ჭდე: გურამ პაპიძე

Home გურამ პაპიძე
ლელოები და სიმბოლური
ჩანაწერი

ლელოები და სიმბოლური

ევროპული ქვეყნების სარაგბო ჩემპიონატები დასასრულს უახლოვდება. უფრო ზუსტად რომ ითქვას, ბოლოსკენ ამ ტურნირების რეგულარული პირველობები მიდიან, თორემ მერე პლეი-ოფისა და მთავარი ამბების დრო დადგება. ჰოდა, გასულ უქმეებზე საფრანგეთის ორ ელიტურ ლიგაში, ასევე ინგლისისა და იუნაიტედ რაგბი ჩემპიონშიპში ერთბაშად 29 ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა და ორმა მათგანმა ლელო მიითვალა. ტოპ 14 „პომ“ საკუთარ მოედანზე „კლერმონი“ 23:18 დაამარცხა...

ცუცქირიძე ლელოთი დაბრუნდა
ჩანაწერი

ცუცქირიძე ლელოთი დაბრუნდა

გასულ სარაგბო უქმეებზე ევროპაში მხოლოდ საკლუბო ტურნირები გაიმართა და ცხადია, ქართველებმა როგორც ჩემპიონთა თასზე ითამაშეს, ისე ჩელენჯ კაპზეც. მთავარ ევროთასზე 5 ჩვენებური გამოჩნდა, რანგით მეორე ტურნირში – 7. ამ უკანასკნელთაგან ერთ-ერთმა კი სულაც ლელო გაიტანა. ბორჯღალოსანმა გიორგი ცუცქირიძემ მორიგი ტრავმა მოიშუშა, „სტად ფრანსეს“ სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა, შეუცვლელად ითამაშა და 53-ე წუთზე მოლიდან გამოტანილი ბურთი „ბენეტონის“...

გოგიჩამ ტოპ 14 საახალწლოდ დაასველა
ჩანაწერი

გოგიჩამ ტოპ 14 საახალწლოდ დაასველა

მიმდინარეობდა „კასტრისა“ და „რასინგ-92“-ის შეხვედრის 44-ე წუთი, როცა მასპინძელთა ჩათვლის მოედნიდან 10 მეტრში დაინიშნა დერეფანი. პარიზელებმა ეშმაკურად მოაწოდეს: ბურთმა მხტომელთა ხელებს ზემოდან გადაუფრინა, ხოლო დერეფნის ბოლოში მას ჩასაფრებული გურამ გოგიჩაშვილი ელოდა. ქართველი ბურჯი მიზნისკენ მკვირცხლად დაიძრა, რამდენიმე კასტრელმა მისი შეყოვნება შეძლო, მაგრამ გურამს მისი პარტნიორი, აფრიკელი ვეტერანი ტრევორ ნიაკანე დროულად შემოეშველა, „გოგიჩამ“ კი ამ ბიძგის...

ურუგვაი გავიარეთ, ველით სამოას!
ჩანაწერი

ურუგვაი გავიარეთ, ველით სამოას!

საქართველოს ბორჯღალოსნებმა შემოდგომის სანაკრებო სეზონი ურუგვაის კარგ ნაკრებთან საშინაო მატჩით დაიწყეს და დამაჯერებელ გამარჯვებასაც მიაღწიეს. მოულოდნელად ვერშევსებულმა „დინამო არენამ“ გაიხარა, მაყურებელი კარგი სეირის მოწმე გახდა და სარაგბო  დღესასწაულიც შედგა. ზოგადად, ქვეყნის უდიდესი სტადიონი საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მატჩებზე მაქსიმალურად ივსება ხოლმე და ძირითადად ეს გაზაფხულზე ხდება, როცა ბორჯღალოსნები „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის დასკვნით საშინაო მატჩს მართავენ. მეტოქეც,...

Vive le France!
ჩანაწერი

Vive le France!

საფრანგეთს გაუმარჯოს! ევროპული რაგბი ფრანგული ჰეგემონიის ეპოქას განიცდის. ადრეულ გაზაფხულზე ამ ქვეყნის ეროვნულმა ნაკრებმა „ექვსი ერი“ მოიგო, პარასკევს მარსელის „ველოდრომზე“ ჩელენჯ კაპის ფრანგული ფინალი შედგა, რომელიც „ლიონმა“ მოიგო, შაბათს კი, იგივე არენაზე ფანგულმა „ლა როშელმა“ ირლანდიურ „ლენსტერს“ სძლია და თავისი სახელი ჩემპიონთა თასის მფლობელთა გრძელ სიაში პირველად ჩაწერა. „ლენსტერი“ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი სარაგბო კლუბია...

დათო-შოუ ლიონში
ჩანაწერი

დათო-შოუ ლიონში

ქართველმა ლეგიონერებმა სარაგბო ევროთასების მეოთხედფინალური სტადია ძალზე ნაყოფიერად ჩაატარეს და ეს უმთავრესად ქართული და აწ უკვე ევროპული რაგბის ამომავალ ვარსკვლავს, 19 წლის დავით ნინიაშვილს ეხება. 15-ნომრიანი ღვინისფერი კვართის მფლობელი ჭაბუკი თავის „ლიონში“ განსხვავებულ პოზიციაზე თამაშობს – 11 ნომრად, ანუ გარემარბად. ჰოდა, კლუბის მწვრთნელი, ცნობილი ფრანგი სპეციალისტი პიერ მინიონი აბსოლუტურად კმაყოფილია თავისი მიგნებით, რადგან ჯერაც ნორჩმა...