ჭდე: გიორგი შერმადინი

Home გიორგი შერმადინი
შერმინატორი ოქტომბერში საუკეთესოა
ჩანაწერი

შერმინატორი ოქტომბერში საუკეთესოა

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის ოქტომბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ დააახელეს. წლეულს ეს პირველად მოხდა. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში შერმადინს იგივე ჯილდო ორჯერ ერგო. „ტენერიფეს“ ქართველი ცენტრი ევროპის უძლიერეს ლიგაში ჩინებულად თამაშობს და გასულ თვეში გამართულ 4 მატჩის ჯამში ყველა კალათბურთელზე სარგებლიანი იყო – ოქტომბერში, შერმადინის მარგი ქმედების საშუალო მაჩვენებელი 28.7 იყო. შედეგად, ლიგის...

ქართველები, უცხოეთში პირველები…
ჩანაწერი

ქართველები, უცხოეთში პირველები…

თორნიკე შენგელიამ ეპანეთის ჩემპიონატი რომ მოიგო, უკვე იცით. ისიც იცით, რომ თოკო პირველი ქართველია, რომელიც პირენეის ნახევარკუნძულზე ჩემპიონის ტიტულს შეწვდა, თუმც ქართველები სხვადასხვა ქვეყნების ჩემპიონებიც არიან… მოდით ერთად გავიხსენოთ და გადავავლოთ თვალი ვინ, სად და როდის გახდა ჩემპიონი უცხოეთში … ცხადია, ყველაზე ტიტულოვანი ზაზა ფაჩულიაა, რომელსაც თითებს NBA-ს ორი საჩემპიონო ბეჭედი უმშვენებს. საქართველოს ნაკრების ყოფილი...

დამატებით შვეიცარია…
ჩანაწერი

დამატებით შვეიცარია…

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტის პირველ შესარჩევ მატჩში შვეიცარია მიიღო და დიდი გაჭირვებით, დამატებით დროში 96:88 დაამარცხა. ძირითადი დრო 79:79 დამთავრდა. სტუმრებმა სულ ბოლო წამზე გაათანაბრეს ანგარიში, არადა, მეორე მეოთხედის დასაწყისში საქართველო 21 ქულითაც იგებდა. დიდი სხვაობით დაწინაურებამ ქართველებზეც იმოქმედა და ჩვენმა მეტოქემ ანგარიშის შემცირება ნელ-ნელა იწყო. სტუმრებმა მესამე და მეოთხე პერიოდებში პერიმეტრიდან სამიზნეც გაისწორეს და საფინალო...

შერმადინი დაფრინავს
ჩანაწერი

შერმადინი დაფრინავს

გიორგი შერმადინი გულშემატკივრის გაოცებას აგრძელებს. ქართველი ცენტრი კარიერაში ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს. 30 წლის კალათბურთელმა თავი ამჯერად ესპანეთის ჩემპიონატში გამოიჩინა. „გრან კანარიას“ წინააღმდეგ მატჩში „ტენერიფეს“ ქართველმა ლეგიონერმა ყველაზე მეტი – 32 ქულა ჩააგდო, 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. 100:79 მოგებულ მატჩში შერმადინი MVP გახდა. მის გარდა, კიდევ ერთმა ქართველმა კალათბურთელმა...

შერმინატორის დუბლები
ჩანაწერი

შერმინატორის დუბლები

გიორგი შერმადინს ესპანეთის ჩემპიონატში წარმატებით თამაშში კლუბის გამოცვლა და ადაპტაციის პროცესი ხელს სულაც არ უშლის. საქართველოს ნაკრების გამოცდილი ცენტრი „ტენერიფესაც“ იდეალურად მოერგო და რა გასაკვირია რომ გუნდის ლიდერობაც იკისრა. ACB ლიგის მერვე ტურში, შერმადინის გუნდმა “სან პაბლო ბურგოსს” საშინაო კედლებში 85:82 მოუგო. პარკეტის ორ მხარეს, სასტარტო შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების ორი წევრი გახლდათ – აქეთ, ცხადია...