Breaking News

გერმანიის თასი

ბაიერნი გავარდა

გერმანიის თასზე სენსაცია მოხდა — „ბაიერნი” მეორე ბუნდესლიგის „ჰოლშტაინ კილმა” დაამარცხა და შეჯიბრებიდან გამოთიშა. ეს გახლდათ მეთექვსმეტედფინალი. „რეკორდმაისტერი” ასეთ ადრეულ ეტაპზე 2000-01 წლების სეზონის შემდეგ არ გამოვარდნილა. მიუნხენის გუნდი მაშინაც პენალტების სერიაში დამარცხდა, „მაგდებურგთან”. მარცხმა ბავარიელები ისე გაამწარა, რომ თომას მიულერი, თამაშის დამთავრების შემდეგ, ჟურნალისტ ქალს, 45 წლის ვალესკა ჰომბურგს შეეპასუხა. 31 წლის თავდამსხმელმა თავი…

Read more

როდის დაიწყება ბაიერნისთვის შემდეგი სეზონი?

ბუნდესლიგის მეორეადგილოსანი „დორტმუნდი” უკვე 2020-21 წლების ჩემპიონატისთვის ემზადება, ჩემპიონ „ბაიერნს” კი ჯერ წინა სეზონი არ დაუსრულებია. 8 აგვისტოს ბავარიელებს ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩი ელით „ჩელსისთან”. ლონდონელები მათთან, „ალიანც არენაზე” ჩადიან. თუ გავითვალისწინებთ, რომ სტუმრად რეკორდმაისტერს 3:0 აქვს მოგებული, სავარაუდოდ, მეოთხედფინალშიც ის უნდა გავიდეს. მეოთხედფინალი 14 აგვისტოს ლისაბონშია დანიშნული. „ბაიერნის” მეტოქე „ბარსელონასა” და „ნაპოლის” შორის…

Read more

თამაშ-თამაშ ფინალი

გერმანიის მეოთხე ლიგის ბინადარი „საარბრუკენი“ წინასწარვე განწირული იყო. 94-დღიანი უქმობის შემდეგ ძნელია დაუპირისპირდე გუნდს, რომელსაც ბუნდესლიგაში ერთ-ერთი დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავს. „ლევერკუზენმა“ 3 გოლი იკმარა, თუმცა ბურთის ფლობის პროცენტი 83 იყო. ლევერკუზენული გუნდი გერმანიის თასის ფინალშია და „ბაიერნი“-„აინტრახტის“ წყვილში გამარჯვებულს ელოდება. სხვათა შორის შარშანწინ მიუნხენის „ბაიერნს“ სწორედ „აინტრახტმა“ აართვა ქვეყნის თასი.

Read more

პენალტის სკანდალი და ბატების ოჯახი

იმას რაც გერმანიის თასის ფინალში მოხდა, არავინ ელოდა — ძლევამოსილმა „ბაიერნმა” ფრანკფურტის „აინტრახტთან” 1:3 წააგო. ბედის ირონია კი ის გახლავთ, რომ ფრანკფურტელთა მწვრთნელი ნიკო კოვაჩია, ბავარიელთა უკვე დანიშნული შემდეგი თავკაცი. ანუ კოვაჩმა მოუგო თავის ხვალინდელ გუნდს, სიტყვა ხვალინდელის ფაქტობრივად პირდაპირი გაგებით. თამაში დრამატული იყო. ბოლო 10 წუთში, როდესაც „აინტრახტი” 2:1-ს იგებდა, მსაჯ ფელიქს ცვაიერს ორჯერ მოუხდა…

Read more