ადრეც ვწერდით, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის მონაწილეები, ფრანგული გუნდები „პარი სენ ჟერმენი’’ და „ლილი’’ 1 მარტს ლიგა 1-ში ხვდებიან ერთმანეთს, ხოლო რამდენიმე დღეში მათ უკვე „დორტმუნდთან’’ და ლივერპულთან’’ უწევთ მნიშვნელოვანი მატჩების ჩატარება. პარიზელებს მერსისაიდელებთან შეხვედრამდე კიდევ არა უშავთ, ოთხი დღე აქვთ დასასვენებლად და მოსამზადებლად, „ლილს’’ კი დორტმუნდში თამაშამდე სამ დღეზე მეტი არ რჩება. გადატვირთული...
ჭდე: ლუის ენრიკე
ლუის ენრიკე: კიდევ ერთი გოლის გატანა შეგვეძლო
„პარიზიენი’’ „ტულუზისა’’ და „პარი სენ ჟერმენის’’ შეხვედრის შესახებ (0:1) ასე წერს: ეს ნამდვილად არ იყო მატჩი, რომელიც პსჟ-ს ისტორიაში დარჩება, მაგრამ ამ საღამოს მნიშვნელოვანი სხვა რამ გახლდათ. ტულუზში გამარჯვებით სტუმარმა გუნდმა ლიგა 1-ში დაუმარცხებლის სტატუსი შეინარჩუნა. ის ცხრილში ლიდერობას ინარჩუნებს და მდევარ „მარსელს’’ 10 ქულით უსწრებს. გარდა ამისა პსჟ-ს 2025 წელს არ წაუგია. მატჩის შემდგომ...
ლუის ენრიკემ დემბელე დასაჯა და ამით კარგი საქმე გაუკეთა
ბოლოხანს „პარი სენ ჟერმენი’’ შესანიშნავ ფორმაშია, ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში „ბრესტს’’ 3:0 მოუგო, ხოლო ლიგა 1-ის ცხრილს ქულათა დიდი მარაგით ლიდერობს. ლუის ენრიკეს გუნდი უძლეველის შთაბეჭდილებას სტოვებს. მას ჰყავს ლიდერი, ოსმან დემბელე ― თავდამსხმელი, რომელიც მოედნიდან გოლის გატანის გარეშე არ გადის. პარიზელთა მწვრთნელმა „ტულუზთან’’ მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა. გთავაზობთ მის ამონარიდებს. „ტულუზთან’’ შეხვედრა ალბათ კარგი მიზეზია...
ლუის ენრიკე: საპასუხო თამაშს არ მივუდგებით როგორც ვარჯიშს
„პარი სენ ჟერმენემა’’ „ბრესტს’’ ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში სტუმრად მოუგო 3:0. მატჩის შემდეგ პარიზელთა მწვრთნელმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. დღევანდელ გამარჯვებაში რა მოგეწონათ ყველაზე მეტად? შედეგი. თამაშის შინაარსზე გეკითხებით. თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლოხანს „ბრესტს’’ შეხვედრაში ორი გოლი გაჰქონდა, ჩემი ფეხბურთელების ერთსულოვნება მომეწონა. მეტოქემ მაღალი ჩაწოდებებითაც ვერ გვაჯობა. „ბრესტს’’ კუთხურიდან შეეძლო გოლის გატანა. გაგვიმართლა კიდეც. თავადაც გვქონდა მეტი...
ლუის ენრიკე: ბრესტს შეუძლია უცებ ორი გოლი გაგიტანოს
„პარი სენ ჟერმენი’’ ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში ჯგუფური ეტაპის ბოლო სამ შეხვედრაში გამარჯვების წყალობით გავიდა და ახლა „ბრესტს’’ ხვდება. პარიზელთა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ შეხვედრის წინა დღეს პრეს-კონფერენცია გამართა. „ბრესტთან’’ თქვენი ყველა მატჩი სანახაობრივი გამოდის. თავად თუ ხვდებით რატომ? მაყურებლისა და ჟურნალისტებისთვის ეს თამაშები საინტერესოა, ჩვენ კი ვხედავთ, რომ ბევრი რამ გამოსასწორებელი გვაქვს. „ბრესტთან’’ შინაც და...
