საფრანგეთის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ვარსკვლავმა ერიკ კანტონამ The Athletic-ს ინტერვიუ მისცა. კანტონამ საზოგადოებას ახალი Ford Capri წარუდგინა, საუბარი კი თანამედროვე ფეხბურთს შეეხო. „მე ქვეყნიერებაზე დაკვირვება მიყვარს. ეს ჩემი ცხოვრების დევიზია. ვაკვირდები ადამიანებს და მერე საკუთარ სამყაროს ვქმნი”, — თქვა ლეგენდარულმა თავდამსხმელმა. კანტონას ცხოვრება საკუთარი თავის დაუსრულებელი ძიებაა. ის არის ადამიანი, რომელიც მუდამ თავისუფლებისკენ...
ჭდე: ერიკ კანტონა
კანტონა მონდიალს არ უყურებს
ერიკ კანტონამ განაცხადა, რომ წლეულს მსოფლიო ჩემპიონატის ყურებას არ აპირებს. „მანჩესტერ იუნაიტედის“ ძველი ვარსკვლავი ამბობს, რომ ფეხბურთი მხოლოდ ბიზნესად გადაიქცა და ყატარში ადამიანების უფლებები არაა დაცული… „სიმართლე გითხრათ, ყატარში ნამდვილ მსოფლიო ჩემპიონატს არ ველოდები. ბოლო პერიოდში ბევრი ოლიპიადა თუ მსოფლიო ჩემპიონატი იყო განვითარებად სახელმწიფოებში, ნაკლებად საფეხბურთო ადგილებში. ყატარი არანაირად არაა საფეხბურთო ქვეყანა. არ ვარ წინააღმდეგი...
ფრენკ ლემპარდ V
ფრენკ ლემპარდი ინგლისის პრემიერლიგის დიდების დარბაზის წევრად აირჩიეს. „ჩელსის“ ექს-ფეხბურთელს და ექს-მწვრთნელს პრემიერლიგის 609 მატჩში 177 გოლი აქვს გატანილი და 102 საგოლე გადაცემა შესრულებული. ფრენკ ლემპარდი დიდების დარბაზის მეხუთე წევრია. მანამდე ეს პატივი წილად ალან შირერს, ტიერი ანრის, ერიკ კანტონას და როი კინს ერგოთ.
რეშფორდმა კანტონას გადაასწრო
ინგლისური პრემიერლიგის 22-ე ტურში „მანჩესტერმა“ გოლების გატანით გული იჯერა და „საუთჰემპტონს“ 9:0 მოუგო. ერთბაშად ცხრა გოლი მანკუნიანელებს 26 წელიწადია არ გაეტანათ. 1995 წელს ასევე 9:0 მათ „იფსვიჩს“ მოუგეს. „წმინდანებმა“ კი ასეთივე ანგარიშით შარშანაც წააგეს – მათი ცოდვა „ლესტერმა“ დაიდო. 9:0 კი პრემიერლიგის ყველა დროის რეკორდია. ცხრა გოლიდან ერთი რეშფორდმა გაიტანა. ეს მარკუსისთვის „მანჩესტერის“ მაისურით გატანილი...
შავები პირველად მანჩესტერმა ჩაიცვა
ვინ გავიდა პირველი საფეხბურთო მოედანზე შავი ფორმით? „მანჩესტერ იუნაიტედი.“ ეს 1992 წელს, პრემიერლიგის დაარსების შემდეგ მოხდა. მანამ გუნდებს შავ ფერზე ტაბუ ჰქონდათ, რათა მაყურებელს მსაჯები და ფეხბურთელები არ არეოდათ. ეს აკრძალვა 1888 წლიდან მოქმედებდა. პრემიერლიგაში მსაჯებს უფლება მისცეს, შეერჩიათ საკუთარი უნიფორმის ფერი მეტოქე გუნდების ფორმიდან გამომდინარე. მანკუნიანელთა შავი ფორმა პოპულარობის ზენიტში ლეგენდარულმა ერიკ კანტონამ აიყვანა....
პატარა გენიოსი
1988 წელს გიო ქინქლაძე თბილისის “მრეტებში” თამაშობდა. 16 წლის ბიჭი ბუბა ტყავაძეს ფლეიმეიქერობას ეცილებოდა. თამაშს არ ვაცდენი. ლამის „დინამო“ დამავიწყეს. ამ ორის გარდაც სულ ჯიგრიანი ბიჭები ჰყავდათ… უბანში ძმაკაცებს ვეხვეწებოდი, წამოდით სტადიონზე – მესხის მერე რომ არ დაბადებულა, ისეთი ბიჭი დაბადებულა მეთქი… მერე „დინამო“… მერე „ზაარბრუკენი“… მერე „ბოკა“… მერე „სიტი“… მერე კანტონა, ის და ჟინოლა...





