21 წლის ფრანგმა მოცურავემ, ლეონ მარშანმა ამერიკელი მაიკლ ფელპსის 2008 წელს დამყარებული რეკორდი დაამხო… 400 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში ფელპსმა რეკორდი (4.03.84) 2008 წელს, პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე დაამყარა. მას შემდეგ, ეს შედეგი ხელუხლებელი იყო. თუმცა, 23-გზის ოლიმპიური ჩემპიონისა და 26 გზის მსოფლიოს ჩემპიონის მიღწევა 2023 წელს გააუმჯობესეს. მარშანმა რეკორდი იაპონიაში მიმდინარე საწყლოსნო სახეობების მსოფლიო ჩემპიონატზე დაამყარა....
ჭდე: მაიკლ ფელპსი
საუკუნის ფელპსი
ესპანურმა Marca-მ XXI-ე საუკუნის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა. საუკეთესოდ ცურვაში 23-გზის ოლიმპიური ჩემპიონი მაიკლ ფელპსი დასახელდა. მეორე ადგილზე მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული უსეინ ბოლტი გავიდა. სამეულში შევიდა „დიდი მუზარადის“ ტურნირების 20-გზის მომგები როჯერ ფედერერი. ათეული ასე გამოიყურება: 1.მაიკლ ფელპსი (ცურვა); 2.უსეინ ბოლტი (მძლეოსნობა); 3.როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი); 4.რაფაელ ნადალი (ჩოგბურთი); 5.კობი ბრაინტი (კალათბურთი); 6.ტაიგერ ვუდსი...
სუნიანი შარშია
შესაძლოა, იან ტორპივით ან მაიკლ ფელპსივით პოპულარული ვერ არის, მაგრამ ჩინელი სუნ იანი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენია: ოლიმპიადების 3 ოქრო, 2 ვერცხლი და ბრინჯაო, 9 ოქრო მსოფლიო ჩემპიონატებზე და მსოფლიოს რეკორდი 1500 მეტრზე, 9 ოქრო აზიის თამაშებზე… ერთხელ, 2014 წელს, ჩინელი დოპინგზე უკვე იყო გამოჭერილი, მაგრამ სამთვიანი დისკვალიფიკაციით გამოძვრა, რადგან აკრძალულ სიაში კონკრეტული ნივთიერება...
ლეგენდა რონალდუს
29 ივლისს ესპანეთის ყველაზე გავლენიანი სპორტული გაზეთი „მარკა“ ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს სპეციალურ პრიზს გადასცემს, რომელსაც „ლეგენდა“ ეწოდება. ეს არ არის სავალდებულოდ ყოველწლიურად გადასაცემი პრიზი. გამოცემა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში და მხოლოდ გამორჩეულებს აჯილდოებს, რითაც მათ მთლიან კარიერას აფასებს. აქამდე „მარკას“ ჯილდო მიღებული აქვთ დიეგო მარადონას, მაიკლ ჯორდანს, მიხაელ შუმახერს, მაიკლ ფელპსს, ლეო მესის.
თვითმკვლელობას გადარჩენილი გენიოსი
მაიკლ ფელპსი ლეგენდათა შორის ლეგენდაა. მას ცურვაში 28 ოლიმპიური მედალი აქვს მოგებული, რომელთაგან 23 ოქროსია, მაგრამ ისიც ადამიანი ყოფილა. უდიდეს სპორტსმენს დეპრესიის პრობლემა ჰქონია. ამერიკელი ზევარსკვლავი CNN-ს გამოუტყდა, რომ თვითმკვლელობაზეც კი უფიქრია. ფელპსის დონეზე ასპარეზობისა და ღვთივბოძებული პოტენციალის ბოლომდე გამომჟღავნებისთვის თავის გადადებაა საჭირო. მოცურავისთვის ყოველი ოლიმპიური ციკლი შედგებოდა სამი ეტაპისგან: მორალურ და ფიზიკურ ძალთა მოკრებისგან;...




