რას ფიქრობს ვეტერანი რუუდ ვან ნისტელროი თავის ყოფილ თანაგუნდელზე კრიშტიანუ რონალდუზე იმიტომ გახდა საინტერესო, რომ „იუვენტუსის” კარში გატანილი საოცარი მაკრატელა დარტყმით პორტუგალიელმა მისი რეკორდი მოხსნა: ჰოლანდიელს ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 9 შეხვედრაში ჰქონდა გოლი გატანილი, რონალდუმ კი მეათეშიც შეაგდო. საინტერესოა, რომ რონალდუ და ვან ნისტელროი „მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშის წლებში დიდად ვერ მეგობრობდნენ. ერთხელ, ვარჯიშზე შელაპარაკებაც კი...
ჭდე: კრიშტიანუ რონალდუ
ვარდის სახელით
„ლესტერის” თავდამსხმელ ჯეიმი ვარდის ამ ბოლო დროს გოლების გატანაში კრიშტიანუ რონალდუ ეხმარება. ინგლისის ნაკრების ფორვარდს, რომელმაც ბოლოს სამშაბათს, იტალიის ნაკრებს გაუტანა, იანვარში ნაჩვევი ბუცების გამოცვლა მოუხდა. 31 წლის ვარდის „ნაიკთან” მოუვიდა უთანხმოება. როგორც „დეილი მეილი” წერს, სპორტული აღჭურვილობის ამერიკულ გიგანტს ფეხბურთელისთვის ბუცის მოდელის შეცვლა უნდოდა, მან კი ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. რომ ვერ შეთანხმდნენ,...
მესის არგენტინა, რონალდუს პორტუგალია და სხვა
რაკი თანამედროვე ფეხბურთი დიდწილად ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს გარშემო ტრიალებს, ამ ორი დიდი ვარსკვლავის ნაკრები გუნდების ამხანაგური შეხვედრები ცალკე გამოვყოთ. საინტერესოა, რომ როგორც არგენტინამ, ასევე ევროპის ჩემპიონმა პორტუგალიამ ნეიტრალურ მოედანზე ითამაშა. არგენტინელებმა მანჩესტერში, „ეტიჰედ სთედუმზე” მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა დარჩენილ იტალიას 2:0 მოუგეს. გოლები შეხვედრის ბოლო 11 წუთში გაიტანეს ევერ ბანეგამ და მანუელ ბანსინიმ. ლეო...
საუკეთესო და ჩინეთი
ლუიშ ფელიპე სკოლარი „გუანგჟუ ევერგრანდეს” მწვრთნელია, რომელმაც ჟურნალისტებს გაუმხილა, რომ კრიშტიანუ რონალდუმ მას ჩინეთში ცხოვრების თავისებურებები გამოჰკითხა. ბრაზილიისა და პორტუგალიის ნაკრებების ყოფილმა თავკაცმა მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელს უთხრა, რომ ეს ის ქვეყანაა, სადაც დასახლება და ბურთაობა ღირს. „კრიშტიანუმ ჩინეთში ცხოვრების შესახებ არაერთხელ მკითხა, — თქვა სკოლარიმ, — მე მას ყველაფერი ვუამბე და ისიც ვუთხარი, რომ...
ფუი, ეშმაკს!
ესპანეთში არა, საფრანგეთში არა, ჩვენთან არა, აი, ინგლისში კი დიდი პირჯვრის წერა ატყდა. იმიტომ, რომ ის, რაც „რეალისა” და „პარი სენ ჟერმენის” თამაშზე მოხდა სწორედ ინგლისელებმა შეამჩნიეს და ალიაქოთიც მათ ატეხეს. საქმეში „მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მცველი, რიო ფერნდინანდიც კი ჩაერთო. სოციალური ქსელები აფეთქდა. ზოგმა დაწერა, რომ ეს პენალტების ისტორიაში უდიდესი დარტყმა იყო, ზოგმა ილუზიონისტის ასისტენტს ტრიბუნაზე...
რონალდუმ “ოქროს ბურთი” დააბრუნა მესის გადაეცითო…
კატალონიურ სპორტულ გამოცემას, “ელ მუნდო დეპორტივოს” რამე დაესიზმრა თუ გადაწყვიტა საახალწლოდ უცნაურად ეხუმრა ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთ ინფორმაციას ავრცელებს: “ელ კლასიკოში” დამარცხების შემდეგ გულდამძიმებულმა კრიშტიანუ რონალდუმ “რეალის” გასახდელში განაცხადა, რომ ის “ოქროს ბურთს” არ იმსახურებს და აპირებს ჯილდო “ფრანს ფუტბოლის” რედაქციას დაუბრუნოს, რათა მან ის ღირსეულ მფლობელ ლეო მესის გადასცეს. გასახდელში თანაგუნდელებმა სცადეს...
“ელ კლასიკომდე” სამი დღით ადრე
შაბათს, 23 დეკემბერს, “ელ კლასიკოა” — “რეალი” “ბარსელონას” მასპინძლობს და ესპანური პრესა მთლიანად ამ თემით არის შეპყრობილი. ლეო მესი სჯობია თუ კრიშტიანუ რონალდუ? — ასეთი კითხვით მიმართა მადრიდულმა “მარკამ” მადრიდის “ატლეტიკოს” 33 წლის თავდამსხმელს, ფერნანდო ტორესს. ტორესმა ასე უპასუხა: “ის, რასაც კრიშტიანუ რონალდუმ ლეო მესის ეპოქაში მიაღწია, მის დონეზე ნათლად მეტყველებს. რონალდუ რომ არ ყოფილიყო,...
კრიშტიანუმ უგოს წამალი გადააგდებინა
კრიშტიანუ რონალდუმ მეხუთე “ოქროს ბურთი” მიიღო. ის ვარსკვლავია, მდიდარი, წარმატებული, აი, მის უფროს ძმას უგოს კი ბედმა გაცილებით რთული ცხოვრება არგუნა. უგო კრისზე ათი წლით უფროსია. ოდესღაც, უბანში, ბურთს რომ მიიღებდა ისიც ხაზავდა, მაგრამ… 1990-იანი წლების ბოლოს ცოდვას მიეჩვია — სმას და ნარკოტიკებს. უგოს სახლში ცუდი მაგალითი ჰქონდა — მამა, ჟოზე დინიშ ავეირო ლოთი იყო....
ფრანს ფუტბოლმა ბურთი გაამზადა, რონალდუმ – ბუცი
დღეს პარიზში ოქროს ბურთის 62-ე მფლობელის ვინაობა გაირკვევა. საზეიმო ცერემონიალს საფრანგეთის ნაკრების, „ტოტენჰემისა“ და „ნიუკასლის“ ყოფილი ვარსკვლავი დავიდ ჟინოლა წარუძღვება. მოგეხსენებათ, „ოქროს ბურთი“ 1956 წლიდან თამაშდებოდა ფრანგული „ფრანს ფუტბოლის“ ინიციატივით. 2010-15 წლებში „ფრანს ფუტბოლი“ საუკეთესოს ფიფასთან ერთად ასახელებდა, შემდეგ კი ისევ გაიყო და ფრანგულ ჟურნალს დაუბრუნდა. წლეულს ოქტომბერში ფიფამ უკვე ჩაატარა გამოკითხვა რომლის მიხედვითაც საუკეთესოდ...








