სანამ ბუნდესლიგაში თამაშები განახლდება, „შპორტ ბილდმა” ორიოდ სიტყვით „დორტმუნდის” ამბებს გადაავლო თვალი. სადღეისოდ, დორტმუნდელები მეხუთე ადგილზე არიან და 2 იანვარს მეოთხეზე მყოფ „ვოლფსბურგს” ეთამაშებიან. „შპორტ ბილდი“ წერს, რომ „შავ-ყვითელთა” შეფებს ერთი მხრივ წარმატებული პროექტი აქვთ. ეს წარმატება იმაში მდგომარეობს, რომ მთელს ევროპაში შეგროვებული ნიჭიერი ყმაწვილები მათთან სახელს იმკვიდრებენ, კარგი ფეხბურთის თამაშს სწავლობენ და ხშირ შემთხვევაში...
ჭდე: ემრე ჩანი
ემრე უნდა მოგზაურობა
საზღვარგარეთ გატარებული ექვსი წლის შემდეგ 26 წლის ცენტრალური ნახევარმცველი ემრე ჩანი გერმანიაში დაბრუნდა და „დორტმუნდის” საიტისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა: „ძალიან მადლიერი ვარ ყველა იმ კლუბის, სადაც ვთამაშობდი („ლივერპული”, „იუვენტუსი”). უდიდესი გამოცდილება შევიძინე. უცხოეთში როგორც ფეხბურთელი და როგორც ადამიანი გავიზარდე, დავღვინდი. იქ საუცხოო წლები გავატარე”. შემდეგ ჩანმა უფრო დაწვრილებით დაახასიათა ქვეყნები, სადაც ბურთის გორება მოუხდა. „ინგლისში...
კი მაგრამ, სანჩო? ჩანი? ვისტელი?
„ბაიერნმა” „დორტმუნდს” სტუმრად მოუგო 1:0. ამრიგად, გერმანიის ჩემპიონის ვინაობა სავარაუდოდ გარკვეულია. მასპინძლებს რომ ეჯობნათ გუნდებს შორის სხვაობა 1 ქულა იქნებოდა, ახლა კი შვიდია და ჩემპიონატის დამთავრებამდე 6 ტური დარჩა. რაღამ უნდა დააბრკოლოს მიუნხენის გუნდი, რომელიც ყველა მეტოქეს სჯობს? ბუნდესლიგის მთავარ შეხვედრაში დორტმუნდელთა მწვრთნელმა ლუსიენ ფავრმა სასტარტო შემადგენლობაში არ ათამაშა ჯეიდონ სანჩო, რაც არა მარტო ქომაგების,...
ფეხბურთი და ანტიფეხბურთი
გემოვნების ამბავია, ვის რა მოსწონს, თუმცა „ატლეტიკო“ გოლს პირველი რომ გაიტანს, შემტევი ფეხბურთის მოყვარულთათვის, იმ თამაშისთვის აღარ შეიხედება. „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ გამართულ შემთხვევაში „ტრაგედია“ დატრიალდა და საულმა გოლის გატანა უკვე მე-4 წუთზე მოახერხა. რას ნიშნავს ეს? „ატლეტიკომ“ ის ფეხბურთი ითამაშა, რომელიც ასე კარგად გამოსდის და მათი კარისკენ მიმავალი ყველა გზა გადაკეტა. ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს, დღეს ევროპის...


