საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი თანამდებობიდან გადადგა. 47 წლის სპეციალისტმა საფრანგეთში წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ აბსოლუტურად ლოგიკური ნაბიჯი გადადგა. ბორჯღალოსნებმა X მსოფლიო თასზე ჯგუფური ეტაპის სამი მატჩი წააგეს – ავსტრალიასთან, ფიჯისთან და უელსთან, ერთი კი, პორტუგალიასთან ფრედ დაასრულეს და საბოლოოდ ბოლო ადგილი დაიკავეს. ცხადია, ამბიციაგაზრდილ საქართველოს მოვლენეთა ასეთი განვითარება არანაირად აწყობდა, მსოფლიო თასამდე შეკოწიწებული...
ჭდე: ლევან მაისაშვილი
ბრძოლის ველზე დაცემული მეომრებივით…
ეს იმ შემთხვევათაგანია, როცა დამარცხებულების გასაკრიტიკებლად ენა ვერავის მოუბრუნდება. აბა, როგორ შეიძლება აუგის თქმა გუნდზე, რომელმაც ობიექტურად რამდენადმე ძლიერ მეტოქეს თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში ამარცხებს, თამაშის დასაწყისშივე ორ მორაგბეს ტრავმის გამო კარგავს, მერე მათ სხვებიც ემატებიან, და გუნდი მაინც იბრძვის, ომობს, ბიჭები თავგანწირვით იცავენ თავს და შეტევებშიც მრისხანედ გამოიყურებიან, მაგრამ თამაშის ბოლო მეოთხედს დათმობენ და...
პორტუგალიელებთან ჯახის მნიშვნელობაზე…
23 სექტემბერს, თბილისის დროით 16 საათზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრები პორტუგალიას შეერკინება. ეს შეხვედრა საფრანგეთის ქალაქ ტულუზის იგივე სახელის სტადიონზე – „სტად დე ტულუზზე“ გაიმართება. ეს იქნება ბორჯღალოსნების მეორე მატჩი საფრანგეთში მიმდინარე მსოფლიო თასზე. მოგეხსენებათ, პირველ ტურში ქართველები ავსტრალიასთან 15:35 დამარცხდნენ, ხოლო პორტუგალიის ნაკრები უქმობდა. მეორე ტურში კი მომავალმა მეტოქეებმა როლები გაცვალეს და უქმობამ უკვე ბორჯღალოსნებს...
ბორჯღალოსნები ვოლაბებით იწყებენ
ოთხმა წელიწადმა უსწრაფესად ჩაიარა და მორიგი სარაგბო მსოფლიო თასის დროც მოვიდა. 8 სექტემბერს, ტურნირის მასპინძელი საფრანგეთისა და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ ახალი ზელანდიის ნაკრებთა მატჩით დაიწყება რიგით მე-10 გლობალური სარაგბო ფორუმი. 9-ში კი საქმეში ბორჯღალოსნები ჩაერთვებიან და პარიზის ჩრდილოეთ გარეუბან სენ-დენიში 80-ათასიან ქვეყნის უმთავრეს არენაზე – „სტად დე ფრანსზე“ – მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ავსტრალიელ „ვოლაბებს“ შეერკინებიან....
33 ბორჯღალოსანი: მაისაშვილის არჩევანი
ლევან მაისაშვილმა და მისმა შტაბმა გამოაქვეყნეს იმ 33 მორაგბის ვინაობა, რომლებიც სექტემბერ-ოქტომბერში საქართველოს ნაკრების ღირსებას საიუბილეო, მე-10 მსოფლიო თასზე დაიცავენ. ბოლო მომენტში გუნდს გამოაკლდა კვაჭი გიორგი ჭყოიძე, რომელმაც ტრავმა რუმინეთთან შეხვედრაში მიიღო და მისი დაზიანება საკმაოდ სერიოზული აღმოჩნდა. მასთან ერთად სატურნირო რაზმს მიღმა ასევე დარჩნენ ირაკლი აფციაური, მიხეილ ბაბუნაშვილი, ოთარ გიორგაძე, ალექსანდრე მამამთავრიშვილი, ლუკა ხორბალაძე...
