ტურინში, 12 409 მაყურებლის წინაშე ნამდვილი დრამა დატრიალდა — ბელგია საფრანგეთს 2:0-ს უგებდა, შემდეგ ფრანგებმა გაათანაბრეს – 2:2, რის მერეც ბელგიელებმა 87-ე წუთზე თითქოსდა გამარჯვების გოლი გაიტანეს, მაგრამ ის ოფსაიდის მომიზეზებით VAR-მა არ ჩათვალა, 90-ე წუთზე კი ტეო ერნანდესმა სიხარული მსოფლიოს ჩემპიონებს მოუტანა. კვირას, მილანში, ერთა ლიგის ფინალში ესპანეთს საფრანგეთი შეხვდება. ბელგია და იტალია კი მესამე...
ჭდე: ერთა ლიგა
ესპანეთმა იტალიას წაუგებელი სერია შეაწყვეტინა
ბარსელონელი გავი 17 წლისაა. ის 2004 წლის 5 აგვისტოს სევილიის პროვინციაში გახლავთ დაბადებული. მისი სრული სახელია პაბლო მარტინ პაეს გავირია. და ეს ყმაწვილი, მთელი ესპანეთის გასაკვირად, ლუის ენრიკემ „სან სიროზე“, ევროპის ჩემპიონ იტალიის ნაკრებთან ათამაშა ოფიციალურ შეხვედრაში. ესპანეთის ნაკრებმა „სკუადრა აძურას“ ერთა ლიგის A დონის ფლეი-ოფში 2:1 მოუგო, ხოლო გავიმ დაღვინებული, მაღალი დონის ფეხბურთით სპეციალისტები...
პიკე: ხალხმა არც კი იცის რა არის ერთა ლიგა
„ბარსელონას” ვეტერანი მცველი ჟერარდ პიკე Movistar+ზე გადაცემა „უნივერსო ვალდანოს” ეწვია და ევროპულ ფეხბურთში ბოლოხანს დატრიალებულ ამბებზე ილაპარაკა. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ დიდი რიხით გამოცხადდა ევროპის სუპერლიგის შექმნის შესახებ, მაგრამ 48 საათში, გულშემატკივრებისა და მთავრობათა ზეწოლით, 12 დამფუძნებლიდან ათმა თავისივე დაარსებული სტრუქტურა დატოვა და გამოვიდა, რომ სუპერლიგაში მხოლოდ „ბარსელონა” და „რეალი” დარჩნენ. „ფეხბურთელის გადასახედიდან, ხანგრძლივ პერსპექტივაში...
გერმანიის განადგურება!
ეს იყო გერმანიის ნაკრების კოშმარული თამაში. ბუნდესმანშაფტმა ხელიდან გაუშვა ერთა ლიგის A დონის მეოთხე ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლისა და ფინალურ ოთხეულში თამაშის შესაძლებლობა. თუმცა, ცხელ გულზე ამას ალბათ არავინ ჩივის, რადგან იოაჰიმ ლიოვის გუნდმა სირცხვილი ჭამა — ესპანეთში 0:6 წააგო. დავიწყოთ იმით, რომ ეს გახლდათ გერმანიის ნაკრების ყველაზე დიდი წაგება ბოლო 89 წლის განმავლობაში. გერმანია...
ინგლისი ჩარჩა და უსახურია
არანაირი სისწრაფე შეტევაში, არანაირი ფანტაზია ნახევარდაცვაში და არანაირი ყურადღება დაცვაში — ეს სიტყვები ინგლისურ პრესაში ამოვიკითხეთ. ასე დაახასიათეს ჟურნალისტებმა გარეთ საუთგეიტის გუნდის თამაში ბელგიაში. ეს გახლდათ ერთა ლიგის A2 ჯგუფის შეხვედრა, რომელიც ბელგიელებმა 2:0 მოიგეს და ხუთი ტურის შემდეგ 12 ქულით ცხრილის სათავეში მოექცნენ. მათ შემდეგაა 10 ქულიანი დანია, რომელმაც ისლანდიას 2:1 აჯობა. ინგლისის გუნდი...
