სწორედ ასეთი პათოსი ქონდა ბორჯღალოსნების გუშინდელ გამარჯვებას! „რაგბი ევროპამ“ მიზნად თავისი ეგიდით ჩატარებული ტურნირის გადახალისება საქართველოს ნაკრების საჩემპიონო ტახტიდან ჩაჩოჩება დაისახა და რა აღარ იღონა ამისთვის. ტოპ ექვსეული ოქტეტად გადააკეთა, რომელიც ორად გაყო, წრიულად ათამაშა და პლეი-ოფებიც დაუნიშნა – ასე ხომ უფრო მაღალი ხდებოდა იმის ალბათობა, რომ ბორჯღალოსნების ერთ წაბორძიკებას ჩემპიონის ცვლილება გამოეწვია?! ეს არ...
ჭდე: ლევან მაისაშვილი
ტორელავეგაში აღდგენილი სამართლიანობა
ეს იყო ძლიერისა და სუსტის შერკინების კლასიკური მაგალითი. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთის ქალაქ ტორელავეგაში ისე ითამაშა, რომ კიდევ ერთხელ გახდა ცხადი, რომ ბორჯღალოსნები ამ დონეს კარგა ხანია და კარგა მანძილით გაცდნენ. 41:3 და გარდა ამ შთამბეჭდავი სტატისტიკისა, გამოუყენებელი მომენტების მთელი რიგი. მარტო ის ფაქტი, რომ 7 ლელოდან დამრტყმელებმა მხოლოდ 3 გარდასახეს, ჩვენს ნაკრებს 8...
ესპანეთში ლომთა მოსათვინიერებლად
18 თებერვალს, საღამოს 10 საათზე ესპანეთის პატარა ქალაქ ტორელავეგაში დაიწყება სარაგბო მატჩი, რომელიც ბევრ რამეს გადაწყვეტს. „რაგბი ევროპის“ 2023 წლის ჩემპიონატის ა პულის დასკვნით ტურში ესპანეთის ნაკრები ბორჯღალოსნებს უმასპინძლებს და ამ რკენაში გაირკვევა კვარტეტის გამრჯვებულისა და მეორეადგილოსნის ვინაობა. ეს კი, თავის მხრივ, ერთ-ერთი ნახევარფინალური წყვილის მასპინძლის ვინაობას გამოავლენს. საქართველო პულის ლიდერია, ლევან მაისაშვილის რაზმმა გერმანიაც...
6 ლელო ნიდერლანდებთან…
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ამსტერდამში 40:8 მოიგო, შემტევი ბონუსი მიიღო, ორი მატჩის ჯამში 10 ქულას მოუყარა თავი და „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის მესამე ტურს ლიდერის რანგში შეხვდება. ბორჯღალოსნების გამარჯვებაში ეჭვი არავის ეპარებოდა. ნიდერლანდელებმა დაამტკიცეს, რომ მართლაც პროგრესირებენ, ვითარდებიან, ოსტატდებიან, მაგრამ ჩვენებამდე აშკარად ბევრი უკლიათ. ამსტერდამის „რაგბის ეროვნული ცენტრის“ არენაზე ისეთი ქარი ქროდა, რომ პირველ ტაიმში ქართველთა ფეხის...
შაბათს, ამსტერდამში…
„ავჭალაზე“ გერმანიის ნაკრების უხვლელოიანი და ლამაზი ძლევის შემდეგ, საქართველოს ბორჯალოსნები „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩს ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში ადგილობრივ ნაკრებთან გამართავენ. შაბათს, 11 თებერვალს, 16:15-ზე, ამსტერდამის „რაგბის ეროვნული ცენტრის“ სტადიონზე დაიწყება ნიდერლანდებისა და საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების შეხვედრა. მართალია, ნიდერლანდების ნაკრები გერმანიისაზე ერთობ ძლიერია და ზოგადად, იქაური რაგბი აღმავლობას განიცდის და ამაში დიდ როლს...
დავით ნინიაშვილი – წლის მორაგბე!
