ჭდე: ევრო 2020

Home ევრო 2020
ბეილი გაიქცა
ჩანაწერი

ბეილი გაიქცა

უელსის ნაკრების ვარსკვლავი გარეთ ბეილი ევრო 2020-ის მერვედფინალში დანიასთან 0:4 დამარცხების შემდეგ, BBC-ს მიკროფონებს ისე გაექცა, ჟურნალისტს კითხვაც არ დაამთავრებინა. კითხვა კი ასეთი იყო: იყო თუ არა ეს შეხვედრა მისთვის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში უკანასკნელი. კერძოდ, ჟურნალისტმა თქვა: „ვიცი, რომ გუშინ გკითხეს, დანიასთან მატჩი უელსის ნაკრების შემადგენლობაში თქვენთვის ბოლო იქნებოდა თუ არა. თქვენ უპასუხეთ, რომ კიდევ...

იტალია სიურპრიზია
ჩანაწერი

იტალია სიურპრიზია

ცნობილმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ, რომელიც ამ ზაფხულს „რეალს” ჩაუდგა სათავეში, იტალიურ Il Giornale-ს ინტერვიუ მისცა, სადაც მიმდინარე ევრო 2020 გაარჩია. „ესპანეთი, საფრანგეთი და გერმანია ძრავებს ახურებენ. საფრთხილო გუნდია ინგლისიც, რომლის შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის ფინალის ექვსი მონაწილე თამაშობს. იტალიას რთული ბადე ერგო. ის მეოთხედფინალში ბელგიას ან პორტუგალიას შეხვდება, განშტოების მეორე მხარეს კი უფრო მარტივად არის საქმე....

ინგლისი თურმე გერმანიას მოუგებს
ჩანაწერი

ინგლისი თურმე გერმანიას მოუგებს

„სანი” წერს, რომ სუპერკომპიუტერმა ინგლისის ნაკრებს გერმანიასთან მერვედფინალში გამარჯვება და მერე, ფინალამდე, ტრიუმფალური სვლა უწინასწარმეტყველა, მაგრამ ფინალში… იქ, ინგლისს საფრანგეთი მოუგებსო, ბრძანა ხელოვნურმა ინტელექტმა. გარეთ საუთგეიტის გუნდმა D ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. მან მოუგო ხორვატიას 1:0, ფრედ ითამაშა შოტლანდიასთან 0:0 და 1:0 მოუგო ჩეხეთს. შედეგად, ინგლისელებმა D ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და ბადის თანახმად, სიკვდილის...

გერმანელებს ინგლისში არ უშვებენ
ჩანაწერი

გერმანელებს ინგლისში არ უშვებენ

გერმანელი ფანები გაოგნებულები დარჩნენ — მათ შეიტყვეს, რომ „უემბლიზე”, ევრო 2020-ის მერვედფინალურ მატჩს ინგლისისა და მათი ქვეყნის ნაკრებ გუნდებს შორის ვერ დაესწრებიან. თამაში სამშაბათს, 29 ივნისს გაიმართება. დამნაშავე, ფორმალურად, კორონაა. იმისათვის, რომ გერმანელებს მატჩამდე ხუთდღიანი კარანტინი მოეთავებინათ, ლონდონში ოთხშაბათს, 23 ივნისს მაინც უნდა ჩასულიყვნენ ანუ, ჯგუფური ეტაპის ბოლო დღეს, როდესაც ჯერ არ იყო ცნობილი ფლეი-ოფში...

ესპანეთმა მეხუთე პენალტი ააცილა
ჩანაწერი

ესპანეთმა მეხუთე პენალტი ააცილა

მართალია, ესპანეთის ნაკრებმა სლოვაკეთის გუნდს ევრო 2020-ის E ჯგუფის ბოლო ტურის შეხვედრაში, 5:0 მოუგო და ცხრილში შვედეთის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა, მაგრამ პენალტი კვლავ ვერ გაიტანა. ახლა, „ლა როხას” ზედიზედ ხუთი თერთმეტმეტრიანი აქვს ქარისთვის გატანებული. სლოვაკებთან ალვარო მორატამ ვერ ივარგა. ანგარიში ჯერ კიდევ 0:0 იყო, როდესაც მას პენალტი „ნიუკასლის” მეკარემ მარტინ დუბრავკამ აუღო. პენალტების აცილებას...

