ჭდე: ევროლიგა

Home ევროლიგა
ყველაფერში დამნაშავე არის ბურთი!
ჩანაწერი

ყველაფერში დამნაშავე არის ბურთი!

ბრიუგეში, ევროლიგის შეხვედრაში, „მანჩესტერ იუნაიტედს” თამაშის გადარჩენა მოუხდა — მე-15 წუთზე ჩამორჩა, 36-ზე კი გაქვითა. სტუმრების კარში გოლი 32 წლის არგენტინელი მეკარის სერხიო რომეროს შეცდომის გამო გავიდა (იხ. ვიდეო), მაგრამ მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა ყველაფერი ბურთს გადააბრალა. „იუნაიტედის” გოლკიპერი საჯარიმოდან წინ გამოვიდა, ამ დროს „ბრიუგეს” მეკარემ სიმონ მინოლემ ბურთი თავისი საჯარომოდან მეტოქის ნახევარზე ჩააგდო, სადაც...

შენგელიას რუსული იანვარი
ჩანაწერი

შენგელიას რუსული იანვარი

შანსი ისევ არსებობს, არითმეტიკულად თუ გამოვთვლით თეორიულზე მეტია ალბათობა იმისა, რომ „ბასკონიამ“ წინა სეზონის შედეგი გაიმეოროს და ევროლიგის პლეი ოფში გავიდეს. სპორტში, მით უფრო კალათბურთში, სასწაულები არაერთხელ გვინახავს, მაგრამ მაინც გვეეჭვება ესპანურმა გუნდმა საუკეთესო რვაში ადგილის მოპოვება მოახერხოს. „ბასკონია“ ხომ უკვე რახანია ქართველთათვის ერთგვარად „მშობლიურ“ გუნდად იქცა და საერთაშორისო არენაზე ვიტორიელთა მოგება-წაგებაც ქართველი გულშემატკივრებისთვის სულერთი...

შენგელია რუსებს დაერია
ჩანაწერი

შენგელია რუსებს დაერია

5-5 მოგება-წაგება. ასეთია ევროლიგის რეგულარული გათამაშების 10 ტურის შემდეგ ესპანური „ბასკონიას“ მონაგარი, რომლის ლიდერიც 28 წლის თორნიკე შენგელიაა. გამარჯვებებსა და მარცხებს შორის თანაფარდობა კი ვიტორიულმა კლუბმა 3 დღიან ინტერვალში მიჯრით ორი რუსული გუნდის ძლევით აღადგინა. ისევე როგორც რუსების საამაყო გუნდის, მოსკოვის ცეესკას გადავლის შემთხვევაში, ამჯერადაც პარკეტზე ორივე გუნდის რიგებში გამორჩეული ქართველი კალათბურთელი გახლდათ. სანქტ-პეტერბურგის „ზენიტს“...

კარში არ დაურტყამთ, პენალტი არ მისცეს
ჩანაწერი

კარში არ დაურტყამთ, პენალტი არ მისცეს

ევროპა ლიგის შეხვედრაში, სტუმრად, „ალკმაარის” წინააღმდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედმა” კარში ერთხელაც ვერ დაარტყა. თამაში დამთავრდა ფრედ, 0:0. მანჩესტერელებმა ინგლისურ პრესაში დიდი კრიტიკა მოიმკეს. ბრიტანელი ჟურნალისტები წერენ, რომ გუნდის კრიზისი გრძელდება, მაგრამ ოლე გუნარ სულშერმა თავისი ფეხბურთელები პრეს-კონფერენციაზე მაინც დაინდო. აუგი არავისზე უთქვამს. „ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ სტუმრად, მოედნის რთულ საფარზე, რთულ მეტოქესთან ქულა მოვიპოვეთ, —...

ჩანაწერი

ზეიმს ვიწყებთ ბაქოდან

„ჩელსის” ფეხბურთელებმა ევროლიგის ფინალში „არსენალს” 4:1 მოუგეს და დიდი ტაშ-ფანდური მოაწყვეს. ზეიმი გასახდელიდან დაიწყო და ავტობუსში გაგრძელდა. ბრაზილიური წარმოშობის იტალიელმა ნახევარმცველმა ჟორჟინიომ თავის ინსტაგრამზე ატვირთა ავტობუსის კადრები. როგორც ჩანს პარადი ოლივიე ჟირუს მიჰყავდა. უკანა სკამზე თასიც იმას ეჭირა და ბევრსაც გიჟმაჟობდა. ერთ ეპიზოდში ისმის როგორ ხუმრობს ჟირუ თავის ყოფილ კლუბზე, სადაც ექვსი წელი (2012-2018) გაატარა. „მადლობა,...