ქართული რაგბის მმართველმა ორგანიზაციამ – საქართველოს რაგბის კავშირმა 2022 წელი შეაჯამა. ცხადია, გასული წელი აბსოლუტურად ყველა მაჩვენებლით ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა დამოუკიდებელი ქართული რაგბის ისტორიაში და ასეთ სიმაღლეებზე ჩვენი რაგბი მით უფრო არც საბჭოეთის პერიოდში ასულა: ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ისტორიაში პირველად დაამარცხა ტიერ 1-ის გუნდი – ზაფხულში იტალიას მოუგო, ხოლო შემოდგომაზე უელსიც ზედ მიაყოლა! გარდა ამისა,...
კუნძულელებს ვერ გაუძლეს…
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა შემოდგომის ტესტების მეორე მატჩიც ქვეყნის უდიდეს სატადიონზე გამართა. განსხვავებით წინა მატჩისგან, რომელშიც ბორჯღალოსნებმა ურუგვაის ნაკრები დაამარცხეს, ამ ჯერზე „დინამო არენა“ თითქმის გაივსო და გულშემატკივრობაც ბევრად ენერგიული გამოვიდა.ქართველების მეტოქე სამოას ნაკრები იყო, რომელმაც ერთი კვირით ადრე იტალიაში მწარე მარცხი იგემა – 17:49. ამ ფაქტორმა კუნძულელები გამოაფხიზლა, რადგან ისინი იტალიაში განწირულ აუტსაიდერებად როდი ჩასულან...
თოდუა ასიანი იქნება, ქუთაისი კი სეზონს დახურავს
16 ივლისს 18 საათზე ქუთაისის სარაგბო სტადიონ „აია არენაზე“ დაიწყება საქართველოსა და პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებთა ტესტ-მატჩი. ბორჯღალოსნები ზაფხულის სერიის დასკვნით მატჩს ამაღლებული განწყობით ხვდებიან, მათ ხომ გასულ კვირას ბათუმში თვით იტალია დასცეს! მაგრამ „ლობუშთან“ შეხვედრასაც ახლავს ქვეტექსტი: სწორედ „მგლებმა“ შეწყვიტეს ბორჯღალოსანთა გამარჯვებების მრავალწლიანი და მრავალმატჩიანი სერია. საუბარია „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატზე, სადაც 2017 წლის მარტში რუმინელებთან...
როგორ ჩამოგლიჯეს კარი ქართველებმა…
მსოფლიო მედიას ბორჯღალოსანთა გამარჯვება, ცხადია, უყურადღებოდ არ დაუტოვებია. წამყვანი სარაგბო თუ საზოგადოებრივ-პოლიტიკური გამოცემები ხაზგასმით საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „ექვსი ერისა“ და „მსოფლიო რაგბის“ მამებისგან გაცილებით მეტ ყურადღებას იმსახურებს. ფრანგული სარაგბო გამოცემა „რაგბირამა“: „კვირას საღამოს საქართველომ თავის ისტორიაში ულამაზესი ფურცელი ჩაწერა: ბორჯღალოსნებმა იტალიის ნაკრები 28:19 ჭკუიდან გადასული პუბლიკის თვალწინ დაამარცხეს და ეს იყო არათუ...
ერთად მოვუგოთ იტალიას !
კვირას, ბათუმის ულამაზეს ახალ სტადიონზე, საღამოს 8 საათზე სტარტს აიღებს საქართველოს და იტალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების ტესტ-მატჩი. ბორჯღალოსნების გადმოსახედიდან, ესაა ბოლო წლების მთავარი მოვლენა ჩვენი რაგბისთვის. შეხსენება რა საჭიროა, მაგრამ მაინც: საქართველო მეორე სარაგბო დონის მოწინავეა, ხოლო იტალია პირიქით – ევროპული ექვსი ერის მაჩანჩალა. ჰოდა, უკვე მრავალი წელია, სარაგბო თემის ერთი ნაწილი ამ ელიტური „ექვსი...









