გიორგი მიქაუტაძის „აიაქსისა” და „ვაალვიკის” შეხვედრა შეწყდა, რადგან მასპინძელთა ანუ „ვაალვიკის” მეკარემ ეტიენ ვაესენმა 84-ე წუთზე („აიაქსი” 3:2-ს იგებდა) შემაძრწუნებელი ტრავმა მიიღო. ვაესენი ამსტერდამელ ბრაიან ბრობეისთან შეჯახების შემდეგ გონებადაკარგული დაეზღერთა მიწაზე. შეშფოთებულმა ფეხბურთელებმა დაუყოვნებლივ უხმეს ექიმებს. 28 წლის მეკარე გაუნძრევლად იწვა. სამედიცინო ჩარევა სასწრაფოდ რომ იყო საჭირო ვაესენის თანაგუნდელებისა და მწვრთნელის ჰენკ ფრეიზერის შეშლილი სახეებითაც...
ჭდე: ერედივიზიონი
ტენ ჰაგი აიაქსს ტრიუმფით დაემშვიდობა
ერიკ ტენ ჰაგმა „აიაქსს” ერედივიზიონის ზედიზედ მესამე ტიტული მოაგებინა და დაემშვიდობა. ამსტერდამის სახელოვანმა გუნდმა გადამწყვეტ შეხვედრაში 5:0 მოუგო „ჰეერენვენს”. „მანჩესტერ იუნაიტედის” მომავალ მწვრთნელს ამ შეხვედრაში სამი ქულა სჭირდებოდა, რათა „ეინდჰოვენისთვის” მიუწვდომელი გამხდარიყო. ახლა, ნიდერლანდების ჩემპიონატის დამთავრებამდე ერთი ტურით ადრე „აიაქსს” მდევარზე 4 ქულით მეტი აქვს და საქმე დამთავრებულია. ერედივიზიონიდან ჩემპიონთა ლიგის საგზურს პირველი ორი გუნდი...
მილანსა და ამსტერდამში კოვიდი დაავიწყდათ
„ინტერისა” და „აიაქსის” ფანებმა კოვიდრეგულაციები არად ჩააგდეს. მათ თავიანთი კლუბების ჩემპიონობა ქალაქის ქუჩებში მასობრივად იზეიმეს. თავად კლუბებმა ქომაგებს რასაკვირველია თხოვეს სოციალური დისტანციის დაცვა, მაგრამ ეს თხოვნა ყურად არავინ იღო. სერია A-ში „ატალანტამ” და „სასუოლომ” 1:1 ითამაშეს, რის შედეგადაც ანტონიო კონტეს „ინტერმა” პირველად 2009-10 წლების სეზონის ანუ მას შემდეგ, რაც კლუბს ჟოზე მოურინიუ წვრთნიდა, სკუდეტო მოიპოვა....
კორონამ ნიდერლანდი დაამარცხა
ნიდერლანდური ფეხბურთის მამებმა კორონავირუსის პანდემიისგან თავის დაზღღვევა გადაწყვიტეს და მეზობლების მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს – ისევე, როგორც ბელგიაში, სეზონი დახურულად გამოცხადაა. არადა, ერედივიზიონში გამორჩეულად კარგი სეზონი გამოდიოდა. „ალკმაარი“, რომელსაც 12 წელიწადია ტიტული არ მოუგია, მოქმედ ჩემპიონ ამსტერდამის „აიაქსთან“ პირველობას იყოფდა და გულშემატკივარს დაძაბული ფინალი ელოდა. ახლა კი, ჩემპიონად არავინ გამოცხადდება. სამაგიეროდ, ეს გადაწყვეტილება სახეიროა აუტსაიდერებისთვის –...



