როგორც ვალენსიური plazadeportiva წერს, ლა ლიგა 2-ის გუნდების „ეიბარისა” და „ლევანტეს” თამაშს ორი ნაწილი ჰქონდა, კარგი და ცუდი. პორტალის აზრით ვალენსიურმა გუნდმა პირველი ტაიმი კარგად ჩაატარა, მეორე კი ცუდად. თუმცა მაშინაც კი, როდესაც ის აგონიაში იყო, მისმა ფეხბურთელებმა ერთი ჩინებული კომბინაცია გაითამაშეს და მეორე გოლი გაიტნეს, რასაც ქვემოთ, ვიდეოში ნახავთ. შეხვედრა 2:2 დასრულდა. „ლევანტე” ორჯერ...
ჭდე: ეიბარი
გრიზმანი: ქულები მნიშვნელოვან თამაშებში დავკარგეთ
ლა ლიგის ბოლო ტურში „ბარსელონამ” სტუმრად მოუგო „ეიბარს” და მესამე ადგილს დასჯერდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი ფრანგმა ფორვარდმა ანტუან გრიზმანმა გაიტანა და Barça TV-ს მისცა ინტერვიუ: „კვლავ ვერ შევგუებივართ იმ ფაქტს, რომ ტიტული სხვამ მოიპოვა, — თქვა მსოფლიოს ჩემპიონმა, — რამდენიმე მნიშვნელოვან მატჩში დაგვიცდა ფეხი. ახლა ცოტას დავისვენებთ და ვნახავთ, შევძლებთ თუ არა ისევ ისეთ გუნდად...
მესიმ ნებართვა აიღო
ლეო მესიმ გუშინ გუნდთან ერთად არ ივარჯიშა და დღეს „ეიბართან” ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო მატჩში არ ითამაშებს. არგენტინელმა ეს კლუბთან შეათანხმა. დღეს „ბარსა” ეიბარში თამაშობს. ამ მატჩის შედეგი კატალონიელებისთვის არაფერს იძლევა. „ბლაუგრანამ” ბოლო ხუთ შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ მოიგო და წინა ტურში ჩემპიონობის თეორიული შანსიც დაკარგა. მესის გარდა „ბარსელონამ” დღევანდელი თამაშის გამოტოვების ნება 18 წლის პედრისაც დართო....
რატომ დაარტყა ბრაიტვაითმა?
„ბარსელონამ” 2020 წლის ბოლო შეხვედრაში „ეიბართან” 1:1 ითამაშა. ამ მატჩში დანიელმა მარტინ ბრაიტვაითმა პენალტი ვერ გაიტანა, ააცილა. აღწერილი ეპიზოდის გამო კატალონიაში ბევრი იმსჯელეს. სჯა-ბაასის მთავარი მიზეზი გახლდათ ის, თუ ლეო მესის არყოფნაში რატომ დაარტყა პენალტი დანიელმა და არა ანტუან გრიზმანმა ან მირალემ პიანიჩმა. შორიდან გამოჩნდა, რომ ბრაიტვაითი მივიდა ბურთთან, აიღო, დაარტყა და ააცილა, კატალონიის რადიომ...
მესის გარეშე არაფერი გამოდის
„ბარსელონამ” ცუდად ითამაშა — შინ, „ეიბართან”, 1:1-ზე უკეთესი ვერაფერი მოახერხა. ამ შეხვედრას ლეო მესი ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს. და ვინაიდან, მეხოტბის შეფასებაზე საინტერესო ყოველთვის კრიტიკოსის აზრია, გთავაზობთ, მადრიდული „მარკას” წერილს, თუმცა, მანამდე ვთქვათ, რომ მე-8 წუთზე ბარსელონელმა თავდამსხმელმა მარტინ ბრაიტვაითმა პენალტი ვერ გაიტანა, შემდეგ იმავე ბრაიტვაითს ოფსაიდის გამო გოლი არ ჩაუთვალეს, რასაც მეორე ტაიმში მოჰყვა ეიბარელი...
