„ბარსელონამ” იცოდა, რომ უნდა მოეგო. მან ასევე უნდა მოიგოს ყველა დარჩენილი შეხვედრა, რათა ჩემპიონობის შანსი შეინარჩუნოს, ხოლო იმისათვის, რომ ჩემპიონი გახდეს, „რეალსაც” უნდა დაუცდეს სადმე ფეხი. „ბილბაოსთან” კატალონიელები უფრო ცოცხლად თამაშობდნენ ვიდრე „სევილიასთან”, რომელსაც ვერ მოუგეს (0:0), თუმცა იმდენი საგოლე მომენტი კარგ ფორმაში ყოფნისას რომ სჩვევიათ, ვერ შექმნეს. შესვენების შემდეგ კიკე სეტიენმა არტურის ნაცვლად მოედანზე...
ჭდე: ივან რაკიტიჩი
რაკიტიჩი მესამასეს ელოდება და საჭმელს აკეთებს
კრონავირუსის პანდემიის დროს ფეხბურთელები შინ სხედან, ცოლ-შვილთან ერთად და სახლის პირობებში ინდივიდუალურად ვარჯიშობენ. მათ რიცხვშია „ბარსელონას” ხორვატი ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი, რომელიც დარბაზის და ტრენაჟორების გარდა ინტერნეტშიც ბევრ დროს ატარებს, ხუმრობს და ფანებს ელაპარაკება. „ფაქტია, რომ ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა, მაგრამ მე ვგრძნობ, რომ ჩემი თანაგუნდელები, ვარჯიში და ახლობლები მენატრებიან. მინდა მალე დაბრუნდეს ჩვეულებრივი ცხოვრება, განვაგრძო ბრძოლა...
ინტერი ბარსას ბებრებს ჩაუსაფრდა
კატალონიური „სპორტი” წერს, რომ „ინტერის” მწვრთნელი ანტონიო კონტე „ბარსელონას” ფეხბურთელებით, არტურო ვიდალითა და ივან რაკიტიჩით არის დაინტერესებული. იტალიურ „კორიერე დელო სპორტზე” დაყრდნობით „სპორტი” გვამცნობს, რომ „ნეროაძურის” მთავარი მიზანი მაინც უფრო ვიდალია, ვიდრე რაკიტიჩი. „ჩელსის” ყოფილ თავკაცს სურს იანვარში თავისი გუნდის შემადგენლობა გააძლიეროს. შეგახსენებთ, რომ „ჩელსიმდე” კონტე „იუვენტუსსაც” ედგა სათავეში და ჩილელ ნახევარმცველს სწორედ იმ დროიდან...
სათადარიგოობა კი არ აწყობს
სულ უფრო ახლოვდება ის დღე, როდესაც ხორვატი ივან რაკიტიჩი „ბარსელონას” დაემშვიდობება. ნახევარმცველი ერნესტო ვალვერდეს გეგმებში ვეღარ ჯდება და მიმდინარე სეზონში მეორეხარისხოვანი ფიგურაა. კატალონიური „სპორტი” წერს, რომ მისი საკითხი სავარაუდოდ იანვარში მოგვარდება. „სპორტის” ინფორმაციით რაკიტიჩის თაობაზე „ბარსელონა” და „ინტერი” უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს. ესპანური და იტალიური კლუბების წარმომადგენელთა შორის გასულ კვირაში შეხვედრა გამართულა. გადაწყვეტილი ჯერ არაფერია, მაგრამ...
ბარსელონა და თასმების შეკვრა
კატალონიური გამოცემა „სპორტი” კვლავ „სევილიასთან” ლეო მესის დაშავების მომენტს უბრუნდება და ამტკიცებს, რომ გუნდი მოუმზადებელი აღმოჩნდა — „ბლაუგრანას” ფეხბურთელის შესაცვლელად მთელი 10 წუთი დასჭირდა. ივან რაკიტიჩი: „სამომავლოდ უნდა ვიცოდეთ, რომ ფეხბურთელის შეცვლა სწრაფად არის საჭირო. ჩვენ ცოცხლად მოქმედებისთვის უნდა ვიყოთ მზად. „სევილიასთან” ძალიან დიდხანს ვიყავით კაცნაკლული”. „ბარსელონას” ხორვატი ნახევარმცველი ოსმან დემბელეს მოედანზე შესვლის გაჭიანურებულ პროცესს...
რაკიტიჩს ავადმყოფობამ უშველა
ჯერჯერობით, 2018 წელს, ლა ლიგის ფეხბურთელთა შორის იმდენი წუთი მოედანზე არავის გაუტარებია, რამდენიც ბარსელონელმა ხორვატმა ივან რაკიტიჩმა გაატარა. აღსანიშნავია, რომ რაკიტიჩი მხოლოდ სათამაშო დროით არ არის გამორჩეული, ის გამორჩეულია ყოველ შეხვედრაში გარბენილი კილომეტრებითაც. სტატისტიკოსები ამბობენ, რომ ათასში ერთხელ თუ ნახავთ, 30 წლის რაკიტიჩმა თამაშში 10 კილომეტრზე ნაკლები რომ დაფაროს. ხორვატის ასეთი გამძლეობა თურმე მისი დიეტის...





