რომაული გაზეთი „კორიერე დელო სპორტი” ტრადიციულად მატჩის საუკეთესო მოთამაშეს და იმედგაცრუებას ასახელებს. ცხადია, გამოცემამ „ინტერისა” და „ნაპოლის” შეხვედრაც შეაფასა. „ინტერმა” ედინ ჯეკოს გოლით 1:0 მოიგო და „ნაპოლისთან” სხვაობა 8 ქულამდე შეამცირა. გაზეთი წერს, რომ 2023 წლის პირველი შეხვედრა „აძურისთვის” იმ ვარსკვლავური შემადგენლობის კვალობაზე, რომელიც მოედანზე ჰყავდა, მოსაწყენი გამოვიდა. „კორიერე დელო სპორტის” აზრით მატჩის გმირი იყო...
ჭდე: ედინ ჯეკო
საქართველო: რაც ჭირს და რაც ჭრის
ბოსნია-საქართველო 0:1… ზედიზედ მეოთხე მოგება და აქედან სამი გოლის გაუშვებლად. მოგება საშუალო ევროპული კლასის ნაკრებთან, რომელსაც ჰყავდა ედინ ჯეკო. ფურცელზე ეს მშვენიერია, აისახება რეიტინგში, კარგია ფსიქოლოგიურად და თავდაჯერებას შემატებს ფეხბურთელებს. ტაქტიკურად რაც მოგვეწონა, სინქრონი იყო ნახევარდაცვასა და შეტევას შორის. 4-3-3-დან 4-2-3-1, წინ ბუდუ ზივზივაძით, რომელსაც ბოლო დროს კარგი პერიოდი აქვს და ვილი სანიოლი ენდო. წინა...
ედინ ჯეკო: დღეს ფეხბურთს ყველა თამაშობს
საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში სტუმრად მოუგო ბოსნია-ჰერცეგოვინის ეროვნულ გუნდს — 1:0. შეხვედრის ერთადერთი გოლი 49-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა. მატჩის შემდეგ მასპინძელთა კაპიტანმა და ყველაზე სახელოვანმა ფეხბურთელმა, 36 წლის თავდამსხმელმა ედინ ჯეკომ, რომელიც „ინტერში“ თამაშობს ბოსნიურ პრესას ასე უთხრა: „არც კი ვიცი რა ვთქვა. ვფიქრობ, მეტოქემ ჩვენს კართან ერთადერთი რეალური მომენტი შექმნა და გოლი გაგვიტანა....
ჯეკოს მძიმე ტვირთი
მილანის “ინტერმა” 35 წლის ბოსნიელი ფორვარდი ედინ ჯეკო დაიმატა. ჯეკოს “რომასთან” კონტრაქტი დაუმთავრდა და ახალ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით მივიდა. ამის მიუხედავად, “ინტერს” 1,5 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს რომაელთათვის, თუკი ჯეკოს დახმარებით ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს. ბოსნიელს მეტისმეტად დიდი ტვირთი აჰკიდეს. რომელო ლუკაკუსა და ლაუტარო მარტინესის წასვლის შემდეგ “ინტერის” შეტევა მეტისმეტად უკბილო ჩანს. ჯეკოს საგოლე...
ჯეკო და ოლდ ტრაფორდი
საინტერესო ფაქტი დააფიქსირა „რომას“ თავდამსხმელმა ედინ ჯეკომ. ბოსნიელმა ფეხბურთელმა „მანჩესტერს“ „ოლდ ტრაფორდზე“ სამ ათწლეულში, სამ სხვადასხვა ტურნირზე, სამი სხვადასხვა ქვეყნის, სამი გუნდის მაისურით გაუტანა გოლი. ჯეკომ 2006 წელს „ვოლფსბურგში“ თამაშისას მანჩესტერელებს ჩემპიონთა ლიგის მატჩისას გაუტანა, შემდეგ უკვე „მანჩესტერ სიტიში“ ბურთაობისას 2011 წელს მოახერხა იგივე და აგერ, ახლა ევროპის ლიგის მატჩისას „რომას“ მაისურით. აღსანიშნავია, რომ „ვოლფსბურგის“...
აგუერო იტალიაში მიდის
მართალია, ამ სეზონში ტრავმებმა გატანჯა და მოედანზე იშვიათად გადიოდა, მაგრამ 32 წლის სერხიო აგუეროს ჩამოწერა მაინც ძალიან ადრეა. როგორც კი „სიტიმ“ გამოაცხადა, რომ მასთან კონტრაქტის გაგრძელებას აღარ აპირებს, ევროპის რამდენიმე ბობოლა კლუბი დაფაცურდა: „ინტერი“, „იუვენტუსი“ და „ბარსელონა“. შეგახსენებთ, სერხიო რა კაცია. სერხიო ის კაცია, გოლებს რომ თლის და გუნდი ჩემპიონობამდე მიჰყავს. კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირს...
ჯერ გასინჯეთ, მერე განსაჯეთ!
ტურინის „იუვენტუსი“ კვლავაც დაინტერესებულია ალვარო მორატას დამატებით. „ბიანკონერის“ ხელმძღვანელობას სურს, 27 წლის ფორვარდი 10 მილიონ ევროდ იჯარით აიყვანოს და 45 მილიონად გამოსყიდვის ექსკლუზიური უფლებაც დაიტოვოს. „ატლეტიკო“ ისეც მზად იყო წინადადების განსახილველად. მას შემდეგ, რაც „ბარსელონა“ ლუის სუარესის უფასოდ გაშვებას დათანხმდა, „ატლეტიკო“ სუარესს აიყვანს და მორატას შეელევა. მორატას იჯარის ვადაც სიმბოლური ამბავია. ტურინში მას მშვენივრად იცნობენ...






