სტატისტიკოსები ამბობენ, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველ შეხვედრაში, „ეინდჰოვენთან”, ლეო მესის მიერ შესრულებული ჰეთ-თრიკი შესაძლოა „რეალისთვის” კარგი ნიშანი იყოს. მოგეხსენებათ, „ბარსელონამ” ჰოლანდიელ სტუმრებს „კამპ ნოუზე” 4:0 მოუგო. სამი გოლი მესიმ შეაგდო, ერთიც — ოსმან დემბელემ. არგენტინელმა პირველი შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით გაიტანა; მეორე გაუჩერებლად — მეტად ტექნიკური დარტყმით, მესამე კი დაახლოებით 15-20 მეტრიდან. ამრიგად, „ბლაუგრანას” ლიდერი გახდა ჩემპიონთა...
ჭდე: ერნესტო ვალვერდე
ვალვერდე ლუის ენრიკეს შესახებ
„ბარსელონას” მწვრთნელს ერნესტო ვალვერდეს ესპანეთის ნაკრების თავკაცის ლუის ენრიკეს გადაწყვეტილების შეფასება სთხოვეს — ენრიკემ ნაკრებში ჟორდი ალბა არ გამოიძახა. „ლა როხას” „ერთა ლიგის” A ლიგის მე-4 ჯგუფში 8 სექტემბერს ინგლისთან, ხოლო 11-ში ხორვატიასთან უწევს დაპირისპირება. ვალვერდემ „ბლაუგრანას” თავკაცის პოსტზე თავისი წინამორბედის ქება ან კრიტიკა არ დაიწყო. მან ყურადღება იმაზე გაამახვილა, თუ რა უნდა მოიმოქმედოს ალბამ,...
რა თქვეს მწვრთნელებმა
მაღალი დონის ფეხბურთით, მსაჯის შეცდომებით და ცალკეულ ფეხბურთელებს შორის კონფლიქტებით სავსე „ელ კლასიკოს” (2:2) შემდეგ „ბარსელონასა” „რეალის” მწვრთნელებმა პრეს-კონფერენციაზე თავიანთი აზრი გამოთქვეს. „ბარსელონას” თავკაცი ერნესტო ვალვერდე: „შეხვედრის მსველობისას ბევრი საკამათო ეპიზოდი იყო და მათზე მკაფიო წარმოდგენა რომ შევიქმნა გამეორებები უნდა ვნახო. გაძევებული სერხიო რობერტოს ჯარიმაც უცნაური იყო. გამიკვირდა მარსელოს ხელი რომ დაარტყა. ამ მომენტის გამეორებაც...
ყველაფერში დამნაშავე შენა ხარ!
ერნესტო ვალვერდემ აღიარა რომ რომში „ბარსელონას” 0:3 დამარცხება მისი ბრალია. „მეტოქეს ვერაფერი დავუპირისპირეთ. ყველაფერი მის სასარგებლოდ და ჩვენ საწინააღმდეგოდ ხდებოდა. თამაში ვერ ავაწყეთ, რაშიც თავიდან ბოლომდე მე ვარ დამნაშავე. მე ვარ გუნდის ხელმძღვანელი და ყველაფერი ჩემთან იყრის თავს. მოწინააღმდეგის ზეწოლას ბურთის შორს მოგერიებით ვპასუხობდით. დაქსაქსულებმა „მეორე ბურთისთვის” ბრძოლაც წავაგეთ. როდესაც მოწინააღმდეგე გჯობია და ისე გიგებს,...
მესი და ვალვერდე ინიესტამ გააშველა?
ესპანურ „დონ ბალონზე” დაყრდნობით მსოფლიო მას-მედიაში გავრცელდა ხმა, რომ „ბარსელონას” მთავარ ვარსკვლავ ლეო მესის და მწვრთნელ ერნესტო ვალვერდეს კონფლიქტი მოუვიდათ. დაპირისპირებულებს შორის კაპიტანი ანდრეს ინიესტა ჩადგაო, წერენ ინტერნეტ პორტალები. მიზეზი: მესის სურს, რომ ვალვერდემ დენის სუარესი ხშირად ათამაშოს. „დონ ბალონი” წერს, რომ არგენტინელს არ მოსწონს, როგორი დამოკიდებულება აქვს ვალვერდეს სუარესის მიმართ. ნახევარმცველმა სეზონი კარგად დაიწყო,...
ბურთის ფლობა გამარჯვებას ნიშნავს?
სადაც “ბარსელონაა” ბურთის ფლობაზეც იქ მსჯელობენ. ტიკი-ტაკამდე ვინ ითვლიდა ასეთი მონდომებით რომელი გუნდი სათამაშო დროის რამდენი პროცენტის განმავლობაში აკონტროლებდა ბურთს. ხვალინდელი “ელ კლასიკოს” წინ “ბარსას” თავკაც ერნესტო ვალვერდეს კვლავ ამ თემაზე ჩამოუგდეს სიტყვა. ვალვერდემ ასე უპასუხა: “ბურთის ფლობა გამარჯვების გარანტიას ვერ მოგცემს. ის მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ გუნდმა საგოლე მომენტები შექმნას; საშუალებაა და მეტი არაფერი....





