ჭდე: ვესტ ჰემი

Home ვესტ ჰემი
თვითიზოლაციის დამრღვევი
ჩანაწერი

თვითიზოლაციის დამრღვევი

ინგლისელმა ფეხბურთელებმა მეისონ მაუნტიმ და დეკლან რაისმა ხალხი გააბრაზეს — კორონავირუსის პანდემიის დროს მეგობრებთან ერთად საბურთაოდ და სალაღობოდ პარკში წავიდნენ. მაუნტი „ჩელსის” ფეხბურთელია და მას სავარაუდოდ კლუბი დააჯარიმებს. არის კიდეც დასასჯელი, რადგან დასავლეთ ლონდონელთა ფეხბურთელი კალუმ ჰადსონ-ოდოი COVID 19-ით არის ავად და შესაბამისად მთელ გუნდს თვითიზოლაციაში ყოფნა აქვს დავალებული. მაუნტი კიდევ 10 დღის განმავლობაში შინიდან...

ვესტ ჰემი გამოიკეტა
ჩანაწერი

ვესტ ჰემი გამოიკეტა

„ვესტ ჰემის“ ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, რომ კლუბი სრული შემადგენლობით  კარანტინშია. თვითიზოლაციის მიზეზი კორონავირუსის გავრცელებული საშიშროებაა. თანაც, კლუბის წარმომადგენლების უმეტესობას რამდენიმე დღის წინ COVID19-ით ინფიცირებულ მიკელ არტეტასთან ჰქონდა კონტაქტი – „ჩაქუჩები“ „არსენალს“ პრემიერლიგის 29-ე ტურში შეხვდნენ (0:1). პრემიერლიგის გათამაშება ინგლისის სხვა საფეხბურთო დივიზიონებთან ერთად შეწყდა და სავარაუდოდ 4 აპრილს განახლდება.

ფაბიანსკი ლივერპულს წაეხმარა
ჩანაწერი

ფაბიანსკი ლივერპულს წაეხმარა

იურგენ კლოპმა თქვა, გაგვიმართლა „ვესტ ჰემის” მეკარე ლუკაშ ფაბიანსკი უხეშად რომ შეცდა და  გოლი გვაჩუქაო. ამბავი ასე იყო: ინგლისური ფეხბურთის ლიდერი, „ლივერპული”, 1:2-ს აგებდა და „ენფილდზე” ბოლო 13 თვეში პირველი პრემიერლიგური წაგების კონტურები იხაზებოდა (თუმცა თამაშის დამთავრებამდე ჯერ 22 წუთი იყო დარჩენილი), როდესაც ფაბიანსკის მო სალაჰის დარტყმული ხელებში გაუძვრა. ფაქტობრივად დაჭერილი ბურთი (იხ. ვიდეო) რაღაც...

ლივერპულმა სასწრაფოდ უნდა წააგოს
ჩანაწერი

ლივერპულმა სასწრაფოდ უნდა წააგოს

პრემიერლიგაში ინტრიგა მოკლეს. იურგენ კლოპმა და ალბათ ისტორიაში ყველაზე დაბალასებულმა „ლივერპულმა“ ყველა მეტოქეს სკალპი ახადა და ახლა სტატისტიკასღა ებრძვის. სხვა რა დავარქვათ იმას, რაც ხდება? 16-ქულიანი ჰანდიკაპი „სიტისთან” და ერთი მატჩიც თადარიგში, 23 ტურში მოპოვებული 22 გამარჯვება და ერთადერთი ფრე… მერე? შეძლებს კლოპის გუნდი სეზონის 101 ქულით ჩამთავრებას და „სიტის“ 100-ქულიანი შედეგის გაუმჯობესებას? შეძლებს „ლივერპული“...

პელეგრინი ჩაქუჩი აღარ არის
ჩანაწერი

პელეგრინი ჩაქუჩი აღარ არის

„ლესტერთან” 1:2 დამარცხებიდან რამდენიმე საათში „ვესტ ჰემმა” მანუელ პელეგრინი მოხსნა. 66 წლის ჩილელი მწვრთნელი პრობლემების წინაშე იდგა. მის სამსახურიდან გაშვებაზე უკვე რამდენიმე კვირაა აქტიურად ლაპარაკობდნენ. ახლა „ჩაქუჩები” ცხრილში გასავარდნთა ზონას მხოლოდ ერთი ქულით აღემატებიან. „ვესტ ჰემს” ერთდროულად ორი თავმჯდომარე განაგებს. ისინი არიან დევიდ სალივანი და დევიდ გოლდი, რომელთაც გუშინ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს. სალივანმა თქვა: „ამ ნაბიჯს...