მერე ფეხბურთელებს ბრალდება
„რეალმა” ეიბარში 3:1 მოიგო. მადრიდელთა უპირატესობა უეჭველი იყო. ანგარიში მე-6 წუთზე ქარიმ ბენზემამ გახსნა, მე-13 წუთზე კი ლუკა მოდრიჩმა მეორეც მიაყოლა. 28-ე წუთზე კიკემ ულამაზესი დარტყმით შეამცირა სხვაობა, 90+2 წუთზე კი ლუკას ვასკესმა სტუმრების მესამე გოლით შეხვედრას წერტილი დაუსვა. და მაინც, ამ მატჩში იყო საკამათო ეპიზოდი — უნდა დანიშნულიყო თუ არა „რეალის” კარში 82-ე წუთზე...
ზიდანმა იღრიალა!
ზინედინ ზიდანისთვის თავისი ფეხბურთელების გამოლანძღვა უცხო საქციელია, მაგრამ გუშინ, მადრიდში, სწორედ ასეთი უცნაური დღე იყო. ალფრედო დი სტეფანოს სახელობის სტადიონზე „რეალმა” „ეიბარს” 3:1 მოუგო. მასპინძლები პირველი ტაიმის შემდეგ 3:0-ს იგებდნენ, მეორეში კი თავს არ ჰგავდნენ. პრეს-კონფერენციაზე ლეგენდარული ფრანგი თავშეკავებული გახლდათ, აზრებს აკადემიურად გამოხატავდა. მან თქვა: „ყველაფერი, რაც პირველ ტაიმში მოხდა, კარგი იყო. ჩვენ 3:0-ს ვიგებდით. შემდეგ...
ზიდანი იუბილის მოლოდინშია
მადრიდის „რეალის“ თავკაცი ზინედინ ზიდანი ხვალ გუნდს მოედანზე „ეიბარის“ წინააღმდეგ გაიყვანს და ეს იქნება ზიზუს საიუბილეო, მე-200 შეხვედრა მადრიდული გუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში. ლეგენდარული ფეხბურთელი და მწვრთნელი მადიდული კლუბის მესამე თავკაცი იქნება, რომელმაც 200-მატჩიან ზღვარს მიაღწია. მთავარი მწვრთნელის რანგში რეკორდული მაჩვენებელი მიგელ მუნიოსს აქვს – 605 შეხვედრა, მეორე ადგილზე ვისენტე დელ ბოსკეა, რომელსაც „სამეფო კლუბი“...
ტერ შტეგენის სიტყვების ექო
პრაღაში, „სლავიასთან” თამაშის შემდეგ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენის მიერ გაკეთებულმა კომენტარებმა „ბარსელონაში” რეზონანსი გამოიწვია. როგორც ჩანს, ესპანეთის ჩემპიონთა შორის საკუთარი გამოსვლით სხვებიც უკმაყოფილონი დარჩნენ. მეკარის ნათქვამმა სავარაუდოდ, მწვრთნელ ერნესტო ვალვერდეზეც იმოქმედა. ბასკმა მწვრთნელმა თითქოს თავის დაცვა სცადა. მან თქვა, რომ კონკრეტული სიტუაციის გათვალისწინებით პრაღაში ასეთი საშინელიც არაფერი მომხდარა. „როდესაც თამაში მთავრდება, ნებისმიერ მონაწილეს თავისი აზრი აქვს...
პიკემ თავი გაიყვითლა
ერთი ტურიც და „ელ კლასიკოა” — 26 ოქტომბერს, „კამპ ნოუზე”. მანამდე კი, ცხრამეტში, „ბარსელონა” სტუმრად მიდის „ეიბართან”. და აი, ამ შეხვედრაში ვერ ითამაშებს ჟერარდ პიკე. კვირას, „სევილიასთან” (4:0) მან გადასულ ბურთს ფეხი მისცხო და მიგელ ანტონიო მატეუ ლაოსს სეზონში მეხუთე ყვითელი ბარათი ამოაღებინა. ამრიგად, პიკეს „რეალთან” მოედანზე ყოფნა გარანტირებული აქვს. და რა იქნება „ეიბართან”? სამუელ...







