ესპანეთში არსებობს „ნეგრეირას საქმე’’, მიმდინარეობს გამოძიება, რომლის ფარგლებში გამოიკითხნენ „ბარსელონას’’ ყოფილი მწვრთნელები ერნესტო ვალვერდე და ლუის ენრიკე. გამოძიებამ აღმოაჩინა 7-8 მილიონი ევრო, რომელიც კატალონიურმა კლუბმა 17 წლის განმავლობაში მსაჯთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტ ხოსე მარია ენრიკეს ნეგრეირას ჩაურიცხა. სამართალდამცველებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ ამ ფულის ნეგრეირასთვის ჩარიცხვა საეჭვოა ანუ კარგად დასაბუთებული არ არის. „ბარსელონას’’ ადვოკატებს დაცვის სტრატეგია იმაზე...
ჭდე: ერნესტო ვალვერდე
ბრაზისა და თასის გემო
დღეს „ვალენსია” და „ბილბაო”, ჯენარო გატუზო და ერნესტო ვალვერდე სამეფო თასის ნახევარფინალში გასასვლელად შეებრძოლებიან ერთმანეთს, თუმცა AS წერს, რომ ფსონი უფრო დიდია. ორივე მწვრთნელს აქვს საათნახევარი (პლუს, თუ საჭირო იქნება დამატებითი დრო და პენალტები) თავისი პროექტის სერიოზულობის დასამტკიცებლად — გატუზომ „მესტალიაზე” უნდა მოახდინოს შთაბეჭდილება, ვალვერდემ კი „სან მამესზე”. ესპანური გაზეთი მართალია. ერთი შეხედვით ამ ერთმა...
ვალვერდე: ჯობს ხალხმა არ იცოდეს როგორები ვართ ცხოვრებაში
„ბარსელონას“ ყოფილმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ტელეკომპანია ETB-ს გადაცემა El día de mañana-სთვის („ხვალინდელი დღე“) მიცემულ ინტერვიუში „კამპ ნოუზე“ გატარებული პერიოდი გაიხსენა. თავიდან ვალვერდეს ჰკითხეს, რა რეაქცია ჰქონდა, როდესაც „ბარსას“ თავკაცობა შესთავაზეს. მან უპასუხა: „მყისიერად დავთანხმდი, რადგან ეს იყო შესანიშნავი პერსპექტივა. მე შემეძლო დიდი გამოცდილება შემეძინა და ამ შესაძლებლობას ხელიდან ვერ გავუშვებდი“. გუნდიდან წასვლა? ვალვერდე: „წავედი...
16 მოგება, 4 ფრე და 5 წაგება
„ბაიერნთან” 2:8 განადგურების შემდეგ „ბარსელონამ” კიკე სეტიენი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლა — ეს ოფიციალური ინფორმაციაა. სეტიენს კატალონიური კლუბის ყოფილი ფეხბურთელი, რონალდ კუმანი შეცვლის — ეს ოფიციალური ინფორმაცია არ არის. მიზეზი: კუმანი 2018 წლიდან ჰოლანდიის ნაკრებს უდგას სათავეში და უპირველეს ყოვლისა იქ უნდა მოუძებნონ შემცვლელი. „ბარსელონა” 2007-08 წლების სეზონის შემდეგ პირველად დარჩა ტიტულის გარეშე. თანამდებობიდან მოხსნილ კიკე...
მესიმ, ბიელსა ხომ არ მოგვეყვანაო…
ლეო მესიმ „ბარსელონას” შეფებს ახალ მწვრთნელად „ლიდს იუნაიტედის” არგენტინელი თავკაცის, მარსელო ბიელსას აყვანა ურჩია. ბიელსამ, მოგეხსენებათ, „ლიდსი” 2004 წლის შემდეგ პირველად დააბრუნა პრემიერლიგაში. ამასთან, მას ინგლისურ კლუბთან კონტრაქტის ვადა ერთ კვირაში გაუდის და თუმც მაგიდაზე ახალი ხელშეკრულება უკვე უდევს, ხელი ჯერ არ მოუწერია. და აი, მესის აზრად კრიტიკის ქარ-ცეცხლში გატარებული კიკე სეტიენის ნაცვლად „კამპ ნოუზე”...
