგიუსონს საჭიროების შემთხვევაში გასახდელში ფეხბურთელებისთვის ყვირილი სჩვეოდა და მის ამ ღრიალს ფენს უძახდნენ — თმას აშრობს და ყალყზე აყენებსო. დღეს, მანჩესტერელთა ახალი ოღონდ დროებითი თავკაცი ოლე გუნარ სულშერი (ვისაც გნებავთ სოლსკიაერი) ამბობს, რომ სულაც არ არის გამორიცხული მანაც ააბღავლოს თავისი ფენი. სულშერს, რომელსაც ფერგის ფენის მხურვალება საკუთარ თავზე ბევრჯერ...
ალექსის სანჩესმა ნიძლავი მოიგო
ალექსის სანჩესმა თანაგუნდელებს WhatsApp-ით მესიჯი დაუგზავნა, ჟოზე მოურინიუზე ნიძლავი მოვიგეო. ჩილელი, რომლის ხელფასი კვირაში 505 000 გირვანქაა და რომელსაც მოურინიუს იმედგაცრუებას ეძახიან, რადგან კლუბმა ის პორტუგალიელის დაჟინებით იყიდა, მან კი ვერ გაამართლა, ახლა მარკუს როხოსგან მოგებულ 20 000-ს ითხოვს. სანჩესის მესიჯში წერია: „ხომ გეუბნებოდით!! მთავარი მოთმინებაა. როხო, შენ კი ჩემი 20 000 გმართებს”. ინგლისური მედიის აზრით,...
მოურინიუ მათნაირი არ არის
„მანჩესტერ იუნაიტედიდან” გაგდების შემდეგ ჟოზე მოურინიუმ პირველი კომენტარი გააკეთა. მან ჯერ „სქაი სპორტს” უთხრა ორიოდ სიტყვა, შემდეგ კი ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა. „განსაკუთრებულმა” „სქაისთან” ლაპარაკში თქვა: „ამიერიდან, „მანჩესტერ იუნაიტედის” მომავალი ჩემგან, ჩემი მომავალი კი „მანჩესტერ იუნაიტედისგან” არის დამოუკიდებელი. ამაზე მეტი რატომ უნდა ვილაპარაკო? ჩემს გრძნობებს არავის გავუზიარებ, ფანებსაც კი. მორჩა და გათავდა. გუნდიდან წასვლის საკითხისადმი ჩემი...
ოლე — მანჩესტერ იუნაიტედის დროებითი მწვრთნელი
„მანჩესტერ იუნაიტედი” დროებით მწვრთნელად თავის ყოფილ ვარსკვლავს ოლე გუნარ სულშერს ნიშნავს. სულშერი ნორვეგიელია. ადრე ქართულ პრესაში სოლსკიაერადაც მოიხსენიებოდა. მას უწოდებდნენ მკვლელს ბავშვის სახით. ის ფორვარდი იყო. შეგახსენებთ, რომ „იუნაიტედმა” გუშინ მწვრთნელის თანამდებობიდან ჟოზე მოურინიუ მოხსნა. „მანჩესტერ იუნაიტედის” აღმასრულებელ შეფს ედ ვუდვორდს უნდოდა დროებითი მწვრთნელის ვინაობა 48 საათში დაესახელებინა, მაგრამ დაფარული ვადაზე ადრე გაცხადდა. საკუთრივ კლუბის...
დიდი კლუბის გამანადგურებელი!
„მანჩესტერ იუნაიტედმა” ჟოზე მოურინიუ მაშინ გაუშვა, როდესაც გუნდი პრემიერლიგის ლიდერს „ლივერპულს” 19 ქულით ჩამორჩებოდა. „მოურინიუ კარგავდა ქულებს და ფეხბურთელების პატივისცემას”, — დაწერა ცხელ გულზე ინგლისელმა ჟურნალისტმა ნილ ეშტონმა. მისი და მრავალი სხვა მიმომხილველისა თუ ჩვეულებრივი გულშემატკივრის აზრით ის ადრეც უნდა გაეგდოთ. „ჟოზე მოურინიუ უკვე მესამე წელიწადს ატარებდა „იუნაიტედის” მწვრთნელის თანამდებობაზე. ის დიდ კლუბს ანადგურებდა!” ეშტონის...
ევრა?
„მანჩესტერ იუნაიტედის” ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი ამბობს, რომ ჟოზე მოურინიუმ მოთამაშეების 90 პროცენტის მხარდაჭერა დაკარგა. თურმე, კლუბის ხელმძღვანელები და თანამშრომლებიც მიიჩნევენ, რომ დროა მწვრთნელი შეიცვალოს. ორი კვირის წინ, როდესაც „იუნაიტედმა” „საუთჰემპტონთან” 2:2 ითამაშა, „განსაკუთრებულმა” პოლ პოგბას ვირუსი უწოდა. „სანმა” შეიტყო, რომ სწორედ მაშინ უთხრა თავის მეგობრებს ფეხბურთელმა, რომელიც მოურინიუსთან კარგ ურთიერთობაშია, რომ მოთამაშეების 90 პროცენტი პორტუგალიელს აღარ...
სიურპრიზი სერ ალექსისთვის
გუშინ, როდესაც სერ ალექს ფერგიუსონი საშობაო სადილად ქალაქ მანჩესტერის ახალ, მოდურ რესტორან The Ivy-ს მიადგა, თურმე შესასვლელთან სიურპრიზი ელოდა. სიურპიზს ერქვა პოლ სქოულზი, გარი ნევილი, ნიკი ბათი და რაიან გიგზი — მისი დიდი გუნდის დიდი ვარსკვლავები. ეს ოთხი ფეხბურთელი „მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარულმა მწვრთნელმა იმ ბავშვების გუნდიდან აიყვანა, მერე „კლასი 92″ რომ შეარქვეს. ბიჭები (თუ ყოფილი ბიჭები,...
დისკვალიფიკაცია სერ ალექსს
სერ ალექს ფერგიუსონს ექიმებმა წითელი ბარათი ამოუღეს. მანჩესტერული კლუბის 76 წლის ლეგენდას გასულ შაბათს მატჩის გამოტოვება მოუხდა — „ფულემთან” 4:1 გამარჯვებას ვერ დაესწრო. საქმე ის გახლავთ, რომ მანამდე სერ ალექსი „წითელი ეშმაკების” ბოლო სამ შეხვედრას დაესწრო, რაც მისი მკურნალი ექიმების ჯგუფმა ზედმეტ ენთუზიაზმად ჩამოართვა. ბოლო სამ შეხვედრას რომ ვამბობთ, პირველ დეკემბერს საუთჰემპტონში ფრიად ემოციურ 2:2-საც ვგულისხმობთ,...
სინამდვილეში ვინ ზრუნავს მანჩესტერ იუნაიტედზე?
ჟოზე მოურინიუმ თქვა, რომ მისი აგენტის ჟორჟი მენდისის განცხადებასთან საერთო არაფერი აქვს — მენდისის აზრით კი მართალია „განსაკუთრებულს” დღენიადაგ აკრიტიკებენ, მაგრამ მას „მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელის თანამდებობიდან არავინ მოხსნის. ბევრმა პორტუგალიელი ბიზნესმენის ამ განცხადებას სენსაციური უწოდა, რადგან მართლაც ასეა: დღე ისე არ გავა, ხან პოჩეტინიო რომ არ დაასახელონ მოურინიუს შემცვლელად, ხან ზიდანი და ხან კიდევ ვინმე...