აშშ – ბორჯღალოსანთა გამომცდელი N2
შაბათს, 19 აგვისტოს, „მიხეილ მესხზე“ კვლავ დიდი რაგბია – 19 საათზე დაიწყება მატჩი საქართველოსა და აშშ-ის ნაკრებებს შორის. ეს თამაში ბორჯღალოსანთათვის იქნება მსოფლიო თასისთვის გენერალური რეპეტიცია N2. ერთი კვირის წინ ლევან მაისაშვილის გუნდმა რუმინეთის ნაკრებს ისტორიაში ერთ-ერთი უმწარესი მარცხი აგემა – 56:6. რუმინეთი ნაკლებად გვადარდებს, აი, ამერიკის ნაკრებმა კი ორი კვირის წინ იმავე რუმინეთს ბუქარესტში...
38 ქართველი ევროპის ტოპ-ლიგაში
პრო დ2-ის კვალდაკვალ, მეორე დღესვე, 18 აგვისტოს ტოპ 14-იც იწყება – ევროპაში უძლიერესი შიდა ჩემპიონატი. საფრანგეთის მთავარი სარაგბო ლიგა 14 კლუბისგან შედგება და 13 მათგანში, როგორც ყოველთვის, მინიმუმ ერთი ქართველი მორაგბე მაინც ირიცხება. ის ერთადერთი, ქართველების „უარმყოფელი“ გახლავთ „ტულუზი“ – საფრანგეთის ჩემპიონი. ამ კლუბში, ვასილ კაკოვინის წასვლის შემდეგ არცერთ ჩვენებურს არ უთამაშია… ამასობაში, ვიდრე ახალი...
გაფართოებულ რაზმში 39 ბორჯღალოსანია
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა მსოფლიო თასისთვის სამზადისი დაიწყო. ეროვნული ნაკრების თავკაცმა ლევან მაისაშვილმა წინა წლებში დამკვიდრებულ პრაქტიკაზე უარი თქვა და მსოფლიო თასზე სავარაუდო წამსვლელთა არა 50-60-კაციანი სია ჩამოწერა, არამედ 39 მოთამაშე დაასახელა, რომელთაგან 33 საფრანგეთში გაემგზავრება. შეკრებაზე გამოძახებული 39 მორაგბის გარდა იქნება სარეზერვო ჯგუფიც, რომელიც სპეციალური ინდივიდუალური პროგრამით მოემზადება და საჭიროების შემთხვევაში ამ ჯგუფის...
აკა-შოუ საკმარისი არ იყო
მსვლელობისას რამდენიმე წამყვანმა მოთამაშ„შავმა ლომმა“ თავისი სამხრეთამერიკული ტურნეს მეოთხე მატჩი „სუდამერიკანა XV“-თან 24:28 წააგო და მისი მოგზაურობის ჯამური ანგარიშიც გათანაბრდა – 2:2. ცხადია, მარცხი ყოველთვის უსიამოვნოა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტურნეს ყველა მატჩი ამხანაგურ ხასიათს ატარებს და ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა მწვრთნელებს ექსპერიმენტების არ ეშინიათ. ასე მოხდა ამჯერადაც, ოღონდ ლევან მაისაშვილს ამ ექსპერიმენტების...
შავმა ლომმა ჩილელებიც დაამარცხა
„შავმა ლომმა“ სამხრეთამერიკული ტურნეს მეორე მატჩში ჩილეს „სილკნემს“ 33:30 მოუგო და უკვე ანგარიშიდანაც შეიძლება დასკვნის გამოტანა, რომ ეს მატჩი სულ სხვა ხასიათის იყო, ვიდრე ერთი კვირის წინ არგენტინულ ფრენჩაიზთან. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ჩილეურ ფრენჩაიზში 17 მოთამაშე იყო იმ შემადგენლობიდან, რომელმაც ამ ქვეყნის ნაკრებს აშშ-ის ეროვნული გუნდი დაამარცხებინა და მსოფლიო თასის საგზური მოიპოვა. ეს გარემოება...









