„მანჩესტერ იუნაიტედის”, უფრო სწორად კი ჟოზე მოურინიუს ამბავი უკვე სერიალის სახეს იღებს. კვლავ გრძელდება მითქმა-მოთქმა, რომ მის ნაცვლად კლუბის ხელმძღვანელობა ზინედინ ზიდანის მიყვანას აპირებს, პორტუგალიელი კი შეფებთან იანვრის სატრასფერო ფულზე აპირებს ლაპარაკს. მოკლედ, ასეა: ხუთშაბათს „მანჩესტერ იუნაიტედის” ოფისში დირექტორატის შეხვედრაა დანიშნული, მანამდე კი მოურინიუ აღმასრულებელ ვიცე-თავმჯდომარეს ედ ვუდვორდს უნდა შეხვდეს. ამბობენ, შეხვედრა სადმე ლონდონში გაიმართებაო....
ჭდე: ედ ვუდვორდი
მანჩესტერ იუნაიტედის ფანები იქით კვირას ააფრენენ
„მანჩესტერ იუნაიტედის” ფანებმა პატარა თვითმფრინავი დაიქირავეს, რომელსაც ბანერს ჩამოჰკიდებენ. ბანერზე ეწერება: ED OUT — LUHG! ჯერ განვმარტოთ ეს რას ნიშნავს. ED OUT სხვა არაფერია თუ არა „წავიდეს ედი”, ხოლო ედი კლუბის ვიცე-თავმჯდომარე და აღმასრულებელი შეფი ედ ვუდვორდი გახლავთ. სწორედ ის კაცია, ჟოზე მოურინიუს ამ ზაფხულს მცველი რომ არ უყიდა. რაც შეეხება LUHG-ს ეს არის: Love United Hate Glazer ანუ...
ნევილი იუნაიტედის ბოსს უტევს
გარი ნევილმა „მანჩესტერ იუნაიტედის” ვიცე-თავმჯდომარეს, აღმასრულებელ შეფს ედ ვუდვორდს ბრალი ჟოზე მოურინიუსთვის ძირის თხრაში დასდო. ნევილი გააღიზიანა ვუდვორდის სეზონისწინა პრესკონფერენციამ, სადაც მან ჟურნალისტებს განუმარტა, თუ რატომ არ იყიდეს „წითელმა ეშმაკებმა” მცველი, რომელიც პორტუგალიელ მწვრთნელს ასე სჭირდებოდა. ნევილმა თქვა: „ვუდვორდმა ახსნა, რატომ არ იყიდა „მანჩესტერ იუნაიტედმა” ჟოზესთვის სასურველი მცველები. მან თქვა ფრაზა, „ამიტომაც არ დავუჭირეთ მოურინიუს...


