ხუთშაბათ საღამოს „ნაპოლისა და „ციურიხის” ფანებმა მათი გუნდების ევროლიგის შეხვედრის წინ ქუჩაში იჩხუბეს. იტალიელი ჟურნალისტი კარლო ალვინო წერს, რომ ნეაპოლელები მასპინძელმა ფანებმა სტადიონ „ლეტციგრუნდამდე” დაახლოებით კილომეტრნახევრით ადრე ალყაში მოაქციეს. ალვინო შვეიცარიელი ხულიგნების თავდასხმას ლაჩრულს უწოდებს. მან სოციალურ მედიაში დაწერა: „ისინი იტალიურნომრიან მანქანებს გარს შემოერტყნენ და რბევა დაუწყეს. ეს ყველაფერი სტადიონიდან საკმაოდ შორს ხდებოდა” ალვინოს თქმით...
ჭდე: ევროლიგა
ჩემპიონთა ლიგა შაბათ-კვირასო?
ბევრჯერ უთქვამთ, რომ ჩემპიონთა ლიგა სრულყოფილებასთან ახლოს მყოფი შეჯიბრებაა, მაგრამ ვინაიდან ამქვეყნად სრულყოფილება არ არსებობს, უეფა და ევროპის კლუბთა ასოციაცია მისი გადასხვაფერების ვარიანტებზე ფიქრობენ. ამ ეტაპზე გეგმაშია 2021 წლიდან ლიგის თამაშების შაბათ-კვირას ჩატარება. ზემოთ ნახსენებ ორ ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ეს შეჯიბრებას გააძლიერებს როგორც სპორტული, ასევე კომერციული კუთხით. თავისთავად იდეა ახალი არ გახლავთ. მას უკვე წლებია...
ველბეკის საშინელი ტრავმა
„არსენალის” ვარსკვლავი დენი ველბეკი კოჭის საშინელი ტრავმის შემდეგ საავადმყოფოში გააქანეს. თავდამსხმელი, რომელიც მოედნიდან საკაცით და ჟანგბადის ბალონის მიშველებით გაყივანეს, პირველი ტაიმის შუაში თავურის დასარტყმელად ახტა, მაგრამ საოცრად უიღბლოდ დაეშვა. ველბეკი, რომელსაც სავარაუდოდ ძვალი გაუტყდა, პიერ-ემერიკ ობემაიანგმა შეცვალა. „არსენალის” მოთამაშეები, განსაკუთრებით კი მატეო გენდუზი ინციდენტის გამო შეძრწუნებულები ჩანდნენ. როდესაც ველბეკი მოედნიდან გაჰყავდათ, „ემირეიტ სთედიუმი” ფეხზე წამოდგა...
ევროლიგის საუკეთესო. შორთ-ლისტი
ევროლიგის 2017-18 წლების საუკეთესო მოთამაშე სამიდან ერთი ერთი გახდება: დიეგო გოდინი, ანტუან გრიზმანი ან დიმიტრი პაიე. ასეთი გახლავთ უეფას მიერ გასაჯაროებული შორთ-ლისტი. ფინალში, როდესაც „ატლეტიკომ” ევროლიგის თასი მოიპივა, ანტუან გრიზმანი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მან „მარსელის” კარში სამიდან ორი გოლი გაიტანა. მისი თანაგუნდელი დიეგო გოდინი კი მადრიდელთა დაცვის ლიდერი იყო; დაცვისა, რომელმაც შეჯიბრებაში სულ 4...
არბიტრს ჩაის მომტანი ქალიც კი ჩაუსაფრდაო
ევროლიგაში პირეუსის „ოლიმპიაკოსმა” „ბარნლის” 3:1 მოუგო, თამაშის წინ კი ადგილობრივმა გულშემატკივარმა ინგლისელი ფანი დაჭრა. ინგლისელს ფეხზე ნაკერები დაადეს. როგორც ბრიტანული პრესა წერს ათენში კიდევ სამი სტუმარი გულშემატკივარი გაქურდეს. მასპინძლებს არც ინგლისელები ჩამორჩნენ. ოცდასამი მათგანი ქალაქის პოლიციაში მოხვდა. მიზეზს დიდი მიხვედრა არ უნდა — მთვრალი დებოში. ჩამოთვლილი ინციდენტების ამბავი „ბარნლიმ” თავის საიტზე დაწერა. როგორც ირკვევა პრემიერლიგის კლუბმა,...
თანამსაჯს თავი გაუტეხეს
ავსტრიის ქალაქ გრაცში, ევროლიგის შეხვედრაში, რომელიც ადგილობრივმა „შტურმმა” კვიპროსულ ლარნაკას აეკ-თან 0:2 წააგო, თანამსაჯს ტრიბუნიდან თავში საგანი გაარტყეს. შეხვედრა ცხადია შეწყდა. შვედ ლაინსმენს ფრედრიკ კლივერს თავიდან ადგილზე უმკურნალეს. მოგვიანებით „შტურმმა” გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ მათი კლუბისთვის ფეხბურთი ზეიმია, ხოლო გულშემატკივართა ასეთი ქცევა მიუღებელი. შვედურ მას-მედიასთან საუბარში გაცილებით მკაცრად ილაპარაკა ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარემ სტეფან...
ჩხუბი გლაზგოს ქუჩებში (ვიდეო)
გლაზგოში, „რეინჯერსისა” და „ოსიეკის” შეხვედრის წინ „იბროქს პარკის” მისადგომებთან დიდი ჩხუბი ატყდა, რომლის შედეგადაც ორი ადამიანი დაიჭრა. ეს ევროლიგის მატჩის დაწყებამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე მოხდა. შეხვედრა დასრულდა 1:1. ახლომახლო ქუჩებზე განლაგებულმა ვიდეოკამერებმა ჩხუბის შემაშფოთებელი სცენები დააფიქსირეს. თვითმხილველნი ამბობდნენ, რომ პოლიციამ ვითარების გასაკონტროლებლად ვერტმფრენიც კი გამოიყენა. რამდენიმე ადგილას წესრიგის მცველებმა მინივენებით გზა გადაკეტეს. მუშაობდა სასწრაფო...