ლუის ენრიკე: ხვიჩა მომავალში გაცილებით მეტად დაგვეხმარება
„მანჩესტერ სიტის’’ კარში ოთხი და „ბრესტის’’ კარში ხუთი გოლის გატანის შემდეგ „პარი სენ ჟერმენმა’’ „მონაკოც’’ დაარბია – 4:1. ეს იყო ლიგა 1-ის 21-ე ტურის მატჩი. ოსმან დემბელემ სეზონის მონაგარს კიდევ ორი (მეთხუთმეტე და მეთექვსმეტე) გოლი მიამატა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი პარიზელთა მაისურით პირველი გოლი შეაგდო. მატჩის შემდეგ მწვრთნელი ლუის ენრიკე კმაყოფილი ჩანდა. იყო თუ არა ეს...
ლუის ენრიკე: კვარაცხელია ხანგრძლივი პროექტისთვის ჩამოვიყვანეთ
საფრანგეთის თასზე „ლე მანთან’’ 2:0 მოგების შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაში „ბრესტთან’’ შეხვედრის წინ „პარი სენ ჟერმენი’’ საფრანგეთის ჩემპიონატს უბრუნდება: დღეს „პარკ დე პრენსზე’’ პარიზელები „მონაკოს’’ მასპინძლობენ. პსჟ-მ მიმდინარე სეზონში სამთავროს გუნდს უკვე ორჯერ მოუგო: სტუმრად ლიგა 1-ის შეხვედრაში და დოჰაში საფრანგეთის სუპერთასზე. ამჯერად გუნდებს ჩემპიონატის 21-ე ტურის შეხვედრაში უწევთ დაპირისპირება. გუშინ პარიზელთა მწვრთნელმა ლუის ემრიკემ მატჩისწინა...
ლუის ენრიკე: ჩვენ მეფური გუნდი გვყავს
„პარი სენ ჟერმენმა’’ ჩემპიონთა ლიგის პირველი ეტაპის ბოლოსწინა ტურში „მანჩესტერ სიტისთან’’ 0:2 ჩამორჩენა შემოატრიალა, 4:2 მოიგო და ფლეი-ოფში გასვლის შანსი მნიშვნელოვნად გაეზარდა. შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებში მონაწილეობის უფლებას მხოლოდ ფლეი-ოფის ეტაპიდან მისცემენ. ემოციური, მაღალი დონის მატჩის შემდეგ პარიზელთა მწვრთნელმა Canal + -ზე თავისი ფეხბურთელები შეაქო: „ეს იყო რთული, ინტენსიური მატჩი. პირველ ტაიმში...
ვიტინია: ლუის ენრიკე არასდროს გატყუებს
მართალია „პარი სენ ჟერმენი’’ ვითარების მსუბუქად წარმოჩენას ცდილობს, მაგრამ თუ ის ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფს მიღმა დარჩება, ეს ფიასკო იქნება, – წერს ფრანგული მედია. პსჟ ოთხშაბათს „მანჩესტერ სიტის’’ ხვდება და წაგების შემთხვევაში ძალიან მიუახლოვდება კატასტროფას, რაშიც დიდი წვლილი კილიან მბაპეს „რეალში’’ გადასვლას მიუძღვის. საქმეს ის ამწვავებს, რომ პარიზელთა მწვრთნელი ლუის ენრიკე ამბობდა, ბონდინუას (პარიზის გარეუბან ბონდიში...
კვარა მარცხნივ. ბარკოლა?
„პარი სენ ჟერმენის’’ ახალი მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელია გუნდში ბალანსს აურევს. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი პარიზელთა თავდასხმაში მისთვის ჩვეულ მარცხენა გარემარბის პოზიციას დაიკავებს, რაც აჩენს რისკს, რომ ბრედლი ბარკოლას სათადარიგოთა სკამზე დასვამენ. თუმცა ლუის ენრიკე კატეგორიულობისგან შორს არის და ბარკოლას მარჯვნივ ან სულაც შუაში თამაშს არ გამორიცხავს. „როგორც ყოველთვის ნებისმიერი შესაძლებლობისთვის მზად ვარ. ბრედლი არის ფეხბურთელი, რომელსაც...









