ჭდე: ლიდს იუნაიტედი

Home ლიდს იუნაიტედი
მძიმე მეტალი vs თეთრი ხმაური 4:3
ჩანაწერი

მძიმე მეტალი vs თეთრი ხმაური 4:3

„ლიდსის” თავდამსხმელმა „ლივერპულთან” შვიდგოლიან თრილერში გადამწყვეტი სიტყვა ბოლოს 20 წლის წინ თქვა, ახლა კი პირიქით მოხდა — „ლივერპულმა” მოიგო! მერსისაიდელთა გამარჯვება ჰეთ-თრიკის ავტორმა მო სალაჰმა გამოჭედა. და ის, რაც უმაყურებლო „ენფილდ როუდზე” მოხდა, ნამდვილი პრემიერლიგური კლასიკა გახლდათ. მატჩის წინა დღეებში ინგლისური მას-მედია გაჯერებული იყო თემით „მარსელო ბიელსა მესიაა”, მეორე ადგილზე კი „ელანდ როუდზე” ოდესღაც გამართული...

არგენტინელი, რომელსაც ენდობიან და ფულს უმატებენ
ჩანაწერი

არგენტინელი, რომელსაც ენდობიან და ფულს უმატებენ

თექვსმეტწლიანი ბორძიკის შემდეგ „ლიდს იუნაიტედი” პრემიერლიგას დაუბრუნდა. ეს არგენტინელი მწვრთნელის მარსელო ბიელსას ხელმძღვანელობით მოხდა, რისთვისაც კლუბი მას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს. თუკი აქამდე ბიელსას ხელფასი წელიწადში 6 მილიონი გირვანქა იყო, ამიერიდან 8 მილიონი გახდება. ცნობისთვის: წელიწადში 6 მილიონი გირვანქა ორჯერ მეტია, ვიდრე ინგლისის ნაკრების თავკაცის გარეთ საუთგეიტის ჯამაგირი. ამრიგად, 64 წლის არგენტინელი „ელანდ როუდზე” სულ მცირე...

მარსელო ბიელსა პრემიერლიგაში!
ჩანაწერი

მარსელო ბიელსა პრემიერლიგაში!

„ლიდს იუნაიტედი” 2004 წლის შემდეგ პირველად დაბრუნდა პრემიერლიგაში. „თეთრები” მშობლიურ „ელანდ როუდზე” ზეიმობდნენ — ცნობამ იმის შესახებ, რომ „ვესტ ბრომვიჩი” „ჰადერსფილდთან” სტუმრად 1:2 დამარცხდა, „ლიდსს”, რომელმაც წინა დღეს „ბარნსლის” მოუგო 1:0, სანუკვარი ოცნება აუსრულა. გულშემატკივრები კი covid 19-ის პანდემიის მიუხედავად სტადიონს გარეთ შეიკრიბნენ და დიდი რიარია მოაწყვეს. ამრიგად, არგენტინელი მარსელო ბიელსას ბიჭებმა კლუბის ისტორიაში ახალი...

ჩანაწერი

ამდენ ჭამას, ამდენ სმას, ვახ, როგორ გაუძელი

ჩემპიონშიფიდან პრემიერლიგაში გადასასვლელად 3-6 ადგილზე გასული გუნდების ფლეი-ოფის ფინალში „ასტონ ვილა” და „დერბი” გავიდნენ. ისინი „უემბლიზე” 27 მაისს შეხვდებიან ერთმანეთს. ფინალში გასასვლელად „დერბის” „ლიდსთან” გადახდა დრამატული დაპირისპირება. პირველი შეხვედრა დერბიში „ლიდსის” გამარჯვებით დასრულდა — 1:0, საპასუხო თამაში კი უკვე „დერბიმ” მოიგო — 4:2. შეხვედრა დრამატული გამოდგა, ვინაიდან ანგარიში „ლიდსმა” გახსნა, მაგრამ სტუმრებმა სამი გოლით უპასუხეს....

ჩანაწერი

მარსელო ბიელსა: მგონი სულელი ვარ!

არგენტინელმა მწვრთნელმა მარსელო ბიელსამ განაცხადა, რომ ამ სეზონში ჯაშუშობდა ყველა გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც მისი „ლიდს იუნაიტედი” შეხვდა. ბიელსას სიტყვებმა ინგლისში მოწმენდილ ცაზე გავარდნილი მეხის ეფექტი მოახდინა. შეგახსენებთ, რომ ის მსოფლიოს ბევრი საუკეთესო მწვრთნელის, მათ რიცხვში პეპ გვარდიოლას მენტორი, მოძღვარი და გურუა. ქარიშხალი მას მერე ამოვარდა, რაც ბიელსას წამოცდა, რომ მან თავისი სამწვრთნელო შტაბის ერთ-ერთი წევრი...