ერთა ლიგის მესამე გათამაშება საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა „სუფთა ფურცლიდან“ დაიწყო – ახალი ფორმა, ახალი სლოგანი – „მე ვარ საქართველო“, ახალი ჰიმნი. ფილოსოფიის მიხედვით, ახლებური აზროვნება. მოკლედ, მენტალური რევოლუციის ზღვარზე ვართ, რაც იდეაში ცუდი არ უნდა იყოს. გიბრალტართან მატჩში, ცხადია, ჩვენიანების რეალურ ძალას ვერ ვიხილავდით. ვილი სანიოლს რამდენიმე ამოცანა ჰქონდა გადასაწყვეტი: მოგება, თანაც სასურველი იყო, დიდი...
ჭდე: გიბრალტარი
ვილის გეგმა: ოთხში ოთხი
საქართველოს ნაკრები გიბრალტართან ერთა ლიგის მატჩისთვის ემზადება. მატჩის წინ ჩვენი ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც გაგვიმხილა, რომ აქვს გეგმა, ივნისის ოთხივე მატჩი მოიგოს. იგივეს ვერ ვიტყვით მეტოქეზე, რომლის თავკაცმა ხულიო რიბასმა აღნიშნა, რომ კონკრეტული გეგმა არ აქვს, მაგრამ მისი გუნდი ყველა თამაშზე კონცენტრირებული გავა, თუმც გიბრალტარის ამბები რიბასმა იდარდოს, ჩვენ ჩვენი...
ვიწყებთ!
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის 2022-23 წლის სეზონის გათამაშებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი ივნისში ოთხ შეხვედრას გამართავს. ჩვენი გუნდი მატჩებისთვის 24 მაისს თბილისში შეიკრიბება. საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ახალი გათამაშების პირველ მატჩს 2 ივნისს გიბრალტარის წინააღმდეგ „დინამო არენაზე“ ჩაატარებს; 5 ივნისს, სტუმრად, ბულგარეთს დაუპირისპირდება; 9 ივნისს ჩვენები ჩრდილოეთ მაკედონიაში ითამაშებენ; ივნისის ბოლო შეხვედრა კი 12-ში, საქართველოსა და...
შანსი რევანშისთვის
ბულგარეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, გიბრალტარი – ესენი არიან საქართველოს მეტოქეები C ლიგის ჯგუფში. გაისად ივნისში დაიწყება თამაშები და სექტემბერში დასრულდება. სულ 6 ტური, შინ-გასვლა სამივესთან. ამ ერთა ლიგიდან ევრო 2024-ზეც გავლენ გუნდები, მაგრამ ზუსტად რამდენი აქედან და რამდენი შესარჩევიდან, ჯერ უეფასაც არ აქვს დაწყობილი-დალაგებული… ევრო 2024 ისევ 24-გუნდიანი იქნება და მისი შესარჩევის ეტაპის წილისყრა გაისად 9...
დებიუტი შერყევით
გიბრალტართან ევროშესარჩევ მატჩში ძირითად შემადგენლობაში დებიუტანტი ჰქონდა შვედური „გიოტებორგის“ ნახევარმცველ გიორგი ხარაიშვილს, ვინც ერთი გოლი გაიტანა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი ისე დაშავდა, მოედნიდან საკაცით გასაყვანი გახდა. ექიმებს ეჭვი ტვინის მძიმე შერყევაზე ჰქონდათ, თუმცა სფფ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბარისას 23 წლის ფეხბურთელმა ქომაგები დაამშვიდა: „თავს კარგად ვგრძნობ. რაც შეეხება ჩემ თამაშს, რა თქმა უნდა, სასიხარულოა საკვალიფიკაციო ეტაპზე...
თავსლაფამდე 5 წუთი…
„გიბრალტარს არ გაუმართლა. ჩვენმა ფეხბურთელებმა მატჩის შემოტრიალება შეძლეს, მაგრამ მაინც დამარცხდნენ,“ – დაწერა ამ ჯუჯა ქვეყნის ყველაზე პოპულარულმა გაზეთმა Gibraltar Chronicle-მა მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრებმა რის ვაი-ვაგლახით მოახერხა და შეძლო თავს ლაფი აეცილებინა. ისე, ეს კიდევ საკითხავია, მიუხედავად გამარჯვებისა ქართველი ფეხბურთელები სირცხვილს თუ გადაურჩნენ, რადგან გიბრალტარის ნაკრებთან თუნდაც სტუმრად 3:2 მოგება, თანაც მატჩის ბოლოს...





