საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის წამყვან ლიგებში მორიგი ტური შედგა და ქართველმა ლეგიონერებმა თითო ლელო და ჯარიმა ტოპ 14-შიც მიითვალეს და პრო დე2-შიც. ტოპ 14 ტურის სასტარტო მატჩში „კასტრმა“ „ლიონს“ უმასპინძლა, რომელსაც ნაკრებიდან დაბრუნებული ოთხი ბორჯღალოსანი დაემატა. ბოლო დროს ფერზე მოსულმა ლიონელებმა მეტოქეს მაგარი ბრძოლა გაუმართეს, შეხვედრის დასრულებამდე 8 წუთით ადრე იგებდნნ კიდეც, თუმცა, დარჩენილ დროში 2...
ჭდე: გურამ გოგიჩაშვილი
ლელოთა ლელო ნინიაშვილისგან
გასული სარაგბო უქმეების მიმოხილვა ტურისა და ალბათ დაწყებული წლის ყველაზე მაგარი ლელოს აღწერით უნდა დავიწყოთ. ფრანგული „ლიონი“ ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში სამხრეთაფრიკულ „ჩიტასს“ მასპინძლობდა და ამ მატჩის მე-9 წუთზე, როცა სტუმართა უკანახაზელმა ლიონური შეტევის უკუსაგდებად თითქოს მშვენიერი დარტყმით ბურთი საკუთარი 22-დან მეტოქისაში გაუშვა. აფრიკელებმა ამასობაში წინ წაწევა დაიწყეს, ბურთი დავით ნინიაშვილმა დაიჭირა, ცარიელ...
შვანგირაძის პირველი…
ფრანგულ რაგბში შიდა კალენდარი იმდენად შემჭიდროვდა, რომ ტოპ 14-ში ტრადიციული საშობაო თუ საახალწლო შესვენება არ გამოცხადებულა და 2025 წლის პირველივე უქმეებზე რეგულარული ჩემპიონატის მეორე წრე დაიწყო. ჩვენთვის ყველაზე ღირსშესანიშნავი ამბავი ლიონში დაფიქსირდა, სადაც ადგილობრივმა კლუბმა „პერპინიანს“ უმასპინძლა, დაძაბულ ბრძოლაში 17:12 დაამარცხა და გასავარდნი პლეი-ოფის ტოლფას ბოლოსწინა, მე-13 ადგილს თავი დააღწია… „ლიონი“ 0:3 მარცხდებოდა, ვიდრე 23-ე...
გორგაძის ლელომ 2024 დახურა
გასულ უქმეებზე საფრანგეთში 2024 წლის დასკვნითი სარაგბო ბატალიები შედგა და ამით ტოპ 14-ის პირველი წრე დასრულდა. მე-13 ტური რაგბის ქართველ მოყვარულთათვის სასიამოვნო მოვლენით დაიწყო: ბექა გორგაძემ ტრავმა მოიშუშა და ტურის გახსნით მატჩში თავისი „პოს“ სასტარტო შემადგენლობაშიც გამოჩნდა. მეტიც, აუტსაიდერ „ვანთან“ შეხვედრის 64-ე წუთზე ბორჯღალოსანთა 8 ნომერმა თავისი კლუბის ხანგრძლივი შეტევა ლელოთი დააგვირგვინა. ამ იერიშის დაბოლოებას...
თედოს 100
გასულ უქმეებზე საფრანგეთის წამყვან სარაგბო ლიგებში მორიგი ტური გაიმართა და უნდა აღინიშნოს, რომ ქართველ ლეგიონერებს ინდივიდუალური თვალსაზრისით თავი დიდად არ გამოუჩენიათ, თუ არ ჩავთვლით თედო აბჟანდაძის ორ ზუსტ დარტყმას. ტოპ 14 ევროპის უძლიერეს ლიგაში ორხელისუფლებიანობა დამყარდა. „ბორდომ“ ლევან ჩილაჩავას „კასტრს“ მძიმე ბრძოლაში სტუმრად 13:3 აჯობა და 41 ქულას მოუყარა თავი. ჩილაჩავას დიდი ჯაფა დაადგა –...
