ჭდე: იანიკ სინერი

Home იანიკ სინერი
ნოლემ უარი თქვა…
ჩანაწერი

ნოლემ უარი თქვა…

ტურინში რვა საუკეთესო ჩოგბურთელს შორის წლის შემაჯამებელი ტურნირი დაიწყო. თუმცა, მოხდა ერთი ჩანაცვლება – რეიტინგში მეოთხე ადგილზე მყოფმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ტურინში თამაშზე უარი თქვა და მის ნაცვლად საქმეში ლორენცო მუზეტი დღეს ჩაერთვება. გუშინ უკვე ითამაშა ორმა წყვილმა: ჯერ კორტზე პირველი ჩოგანი, ესპანელი კარლოს ალკარასი და ავსტრალიელი დე მინაური გავიდნენ. კარლიტომ პირველი სეტი ტაი-ბრეიკზე 7:6 მოიგო,...

ალკარასი ბორგის გვერდით
ჩანაწერი

ალკარასი ბორგის გვერდით

სინერი, ალკარასი, სინერი, ალკარასი – ამ თანმიმდევრობით გაიყვეს ჩოგბურთელებმა დიდი სლემის წლევანდელი ტიტულები. წლეულს მათი მეტოქეობაც თვალსაშინო იყო: ოთხიდან სამის ფინალში ერთმანეთის წინაშე წარსდნენ. ბოლო აკორდი კარლიტოსი გამოდგა, ვინაც ამერიკის ღია პირველობაზე თასთან ერთად იტალიელს რეიტინგის პირველი ნომრობაც ჩამოართვა. 22 წლის ესპანელმა ოთხ სეტში მოიგო – 6:2; 3:6; 6:1; 6:4 და დიდი სლემის გათამაშება კარიერაში...

ამერიკაში უიმბლდონის ფინალი მეორდება
ჩანაწერი

ამერიკაში უიმბლდონის ფინალი მეორდება

ამერიკის ღია პირველობაზე კაცთა შორის უიმბლდონის ფინალი განმეორდება. ეს გასაკვირიც არ არის – წელს ესპანელი კარლოს ალკარასი და იტალიელი იანიკ სინერი ყველაფერს რიგრიგობით იგებენ. მეტიც, ავსტრალიის ფინალის გარდა, სხვა ფინალებშიც ერთმანეთს ხვდებიან. 22 წლის ესპანელმა ნახევარფინალში ლეგენდარული ნოვაკ ჯოკოვიჩი მარტივად, სამ სეტში დაამარცხა – 6:4; 7:6; 6:2. მატჩი ორ საათსა და 26 წუთს გაგრძელდა. US...

პირველის პირველი
ჩანაწერი

პირველის პირველი

„უიმბლდონის“ წლევანდელი გამარჯვებული იანიკ სინერია. იტალიელმა ჩოგბურთელმა სატიტულო ბრძოლაში ესპანელი კარლოს ალკარასი ოთხ სეტში დაამარცხა – 4:6; 6:4; 6:4; 6:4. პირველმა ჩოგანმა ლონდონის კორტებზე პირველად მოიგო. „უიმბლდონის“ ფინალის წყვილები ზუსტად ისე დალაგდა, როგორც ეს რამდენიმე კვირის წინ „როლან გაროსზე“ მოხდა. თუმცა, ის სიგჟეები, რაც მაშინ ალკარასმა აკეთა, ახლა მხოლოდ პირველ სეტში ეყო. ესპანელმა, რომელიც თავიდან...

ფრანგულის ინგლისური გამეორება
ჩანაწერი

ფრანგულის ინგლისური გამეორება

„უიმბლდონზე“ ფინალისტები ვაჟთა შორისაც გაირკვა. ბოლო ორი წლის გამარჯვებული კარლოს ალკარასი ტიტულის დაცვას რეიტინგის პირველ ნომერ იანიკ სინერთან შეეცდება. შეგახსენებთ, ამ ჩოგბურთელებმა ცოტა ხნის წინ „როლან გაროსის“ ფინალიც ითამაშეს და იქ გამარჯვებული ესპანელი დარჩა. 2008 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ერთ სეზონში „როლან გაროსისა“ და „უიმბლდონის“ ფინალებში ერთი და იგივე ჩოგბურთელები  ითამაშებენ. ნახევარფინალში...