როგორ სადილობენ ლონდონში
ჩანაწერი

როგორ სადილობენ ლონდონში

„ვესტ ჰემის” ვარსკვლავმა მაიკლ ანტონიომ, შობა დღეს,  210 ათას გირვანქად ღირებული „ლამბორგინი” მავანი მოქალაქის ღობეს მიალეწა. ანტონიო არის 29 წლის, ხოლო კია როსინა, რომელმაც ის-ის იყო სადილი გააწყო და დედასთან ერთად სუფრას უნდა მიჯდომოდა, ოცის. ეს ამბავი სამხრეთ ლონდონში მოხდა, საღამოს შვიდის ნახევარზე. კომიკური კი ისაა, რომ პრემიერლიგის მოთამაშე თოვლის კაცის კოსტიუმში იყო გამოწყობილი. იმ...

ლონდონში (თბილისში) შუქი არ არის!
ჩანაწერი

ლონდონში (თბილისში) შუქი არ არის!

ო, იესპიენო, ქართველი ქომაგის ერთგულო მეგობარო. ფეხბურთის მოყვარული კაცი ბევრ რასმეს გაპატიებს, იმასაც კი, რომ როცა ნაღდი დიდი ფეხბურთი გაქვს გამოცხადებული, კრიკეტის ლაივს დაგვაჯახებ, კალიფსოს სერიას ან რაღაც ეგეთს. განა არ ვიცით? ხალხში აზიურ ვერსიას გეძახიან, ჰინდუსტანს კი ფეხბურთზე ათასჯერ მეტად უყვარს ეს გრძნეული სიკტაფელობა. ამიტომაც გპატიობთ, რადგან საფეხბურთო ამბავში მაინც ჩვენი პატრონი და მეოხი...

უვარგისები
ჩანაწერი

უვარგისები

„ოლე გუნარ სულშერი ამბობს, რომ არ ნერვიულობს. მე კი მის ადგილზე ვინერვიულებდი. ყოველ შემთხვევაში ნამდვილად ვერ ვხვდები, რატომ არ ნერვიულობს სულშერი. მას, რასაკვირველია, შეუძლია გამოვიდეს და თავისი მოთამაშეები დაიცვას, მაგრამ ფაქტია, კვირას ისინი არაფრად ვარგოდნენ. და კიდევ, „მანჩესტერ იუნაიტედის” ფანები გიჟები არ არიან — გუნდმა „ლონდონ სთედიუმზე” წარმოუდგენლად ცუდად ითამაშა და ფანებმა ეს ძალიან კარგად...

ევრა ვერა
ჩანაწერი

ევრა ვერა

პატრის ევრამ კარიერა დაასრულა. ცნობილი ფრანგი მარცხენა მცველი 38 წლისაა. ბოლოს „ვესტ ჰემში“ თამაშობდა. შარშან უკლუბოდ დარჩა და „იუვენტუსში“ აპირებდა დაბრუნებას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მერე ამბობდა, რომ რომელიმე ფრანგულ კლუბში გადავიდოდა, თუმცა… დღეს უკვე სხვა რამ გამოაცხადა: „საყვარელ საქმიანობას დავემშვიდეობე. ჩემი კარიერა დასრულდა. სწავლას გავაგრძელებ და მალე უეფას სამწვრთნელო B ლიცენზია უნდა ავიღო. თუ ყველაფერი...

ძველი კაცი
ჩანაწერი

ძველი კაცი

შაბათს, „ვესტ ჰემი“ – „ნიუკასლის“ მატჩის დაწყების წინ, ლონდონის ოლიმპიური სტადიონის აღმოსავლეთ ნაწილში, „ჩაქუჩების“ ლეგენდის, ბილი ბონდსის სტენდი გაიხსნება. ის კლუბის მესამე ფეხბურთელია, ბობი მურისა და სერ ტრევორ ბრუკინგის შემდეგ, ვისაც ასეთი პატივი ერგო. „ბონზო“ (ასეთი მეტსახელი აქვს) „ვესტ ჰემში“ 21 წელიწადს ირჯებოდა, კლუბის ისტორიაში ყველაზე მეტი – 799 მატჩი ჩაატარა და კარიერა 41 წლისამ...