ბარსელონას დასუსტების 10 მიზეზი
კატალონიურმა „სპორტმა” ჩამოწერა ათი მიზეზი, თუ რატომ ვერ მოიგო „ბარსელონამ” ესპანეთის ჩემპიონის ტიტული. სეზონი „ბლაუგრანას” გულშემატკივრებისთვის გამაწბილებელი გამოდგა. ამის დასტური გუნდის კაპიტნის ლეო მესის ბოლო ინტერვიუა, რომელიც არგენტინელმა „ოსასუნასთან” საშიანო მარცხის შემდეგ მისცა და ბრაზი არ დამალა. კატალონიელთათვის გამაღიზიანებელი და იმავდროულად სიმბოლური გახლდათ ისიც, რომ ეს წაგება „რეალის” ჩემპიონობის დღეს დაემთხვა. ეს გახლდათ ბოლო ათწლეულის...
ბარსელონამ კიკეს დაუძახა
„ბარსელონას“ ლეგენდის, ხავი ერნანდესის შინ დაბრუნების თაობაზე ცნობა ტყუილი გამოდგა. ყოფილი ფეხბურთელი, რომელმაც კარიერა შარშან მაისში დაასრულა, ამჟამად საუდის არაბეთის „ალ სადის“ მწვრთნელია. ესპანეთის სუპერთასზე განცდილი კრახის შემდეგ, „ბარსელონას“ ბოსებმა ერნესტო ვალვერდეს კარისკენ მიუთითეს, მისი ადგილის დაკავებას სწორედ ხავის უწინასწარმეტყველებდნენ. „ალ სადის“ მფლობელი არაბი შეიხები მას საუკეთესო სურვილებით დაემშვიდობნენ კიდეც, მაგრამ ამაოდ… „ბარსელონას“ ენრიკე სეტიენი...
ანრიო?
ერნესტო ვალვედრეს მომავალი „ბარსელონაში” ტაბუდადებული თემაა. ვერავინ ბედავს იწინასწარმეტყველოს, კიდევ რამდენ ხანს დარჩება ის „ბლაუგრანას” სათავეში. ეს შედეგებსა და მის სურვილზეა დამოკიდებული. ვალვერდესა და კლუბს კონტრაქტში უწერიათ, რომ შეუძლიათ თანამშრომლობა 2021 წლის ივნისამდე გაახანგრძლივონ, ოღონდ ეს საკითხი მალე, აპრილის ბოლომდე უნდა გადაწყდეს. მანამდე კი კლუბი პირობას დებს, რომ არავის დაუკავშირდება. რასაკვირველია, არ-დაკავშირება ერთია, ვარიანტების აწონ-დაწონა კი მეორე....
ვალვერდე: ლივერპულში რომის შეგვეშინდა
კატალონიელმა ჟურნალისტებმა შობის დღეებში რატომღაც ჩემპიონთა ლიგის გასული გათამაშება და „ლივერპულთან” „ბარსელონას” შოკისმომგვრელი მარცხი (0:4) გაიხსენეს. „ბლაუგრანას” მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ, საკლუბო საიტზე თავისი კარიერის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დღეზე ასე ილაპარაკა: „სანამ „ლივერპულს” შევხვდებოდით, ჩემპიონთა ლიგაში საუცხოოდ გამოვდიოდით. თამაშის დასაწყისში „ენფილდზეც” გვქონდა გოლის გატანის რამდენიმე შანსი, მაგრამ მოწინააღმდეგემ დაგვასწრო, რის შემდეგაც ფსიქოლოგიურად გავტყდით. ჩვენ დავიწყეთ ნერვიულობა. შეგვეშინდა,...
ელ კლასიკო კატალონიელი ჟურნალისტების გადასახედიდან
კატალონიური გამოცემა „სპორტი” აანალიზებს, თუ რატომ ვერ მოუგო ოთხშაბათს, „კამ ნოუზე” გამართულ „ელ კლასიკოში”, „ბარსელონამ” „რეალს”. მეტიც, საყოველთაო აღიარებით, შეხვედრაში, რომელიც 0:0 დასრულდა, სტუმრებმა მასპინძლებზე უკეთ ითამაშეს. „სპორტი” წერს, რომ „ბლაუგრანას” გეგმა აერია. ვალვერდე არ ელოდა, ზიდანი ისკოს სასტარტო შემადგენლობაში თუ დააყენებდა, რამაც ყველაფერი შეცვალა. „ბარსელონა” დადგა ფაქტის წინაშე, რომ „რეალს” მოედნის შუაში იმაზე მეტი...