ბოთლი ესროლეს, კაცი შეუვარდა, ლუდით გაწუწეს
ჩანაწერი

ბოთლი ესროლეს, კაცი შეუვარდა, ლუდით გაწუწეს

კრიშტიანუ რონალდუს ბუდაპეშტში, საფრანგეთის ნაკრებთან შეხვედრის დროს ჯერ ტრიბუნიდან „კოკა-კოლას” ბოთლი ესროლეს, შემდეგ კი მოედანზე მაყურებელი შევარდა და დაცვას მოუხდა მისი დაკავება. რონალდუს აგრეთვე დააყარეს პლასტიკატის ჭიქები, როდესაც მან „ლურჯებს” მეორე პენალტი გაუტანა — პორტუგალიისა და საფრანგეთის შეხვედრა დასრულდა 2:2. ორივე გუნდი მერვედფინალში გავიდა. პორტუგალიის ნაკრები კვირას, 27 ივნისს, სევილიაში ბელგიას ეთამაშება, საფრანგეთი კი ორშაბათს,...

დემბელეს ფიფა უმკურნალებს
ჩანაწერი

დემბელეს ფიფა უმკურნალებს

მოგეხსენებათ, საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა უსმან დემბელემ ტრავმა მიიღო და უკვე დატოვა დიდიე დეშამის გუნდის ბანაკი. დემბელეს მკურნალობა ოთხ თვეს გასტანს, ხარჯებს კი ფიფა გაიღებს. ფიფასვე წესებით, თუ ფეხბურთელი ტრავმას საერთაშორისო კალენდარში შემავალი ტურნირისას მიიღებს, მის კლუბს კომპენსაცია ერგება. თუ მკურნალობას 28 დღეზე მეტი სჭირდება, კომპენსაცია დღეში 21 ათასი ევროა. შესაბამისად, “ბარსელონა” დემბელეს სამკურნალოდ დაახლოებით 2,5...

უეფა ლგბტ-ს წინააღმდეგ
ჩანაწერი

უეფა ლგბტ-ს წინააღმდეგ

გერმანულ „შპორტ ბილდში” გამოქვეყნდა ჟურნალისტ პაულ რონზჰაიმერის სტატია, რომელშიც ავტორი უეფას აკრიტიკებს. მიზეზი: დღეს, გერმანიისა და უნგრეთის ნაკრებებს შორის ევრო 2020-ის შეხვედრის დროს, მიუნხენის „ალიანც არენა” ლგბტ თემის დროშის ფერებში უნდა განათებულიყო, მაგრამ უეფამ აკრძალა. რონზჰაიმერი წერს, რომ ეს არის ფარისევლობა, რადგან უეფა ნებას რთავს „ყატარ ეარვეიზსა” და „გაზპრომს” გააჩახჩახონ სტადიონზე თავიანთი რეკლამები, ლგბტ თემს...

უემბლიზე ტოფიკ ბახრამოვის აჩრდილმა ჩამოიარა
ჩანაწერი

უემბლიზე ტოფიკ ბახრამოვის აჩრდილმა ჩამოიარა

ჩეხეთის ნაკრებთან 1:0 გამარჯვების შემდეგ, ინგლისური პრესა საგონებელშია — მერვედფინალში გერმანიას, საფრანგეთს, პორტუგალიას ან უნგრეთს შევხვდებითო. ინგლისი D ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა. მეორე ადგილი მოიპოვა ხორვატიამ, მესამე ჩეხეთმა, შოტლანდია კი ბოლოზე დარჩა. D ჯგუფში პრიველ ადგილზე გასვლა იმას ნიშნავს, რომ ფლეი-ოფის ეტაპზე ინგლისელებს F ჯგუფში მეორე ადგილზე გასულთან მოუწევს თამაში. აქ ორი პლუსია, ერთი რეალური,...

ქალი კონკრეტული დავალებით
ჩანაწერი

ქალი კონკრეტული დავალებით

ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში, ფინეთსა და ბელგიას შორის (0:2), რომელიც სანკტ-პეტერბურგში ტარდებოდა, მინდორზე ნახევრადშიშველი გოგონა გადმოხტა და გაინავარდა. ცხადია, ის დაცვის თანამშრომლებმა „შეიპყრეს.“ თითქოს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, ნახევრადშიშველი კი არა, მთლად შიშვლებიც რამდენჯერ გვინახავს გაკუნტრუშებული მწვანე მინდორზე, ამჯერად კი გოგონა კონკრეტული დავალებით გაგოგმანდა მწვანიანზე –  მას მაისურზე WTF Coin ეწერა, რაც მონეტარულ...