გთავაზობთ, „სევილიასა“ და „ვალენსიას“ შეხვედრის მიმოხილვას ესპანურ გაზეთ AS-ზე დაყრდნობით: ოცწუთიანმა შტურმმა და ვალენსიელთა უიღბლობამ „სევილიას“ სამ ქულასთან ერთად ოპტიმისტური განწყობა მოუტანა. ამ გამარჯვებამ გუნდი შეიძლება გამოიყვანოს ცუდი ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან, რომელშიც ზედიზედ სამი ფრის (ორი ლა ლიგაში, ერთიც ჩემპიონთა ლიგაში) გამო აღმოჩნდა. გუშინდელმა 3:1-მა სევილიელები მესამე ადგილზე აიყვანა. თან, ხულენ ლოპეტეგის გუნდს „რეალსა“ და „ატლეტიკოზე“...
ჭდე: გიორგი მამარდაშვილი
მამარდაშვილის ვალენსია დრამატულ მატჩში დამარცხდა
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ შინ, დრამატულ შეხვედრაში წააგო „რეალთან“ 1:2. „ღამურები“ 1:0-ს იგებდნენ, მაგრამ მატჩის მიწურულს, ორწუთიან მონაკვეთში ორი გოლი გაუშვეს. ეს 86-ე და 88-ე წუთებზე მოხდა. როგორც მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე მადრიდელთა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ თქვა, მას ჰყავს გუნდი, რომელიც კარგად თამაშობს თუ ცუდად, ბოლომდე იბრძვის და არასდროს ნებდება. „დღეს მე სწორედ ის დავინახე“, — თქვა იტალიელმა....
მამარდაშვილის ვალენსია სამეულშია
ოთხი ტურის შემდეგ, ლა ლიგის ცხრილს 10 ქულით „რეალი“, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ და „ატლეტიკო“ ლიდერობენ. სეზონის წინ ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ „ღამურები“ ასეთ კამპანიაში ამოყოფდნენ თავს. ცხრილის ზედა სამეულში უმალ „ბარსელონას“ დაასახელებდნენ, მაგრამ ფაქტი ჯიუტია. მეხუთე ტურში კი მამარდაშვილის გუნდი უკვე სერიოზული გამოცდის წინაშე წარსდგება — ის „მესტალიაზე“ „რეალს“ უმასპინძლებს. „რეალი“არც „ხეტაფეა“ (1:0), არც...
მამარდაშვილი ძირითადის მეკარეა!
„ვალენსიამ“ „ალავესს“ 3:0 მოუგო. ხოსე ბორდალასის გუნდმა სამი ტურიდან ორში მოიგო, ერთში კი ფრედ ითამაშა. ამრიგად, „ღამურებს“ შესაძლო 9 ქულიდან 7 აქვთ, რასაც ჩემპიონატის შესანიშნავი სტარტი შეიძლება ვუწოდოთ. ესპანური პრესა აღნიშნავს, რომ ბორდალასმა სამიდან ორ შეხვედრაში თავის წინა გუნდს მოუგო, „ალავესსა“ და „ხეტაფეს“, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ის არის, რომ მან კარში კვლავ გიორგი მამარდაშვილი ჩააყენა....
მამარდაშვილის შესანიშნავი სტარტი
„მარკა“: „ვალენსია“ სამ ქულას დიდწილად თავის ახალ მეკარეს, 20 წლის გიორგი მამარდაშვილს უნდა უმადლოდეს. ქართველმა რამდენიმე საკვანძო ეპიზოდში გამოიჩინა თავი. მის მიერ მოგერიებულთა შორის, მატჩის მიწურულს, იყო ერთი დარტყმა, როდესაც მეკარემ თავისგან მარჯვნივ, ლამაზი და დაუჯერებელი თამაშით გუნდი სიკვდილისგან იხსნა. მამარდაშვილი „ვალენსიამ“ ამ ზაფხულს შეიძინა და თავდაპირველი გეგმის თანახმად B გუნდში გაუშვა, მაგრამ მეკარემ მწვრთნელ...
ეროვნული ნულები
ეროვნული ლიგის მე-3 ტურში ანტირეკორდი დამყარდა – 5 მატჩში მხოლოდ 2 გოლი გავიდა, რაც ძალიან ცუდია. ოთხშაბათს, მეორე სათამაშო დღეს, სულაც სამივე შეხვედრა უგოლოდ დასრულდა… ტურის მთავარი ამბავი „დინამო არენაზე“ მოხდა. ერთმანეთს ტიტულის მაძიებლები – თბილისისა და ბათუმის დინამოელები შეხვდნენ. ამჯერად დუელი ზღვისპირელთა გამარჯვებით დასრულდა. მათ დამსახურებულად მოიგეს. ერთადერთი გოლი 66-ე წუთზე გიული მანჯგალაძის ულამაზეს...





