ჭდე: იანიკ სინერი

Home იანიკ სინერი
ავსტრალიაში ოთხეულები დარჩა
ჩანაწერი

ავსტრალიაში ოთხეულები დარჩა

ავსტრალიის ღია პირველობაზე დარჩენილი მეოთხედფინალები გაიმართა და, როგორც ვაჟთა, ისე ქალთა შორის დიდი მუზარადისთვის ბრძოლას 4-4 ჩოგბურთელი აგრძელებს. რეიტინგის პირველმა ჩოგანმა, იტალიელმა იანიკ სინერმა მასპინძელი ალექს დე მინორი მარტივად დაამარცხა – 6:3, 6:2, 6:1. სინერის მეტოქე ამერიკელი ბენ შელტონი იქნება, რომელმაც ასევე იტალიელ ლორენცო სონეგოს ოთხ სეტში, 6:4, 7:5, 4:6, 7:6 მოუგო და ავსტრალიას იტალიური...

სინერი შარშია…
ჩანაწერი

სინერი შარშია…

მსოფლიოს პირველ ჩოგანი იანიკ სინერი მარტში დოპინგზე ჩავარდა. თუმცა, ATP ეს ფაქტი გაატარა და სპორტსმენი არ დასაჯა. თუმც, იტალიელი ჩოგბურთელი ამ საქმიდან მშრალად მაინც ვერ გამოძვრება – საერთაშორისო ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) აპელაცია სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში (CAS) შეაქვს, რათა სინერი სხვებისგან არ განსხვავდებოდეს და კუთვნილი სასჯელი მიიღოს. სასჯელი კი პატარა არ იქნება და სავარაუდოდ ხანგრძლივ დისკვალიფიკაციას...

სინერმა და საბალენკამ მასპინძლებს მოუგეს
ჩანაწერი

სინერმა და საბალენკამ მასპინძლებს მოუგეს

დასრულდა ამერიკის ღია პირველობა ჩოგბურთში, რომელიც საინტერესო და სენსაციური გამოდგა. მამაკაცთა შორის სტეფანოს ციციპასი და ჰოლგერ რუნე ტურნირს პირველივე ეტაპზე გამოეთიშნენ. მთავარი სენსაციები კი მეორე წრიდან დაიწყო – კარლოს ალკარასი მოულოდნელად ნიდერლანდელ ვან დე ზანდშულპმთან დამარცხდა. ესპანელს შემდეგ წრეში ნოვაკ ჯოკოვიჩი მიჰყვა… ამ ყველაფერის შედეგად ფინალში იანიკ სინერი და ტაილორ ფრიცი გავიდნენ. სინერი ამ ეტაპზე...

სინერმა დოპინგი ექიმს დააბრალა
ჩანაწერი

სინერმა დოპინგი ექიმს დააბრალა

მსოფლიოს პირველი ჩოგანი, იტალიელი იანიკ სინერი დოპინგზე ჩავარდა. თუმცა, თუ სხვა ჩოგბურთელებს მკაცრად სჯიან, სინერს ეს ყველაფერი 400 სარეიტინგო ქულისა და 300 000 ევროს დაკარგვად დაუჯდება. სწორედ ეს ფაქტი აღელვებს დღეს მთელი საჩოგბურთო სამყაროს… სინერი დოპინგზე მარტში ჩავარდა, როდესაც ინდიან ველსის ტურნირზე დოპინგ-ტესტის ანალიზები აუღეს. ორჯერ აღმოაჩნდა აკრძალული ანდროგენული სტეროიდი კლოსტებოლი, თუმცა ამბავი ახლახან გაცხადდა....

ავსტრალია იტალიურად დამთავრდა
ჩანაწერი

ავსტრალია იტალიურად დამთავრდა

მელბურნში დასრულდა წლის პირცელი დიდი სლემის ტურნირი. ავსტრალიის ღია პირველობის  ფინალში იტალიელმა იანიკ სინერმა 3:6 3:6 6:4 6:4 6:3 სძლია რუს დანილ მედვედევს და კარიერაში პირველად მოიგო დიდი სლემის ტურნირი. საწყის ორ პარტიაში რუსი უფრო უკეთესად გამოიყურებოდა. მან პირველი სეტი 37 წუთში, ორმაგი ბრეიკით მოიგო 6:3. მეორეში მედვედევს კიდევ უფრო იოლად გამოუვიდა ყველაფერი – თავიდანვე...

სენსაციური ქალები და დამაჯერებელი კაცები
ჩანაწერი

სენსაციური ქალები და დამაჯერებელი კაცები

„უიმბლდონის“ ტურნირზე ქალთა და კაცთა შორის მეოთხედფინალების ორ-ორი მატჩი გაიმართა და თითო ნახევარფინალური წყვილი გამოვლინდა. ქალთა შორის ორივე მატჩი იმ ჩოგბურთელებმა მოიგეს, რომლებიც აუტსაიდერებად ითვლებოდნენ. პირველ ნახევარფინალისტი ჩეხი მარკეტა ვონდროუსოვა გახდა, ვინაც ამერიკელ ჯესიკა პეგულას სამ სეტში მოუგო – 6:4; 2:6; 6:4. განსაკუთრებით საინტერესო მესამე სეტი გამოდგა, სადაც პეგულა 4:1 დაწინაურდა, მაგრამ ვონდროუსოვამ დარჩენილ გეიმებშე...

უიმბლდონზე ნახევარფინალები გამოჩნდა
ჩანაწერი

უიმბლდონზე ნახევარფინალები გამოჩნდა

უიმბლდონი დასასრულისკენ მიდის. როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა შორის ორი ნახევარფინალისტი ცნობილია, ორსაც დღეს გავიგებთ. ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა უმძიმეს ბრძოლაში იტალიელი იანიკ სინერი დაამარცხა. არადა, თავდაპირველად აპენინელი იგებდა და სეტებში 2:0 დაწინაურდა. თანაც ისე, რომ, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეჩოგნეს პირველი სეტი 1:4 ჩამორჩენის მერე შემოუტრიალა. ჯოკოვიჩმა, ჰანდიკაპი აქეთ ნახეთო და სამ სეტში სინერი...

სინერის კვირა
ჩანაწერი

სინერის კვირა

იტალიელი იანიკ სინერი გახდა პირველი ჩოგბურთელი 2001 წელს და ზემოთ დაბადებულთა შორის, ვინც ATP-ს ტურნირი მოიგო. ATP-ს გამარჯვებულთა შორის სინერი ასევე ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელია ბოლო 12 წლის მანძილზე. ბოლო, ვინც ტიტული ახალგაზრდა ასაკში მოიგო იაპონელი კეი ნიშიკორი იყო, რომელმაც ეს 18 წლისამ გაახერხა. 19 წლის სინერმა კი, სოფიაში გამართული ტურნირის ფინალში კანადელ ვაშეკ პოსპიშილს 6:4,...