ჭდე: გურამ გოგიჩაშვილი

Home გურამ გოგიჩაშვილი
ქება ბექათა !
ჩანაწერი

ქება ბექათა !

საქართველოს ნაკრების მესამეხაზელებმა ბექა გორგაძემ და ბექა საღინაძემ საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-12 ტურში თავი გამოიჩინეს და პირადი ანგარიში თითო გატანილ ლელოთი გაზარდეს. გორგაძემ თავის ახალ კლუბ „პოში“ სულაც სადებიუტო ლელო დადო. საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი „ტულონთან“ საშინაო მატჩში 50-ე წუთზე ჩაერთო და ბასკთა ბოლო შეტევაში ანგარიში გაათანაბრა – 16:16. შერკინებიდან ბურთი თავად წაიღო, კინაღამ ლელო დადო,...

4 ქართველი ტოპ 14-ში
ჩანაწერი

4 ქართველი ტოპ 14-ში

საფრანგეთის მეორე ელიტური ლიგის, პრო დ2-ის ფინალისტმა „ბიარიცმა“ უდრამატულეს მატჩში ტოპ 14-ში ბოლოსწინა ადგილზე გასული „ბაიონი“ დაამარცხა და მრავალწლიანი პაუზის შემდეგ საფრანგეთის მთავარ სარაგბო ლიგაში დაბრუნდა. „ბიარიცი“ უდიდესი ტრადიციების კლუბია, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონიც ყოფილა და ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელიც. მაგრამ ბოლო წლებში ბასკური კლუბი ფინანსურ და მასთან ერთად სპორტულ კრიზისში იმყოფებოდა. ეს გრძელდებოდა იმ დრომდე,...

ქართული ლეგიონი – ყოფილიდან მომავლამდე
ჩანაწერი

ქართული ლეგიონი – ყოფილიდან მომავლამდე

ისე მოხდა, რომ გასულ უქმეებზე ქართველ ლეგიონერთა მიერ გატანილი ორი ლელოდან ერთი ჩვენი ნაკრების ყოფილმა წევრმა გაიტანა, ხოლო მეორე – მომავალმა ბორჯღალოსანმა. ვეტერანით დავიწყოთ: ირაკლი მირცხულავა 31 წლისაა და ბორჯღალოსანთა შორის რამდენიმე მატჩი აქვს გამართული. ფოთელი მარჯვენა ბურჯი დღესდღეობით ფრანგულ პრო დ 2-ში მოასპარეზე „ოიონას“ ღირსებას აგერ უკვე მეოთხე სეზონია იცავს და მთელი ეს ხანი...