ლელოები და დებიუტი ევროთასებზე
პირველთან შედარებით, სარაგბო ევროტურნირების მეორე ტური უფრო ნაყოფიერი გამოდგა ქართველი მორაგბეებისთვის, თანაც უმაღლეს დონეზე დებიუტი ლუკა პეტრიაშვილის კვალად, სრულიად ახალგაზრდა ანდრო დვალმაც იზეიმა. არც პრო დ2-ელებმა შეირცხვინეს თავი. დაწვრილებით – ქვემოთ… ჩემპიონთა თასი ტური ლონდონში, ადგილობრივი „სეილ შარქსისა“ და „რასინგ-92“-ის დაპირისპირებით გაიხსნა, რომელიც ინგლისურმა კლუბმა ბონუსით მოიგო – 29:7. პარიზელთა ერთადერთი ლელო კი გურამ გოგიჩაშვილმა...
ევროთასები და ქართველები
გასული უქმეები დახუნძლული იყო საერთაშორისო რაგბით, თუმცა, პარალელურად საფრანგეთში პრო დ2-ის მორიგი ტური შედგა და ქართველმა ლეგიონერებმა სწორედ ამ უკანასკნელში შეძლეს თავის გამოჩენა, თუმცა, სჯობს ყველაფერს თანმიმდევრობით მივყვეთ. ჩემპიონთა თასი მთავარი სარაგბო ევროთასის 2024-2025 წლების სეზონის სტარტი ინგლისის ქალაქ „ბათში“ შედგა, სადაც ადგილობრივმა კლუბმა ფრანგულ „ლა როშელთან“ 20:24 წააგო და ამ მატჩს ორი ქართველი ლაროშელელის...
6 ლელო და ნინიაშვილის დუბლი
საფრანგეთის მოწინავე სარაგბო ლიგების გასულ ტურში ქართველმა ლეგიონერებმა თავი 6 ლელოთი ისახელეს, მთავარი კი მაინც დავით ნინიაშვილის დუბლი გახლდათ. ნინიაშვილი ბოლო დროს საოცარ ფორმაშია, თუმცა მიმდინარე სეზონში როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე ერთი ლელოც ვერ გაეტანა და როგორც იქნა, ეს ნავსიც გატყდა. ტოპ 14 ბექა გორგაძის გარეშე დარჩენილმა „პომ“ „ლიონს“ უმასპინძლა და 29:15 დაამარცხა. ამ...
რასინგ 92 – სრული სვლით
ნაახალწლევს ევროპაში სარაგბო ტოპ-ლიგებში მორიგი ტური შედგა, ხოლო საფრანგეთის პრო დ2-ში პირველი წრე დასრულდა. ტოპ 14 საფრანგეთისა და ევროპის უძლიერეს ლიგაში ლიდერი არ შეცვლილა: „რასინგ-92“-მა „კასტრს“ უმასპინძლა, რთულ ბრძოლაში 34:30 იმარჯვა, „შავი ლომის“ მომავალ მეტოქეს დაცვითი ბონუსი გაატანა, თუმცა ლელოები იმდენი გაიტანა, რომ პრემიალური ქულა თავადაც გამოიმუშავა, რამაც პარიზელთა სეზონური მონაგარი 12 ტურში 40 ქულას...
ქართველებმა წელი ლელოებით გააცილეს
საფრანგეთსა და ინგლისში ზედ ახალი წლის დადგომამდე სარაგბო ჩემპიონატების მორიგი ტური გაიმართა. რას იზამ, კალენდარი სულ უფრო და უფრო ვიწროვდება სანაკრებო და საევროთასო ფანჯრების გამო, ჰოდა ევროპის მოწინავე სარაგბო ქვეყნებს პაუზების გარეშე უწევთ არსებობა. ჰოდა, ამ საზეიმო განწყობამ ჩვენი ბიჭების გაბრწყინება მოიტანა – ტოპ 14-ის ტურში ერთბაშად სამი ქართული ლელო გავიდა, თან ერთი მეორეზე ლამაზი....









