დღეს საფრანგეთის ლიგა 1-ის 21-ე ტური „პარკ დე პრენსზე’’ „პარი სენ ჟერმენისა’’ და „მარსელის’’ შეხვედრით, ეგრეთწოდებული „ლე კლასიკით’’ დამთავრდება. შეხვედრას საჩემპიონო ბრძოლისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. პარიზელებს გამოუჯანმრთელდათ ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც „ნიუკასლთან’’ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში დაშავდა. მან ვარჯიში განაახლა, მაგრამ ფრანგული პრესის საერთო აზრით „ლე კლასიკში’’ თავიდანვე არ ითამაშებს. ლუის ენრიკეს ჩვეულების შესაბამისად ის სავარაუდოდ მე-60...
ჭდე: ლიგა 1
სამი გიორგი ერთ მეცში
„მეცის’’ შემადგენლობაში სამმა ქართველმა ითამაშა. მართალია ისინი მოედანზე ერთად არ იყვენ და საერთოდაც, შეიძლება ითქვას, რომ ამ შეხვედრაში სამივეს მონაწილეობა ფორმალური იყო, რადგან გუნდის ახალწვეული გიორგი ქვილითაია მოედანზე 90-ე წუთზე შევიდა და გიორგი წიტაიშვილი შეცვალა, მაგრამ ოქმში დაფიქსირდა, რომ 2026 წლის 6 თებერვალს, ლიგა 1-ის 21-ე ტურის შეხვედრაში „ლილის’’ წინააღმდეგ სამმა ქართველმა ითამაშა. „ლილი’’ ჩემპიონთა...
ვინ უკაპიტნებს მეცს ხვალ?
სამი გიორგის, წიტაიშვილის, აბუაშვილის და ახლა უკვე ქვილითაიას „მეცში’’ რაღაც ხდება ― კაპიტანი შეცვალეს. ოთხშაბათს „ბროწეულისფერთა’’ ახალმა მწვრთნელმა ბენუა ტავენომ განაცხადა, რომ 29 წლის გოტიე ეინს სამკლავური ჩამოერთვა. „დიახ, ასე გადაწყდა. ჩვენ ანჟედან (სადაც „მეცმა’’ 0:1 წააგო) კვირა საღამოს დავბრუნდით, კლუბის მენეჯმენტი ამ საკითხზე სალაპარაკოდ ორშაბათს შეიკრიბა, მიიღო გადაწყვეტილება და მე საქმის კურსში სამშაბათს დილით...
80 წუთი უმცირესობაში
უჭირს გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის „მეცს’’, რომელმაც „ანჟესთან’’ სტუმრად წააგო 0:1 და 20 ტურის შემდეგ 12 ქულით ბოლო ადგილზეა. ბოლოსწინა ადგილზე მყოფი „ოსერი’’ მას ერთი ქულით უსწრებს. კიდევ ერთი ქულით მეტი აქვს „ნანტს’’, ხოლო „ლე ავრი’’ უკვე მნიშვნელოვნად, 8 ქულით აღემატება. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის უმაღლესი დივიზიონიდან ბოლო ორი გუნდი ავტომატურად ვარდება ლიგა 2-ში, ხოლო...
ჰაკიმის გაძევება, სხვა დუეს გოლი
„პარი სენ ჟერმენმა’’ ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე სტუმრად 2:1 მოუგო „სტრასბურს’’ და ლიდერობა დაიბრუნა. პარასკევს „ლანსმა’’ „ლე ავრს’’ 1:0 აჯობა, შესაბამისად პარიზელთა ფეხის დაცდენის შემთხვევაში ლიდერობას შეინარჩუნებდა. ახლა, 21 ტურის შემდეგ პსჟ მეორეადგილოსანს ორი ქულით უსწრებს. „სტრასბურმა’’ თავის მხრივ მეხუთე ადგილზე ამაღლების შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან. სტუმრებმა ძნელად მოიგეს, 81-ე წუთამდე მოუწიათ ლოდინმა. მასპინძლებმა კი თამაში დიდი...