ჩანაწერი

სომეხი არ ხარ, ქალო?

„არსენალის” ფანებმა სომხური წარმოშობის ამერიკელ სელებრითის კიმ კარდაშიანს შეუტიეს. ააფეთქეს სოციალური მედია. მიზეზი: მათი გუნდის ვარსკვლავი ჰენრიკ მხითარიანი ევროლიგის ფინალში სათამაშოდ ვერ მიდის, რადგან თამაში ბაქოშია, კარდაშიანი კი ამ ამბავს არ ეხმაურება და თანამემამულეს არ იცავს. „მეთოფეთა” გულშემატკივრების აზრით კარდაშიანს, რომელსაც სოციალურ ქსელებში აურაცხელი მიმდევარი ჰყავს, შეეძლო კამპანია წამოეწყო და მთელი მსოფლიო აეყოლიებინა. მართალი გითხრათ,...

ჩანაწერი

ინგლისმა ისტორია დაწერა

ინგლისი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ევროპის ორი მთავარი საკლუბო შეჯიბრების, ჩემპიონთა ლიგისა და ევროლიგის ფინალში ოთხი გუნდი გაიყვანა. სხვა სიტყვებით, მადრიდშიც და ბაქოშიც ინგლისური ფინალი გაიმართება. ეს მას მერე გაირკვა, რაც ხუთშაბათს, ევროლიგის ნახევარფინალებში, „არსენალმა” და „ჩელსიმ” იყოჩაღეს. „ჩელსის” ფრანკფურტის „აინტრახტის” დასაძლევად მატჩისშემდგომი პენალტების სერია დასჭირდა (ორივე შეხვედრის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა), ხოლო „არსენალმა” „ვალენსიას”...

ვაჰ, ეს უჯიგრო იოზილი!
ჩანაწერი

ვაჰ, ეს უჯიგრო იოზილი!

ევროლიგაზე „არსენალს” „რენთან” 1:3 ჰქონდა წაგებული, მაგრამ საპასუხო შეხვედრაში 3:0 მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა. ამ შეხვედრაში საინტერესო რამ მოხდა „მეთოფეთა” მეორე გოლის დროს, როდესაც ეინსლი მეიტლანდ-ნაილსმა პიერ-ემერიკ ობამეიანგის ჩაწოდებული ბურთი ფრანგული გუნდის კარში შეაგდო. გაგიკვირდებათ და ეპიზოდის მთავარი გმირი გახდა ცნობილი მესუთ იოზილი. ასე მოხდა: ობამეიანგი მარცხენა ფრთიდან შევიდა „რენის” საჯარიმოში და ბურთი კარის გადასწვრივ...

ხულიგანი პოლიციელები
ჩანაწერი

ხულიგანი პოლიციელები

ესპანური პოლიციისა და ბრიტანელ ფანთა ბრძოლები გრძელდება. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ესპანეთში ბრიტანელებს პოლიცია სცემს. ეს ამბავი ამჯერად ვალენსიაში მოხდა, სადაც „სელტიკის” გულშემატკივრები არიან ჩასულები. როგორც ინგლისური მედია წერს, მათ ხელკეტებითაც გაუმასპინძლდნენ და არც რეზინის ტყვიები დააკლეს. „ვალენსია” და „სელტიკი” დღეს, საქართველოს დროით საღამოს 9 საათზე ევროლიგის მეთექვსმეტედფინალურ შეხვედრაში ხვდებიან ერთმანეთს. სმარტფონების ეპოქაში შეტაკებების ამსახველი ფოტოები...

და მას არ უნდა სხვა ნეტარება
ჩანაწერი

და მას არ უნდა სხვა ნეტარება

მესუთ იოზილი და უნაი ემერი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. პოზიციის შეცვლა არც ერთს არ უნდა. „არსენალის” თავკაცმა ემერიმ განაცხადა, რომ თურქული წარმოშობის გერმანელი ვეტერანი აღარ სჭირდება და ის „ემირეიტ სთედიუმიდან” უნდა წავიდეს, 30 წლის იოზილს კი ლონდონში აწყობილი ცხოვრება აქვს და კლუბიდან ფეხის მოცვლას არ აპირებს. ნახევარმცველი ამბობს, რომ მზად არის შემდეგი ორი წლის განმავლობაში „არსენალისთვის” თავი...