მოსალოდნელი ნახევარფინალები
ჩანაწერი

მოსალოდნელი ნახევარფინალები

„უიმბლდონზე“ ყველა ნახევარფინალისტი ცნობილია. კარლოს ალკარასმა და ტეილორ ფრიცმა გუშინ იმარჯვეს, დღეს კი მათ იანიკ სინერი და ნოვაკ ჯოკოვიჩი შეუერთდნენ. ესეც მოსალოდნელი ნახევარფინალი იყო და ფავორიტებს ძალიან არ უწვალიათ. სინერმა ამერიკელი ბენ შელტონი 7:6; 6:4; 6:4 დაამარცხა. იტალიელს მხოლოდ პირველ სეტში გაუჭირდა, რომელიც ტაი ბრეიკზე მოიგო. შემდეგ კი, კლასში უპირატესობას ხელიდან არ უშვებდა. ნოლემ ერთი...

პირველი ტრავმამ გადაარჩინა
ჩანაწერი

პირველი ტრავმამ გადაარჩინა

„უიმბლდონზე“ მეოთხედფინალური ეტაპი დაიწყო და უნდა ითქვას, რომ მაინცდამაინც ხმაურიანი სენსაცია არ მოხდარა. ამის ერთადერთი შანსი პირველი ჩოგნის, იანიკ სინერის გავარდნა იქნებოდა, მაგრამ გრიგორი დიმიტროვთან 0:2 ჩამორჩენის შემდეგ გაუმართლა, ბულგარელმა მეტოქემ ტრავმა მიიღო და იტალიელი მეოთხედფინალში ასე გავიდა. სინერს ქვემოთ დავუბრუნდებით, მანამდე კი დღევანდელ მატჩებზე ვთქვათ: კარლოს ალკარასმა კამერონ ნორის სამ სეტში მარტივად მოუგო და...

ის, რაც ბულონის ტყეში მოხდა…
ჩანაწერი

ის, რაც ბულონის ტყეში მოხდა…

„როლან გაროსის“ ფინალი ისეთი იყო, ვერ დაწერ, ვერ მოყვები… ის უნდა ნახო… ბულონის ტყეში მდებარე „ფილიპ შატრიეს“ კორტის ტრიბუნებზე შეკრებილმა მაყურებელმა  უდიდესი სიამოვნება მიიღო. თუმცა, ალბათ არც სურდათ მატჩი დამთარებულიყო. კარლოს ალკარასმა შეუძლებელი შეძლო და ისეთი თამაში შეატრიალა, ვერავინ რომ ვერ წარმოიდგენდა და ტიტული ხუთ სეტში დაიცვა – 4:6; 6:7; 6:4; 7:6; 7:6. 22 წლის...

ერთი, ორი – ჩოგბურთელებმა საფრანგეთში გაითვალეს
ჩანაწერი

ერთი, ორი – ჩოგბურთელებმა საფრანგეთში გაითვალეს

„როლან გაროსზე“ ყველაფერი დალაგდა – ორივე ერთეულთა ფინალში ფავორიტები ითამაშებენ. კაცებში ამის უფლება იანიკ სინერმა და კარლოს ალკარასმა მიიღეს. სინერმა მძიმე ბრძოლაში ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა – 6:4; 7:5; 7:6. ყველა სეტში მაგარი ბრძოლა იყო. პირველში საქმე ერთმა ბრეიკმა გადაწყვიტა, მეორეში ჯოკოვიჩმაც მოახერხა იტალიელისთვის ჩაწოდების წართმევა, მაგრამ სინერმა ეს ორჯერ მოახერხა. მესამეში საკუთარი ჩაწოდება არც ერთს...

სინერის მეორე ავსტრალიური
ჩანაწერი

სინერის მეორე ავსტრალიური

ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებული კაცთა შორის მსოფლიოს პირველი ჩოგანი, იანიკ სინერი გახდა. იტალიელმა ფინალში გერმანელი ალექსანდრ ზვერევი სამ სეტში დაამარცხა – 6:3; 7:6; 6:3. მატჩმა 2 საათსა და 45 წუთს გასტანა. ყველაზე ხანგრძლივი მეორე სეტი გამოდგა, რომელიც სინერმა ტაი ბრეიკზე მოიგო. პირველი და მესამე კი თითქმის ერთნაირი გამოდგა – იტალიელმა თითო ბრეიკი გაახერხა და ორივე...