მსოფლიო ევროპაზე მეტია
„ესტადიო და ლუჟზე”, რომელიც ლისაბონში მდებარეობს, მსოფლიოს ჩემპიონმა საფრანგეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონ პორტუგალიის ნაკრებს ერთა ლიგის A დონის მესამე ჯგუფის შეხვედრაში 1:0 მოუგო. მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა ფეხბურთელმა, რომლისგანაც ამას ყველაზე ნაკლებად ელოდნენ — „ჩელსის” ნახევარმცველმა ნგოლო კანტემ. ეს გახლდათ კანტეს მეორე გოლი ეროვნული გუნდის შემადგენლობაში. კანტემ პორტუგალიელი მეკარის რუი პატრისიუს მოგერიებულ ბურთს დაამატა, მანამდე...
დავიწყებული შოტლანდიაც გავიდა
მადლობა ვის? უეფას და ერთა ლიგას. შოტლანდიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მიდის! შოტლანდიის ნაკრები მიდის იქ, სადაც 22 წელიწადია არ ყოფილა — მსხვილ საერთაშორისო ტურნირზე. „ტარტან არმი” ბოლოს 1998 წელს, საფრანგეთში, მსოფლიოს ჩემპიონატზე გახლდათ. ბელგრადში, სქოთების გამარჯვება პენალტებით გაირკვა. თავად თამაში 1:1 დასრულდა. ანგარიში „სელტიკის” ნახევარმცველმა რაიან კრისტიმ გახსნა, მაგრამ „რეალის” თავდამსხმელმა ლუკა იოვიჩმა გაქვითა. ორივე...
ალბანეთშიო?
დიდი შანსია ინგლისის ნაკრებმა ერთა ლიგის შეხვედრა ისლანდიის წინააღმდეგ ათასობით კილომეტრის მოშორებით, ალბანეთში ითამაშოს. ეს, კლუბებსა და ნაკრებს შორის ახალ დაპირისპირებებს გამოიწვევს. თუ ინგლისელები შემდეგ ოთხშაბათს ბალკანეთში გაემგზავრებიან, სამშობლოში ხუთშაბათს გამთენიამდე ვერ დაბრუნდებიან, შაბათს კი უკვე პრემიერლიგის თამაშებია. ეს დიდი დარტყმა იქნება ფრენკ ლემპარდისთვის, რომლის „ჩელსიც” სანაკრებო პაუზის შემდეგ ნიუკასლს მიემგზავრება, სადაც მატჩი, როგორც ინგლისელები...
ინგლისმა წააგო, ფანები ვენგერს ითხოვენ!
ინგლისელი ფანები ფეხბურთის ასოციაციას ნაკრების მწვრთნელის გარეთ საუთგეიტის გაშვებას და მის ნაცვლად არსენ ვენგერის დანიშვნას სთხოვენ. გულშემატკივარმა გუშინ, შინ, დანიასთან 0:1 წაგება ვერ აიტანა და მიაჩნია, რომ უკვე ყველაფერი გარკვეულია — საუთგეიტი შანსს აღარ იმსახურებს. ეს იყო ერთა ლიგის A2 ჯგუფის შეხვედრა. ჯგუფის მეორე მატჩში ბელგიამ ისლანდიაში 2:1 მოიგო. ამრიგად, ცხრილში 9 ქულით პირველ ადგილზე...
ოთხმა მცველმა სამი გოლი გაუშვა
ერთა ლიგის A4 ჯგუფის შეხვედრაში „ჩელსის” ფეხბურთელებმა ტიმო ვერნერმა და კაი ჰავერცმა თავიანთი წილი გოლები კი გაიტნეს, მაგრამ გერმანიას ორჯერ მოუხდა სტუმარ შვეიცარიასთან ანგარიშის გათანაბრება. თამაში 3:3 დამთავრდა. შედეგად, გერმანია ერთი ქულით ჩამორჩება ესპანეთს, რომელმაც უკრაინაში 0:1 წააგო. „ბუნდესმანშაფტი” ასეთ დასაწყისს არ ელოდა. მე-5 წუთზე მარიო გავრანოვიჩმა გაუტანა თავური, 26-ზე კი რემო ფროილერმა ორამდე გაზარდა...









