ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) ყველა ქვეყნის ოცნების გუნდი შეადგინა. ცხადია, საქმეში საქართველოც მოხვდა. ყველა დროის სიმბოლურ ნაკრებში მოქმედი ფეხბურთელებიდან, ცხადია, ვერავინ მოხვდა, ხოლო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიიდან მხოლოდ კახა კალაძე. 10 ფეხბურთელი კი საბჭოთა პერიოდიდან არის. IFFHS-ს ვერსიით, საქართველოს ყველა დროის ნაკრები ასე გამოიყურება. ანზორ კავაზაშვილი; რევაზ ძოძუაშვილი, მურთაზ ხურცილავა, ალექსანდრე ჩივაძე, კახა...
ჭდე: ბობი ჩარლტონი
დოქტორი მარკუს რეშფორდი
წარმოიდგენდით? მარკუს რეშფორდმა მანჩესტერის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიიღო. მიზეზი: მან ღარიბ ბავშვთათვის 20 მილიონი გირვანქის აგროვებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. „მანჩესტერ იუნაიტედისა” და ინგლისის ნაკრების 22 წლის თავდამსხმელი covid 19-ის კარანტინის გმირის სერ ტომი მურის გზას დაადგა და მთელს ინგლისში გაითქვა სახელი. რეშფორდი ტომი მურისგან განსხვავებით, რასაკვირველია ისედაც ცნობილი იყო, მაგრამ, როგორც გითხარით, ამჯერად მას...
გაბუტული ძმები ჩარლტონები
ინგლისური ფეხბურთის ლეგენდები სერ ბობი და ჯეკ ჩარლტონები თანაგუნდელი რეი უილსონის გასვენებაში შეხვდნენ ერთმანეთს. ამას ასე საგანგებოდ იმიტომ ვამბობთ, რომ ძმები ჩარლტონები ოჯახური კონფლიქტის გამო ერთმანეთს წლობით არ ხვდებიან. უილსონი, რომელსაც ბევრი სტაჟიანი გულშემატკივარი და ჟურნალისტი ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მარცხენა მცველად მიიჩნევს, დემენციით იყო ავად და მაისის ბოლოს 83 წლისა გარდაიცვალა. რაც შეეხება ჩარლტონების...