ჟორჟის წყნარი შეხვედრა
„ის იზოლირებული იყო. სულ ორიოდ ვარიანტი ჰქონდა. კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა’’, ― დაწერა AS-მა ჟორჟ მიქაუტაძის შესახებ. ქართველი თავდამსხმელის გუნდმა, „ვილიარეალმა’’ 22-ე ტურის შეხვედრაში პამპლონაში „ოსასუნასთან’’ 2:2 ითამაშა. სტუმართაგან ორივე გოლი ხერარდ მორენომ გაიტანა. მორენოს ერთ შეხვედრაში ორჯერ ორ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში არ ჰქონდა გატანილი. ამრიგად, „ვილიარეალი’’ ლა ლიგაში ზედიზედ მეოთხე მარცხს გადარჩა. ზედიზედ...
ენდრიკის ეფექტი ქართველების წინააღმდეგ
გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის „მეცმა’’ შინ „ლიონთან’’ 2:5 წააგო. ამ შეხვედრაში „რეალიდან’’ „ლიონში’’ იჯარის წესით ახალმა გადასულმა ბრაზილიელმა ენდრიკმა ჰეთ თრიკი შეასრულა და ბუნებრივია მედიამ ყურადღება მასზე გაამახვილა. „ეკიპი’’ წერს, რომ ამ დღეს ენდრიკი 19 წლის და 188 დღის იყო და ეს გახლდათ მისი მეორე თამაში „გონების’’ შემადგენლობაში. 21-ე საუკუნეში საფრანგეთში, ახალ გუნდში ჩატარებულ...
მთავარი მამოძრავებელი ძალა დაბალი ნიშნით
„ქართველი გარემარბი ბურთის კონტროლისა და მოკლე დრიბლინგების წყალობით მოწინააღმდეგეს მუდამ პრობლემებს უქმნიდა. მისი მოქმედებები იყო ძალიან აქტიური და ზუსტი, მაგრამ ბოლო პასებსა და დარტყმებში ეფექტურობა აკლდა. და მაინც, თამაშზე მისი დიდი გავლენა კარგად გამოჩნდა იმ ეპიზოდში, როდესაც საჯარიმოდან ბურთი ზუსტად გამოიტანა, რასაც პსჟ-ს გოლი მოჰყვა’’, ― აღნიშნა maxifoot-მა და… ხვიჩა კვარაცხელიას საკუთარ სიტყვებთან შეუსაბამოდ დაბალი...
დღეს შუაღამისას პსჟ-მ უნდა მოიგოს
საფრანგეთის დროით დღეს საღამოს 9 საათზე, საქართველოს დროით კი ზუსტად შუაღამისას „პარი სენ ჟერმენი’’ „ლილს’’ მასპინძლობს. საფრანგეთის თასიდან ოთხი დღის გავარდნილი პარიზელების მწვრთნელი ლუის ენრიკე ამ შეხვედრაში უძლიერესი შემადგენლობით აპირებს თამაშს. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც კუნთის გაჭიმვის გამო შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს პორტუგალიელი ჟოაო ნევეშია. შეგახსენებთ, რომ თანაქალაქელი „პარიზის’’ წინააღმდეგ საფრანგეთის თასის მეთექვსმეტედფინალში ესპანელმა თავკაცმა რამდენიმე...
ფრანგული ამბები: წიტას ფრე და დერბი კვარას გარეშე
გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის „მეცმა’’ ზედიზედ მეხუთე თამაში აღარ წააგო, „ლორიანთან’’ სტუმრად 1:1 ითამაშა, ოღონდ ეგაა, რომ მოგება შეეძლო, რადგან 29-ე წუთიდან 73-ე წუთამდე სენეგალელი მცველის სადიბუ სანეს გოლით იგებდა. მეცელთა სამწუხაროდ ბამბა დიენგმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო. სტუმართათვის განსაკუთრებით უსიამოვნო ის იყო, რომ მასპინძლების საგოლე შეტევა მათი ნახევარმცველის, მალელი ბუბაქარ ტრაორეს დაუფიქრებელ პასს მოჰყვა....









