1994 წლის 4 ივნისს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შვეიცარიაში აღმოჩნდა. ქალაქ შო-დე-ფონში გაიმართა მატჩი შვეიცარიის ნაკრებთან, რომელიც რიგით მე-13 იყო დამოუკიდებელი ქართული რაგბის ისტორიაში და ყველაფერი კინაღამ დაითარსა, თუმცა ჩვენმა გუნდმა არასარაგბო ქვეყნის ნაკრებს მაინც აჯობა – 22:21. დღევანდელი გადასახედიდან, შვეიცარიის სარაგბო ნაკრები წესით არანაირ საშიშროებას არ უნდა წარმოადგენდეს ბორჯღალოსნებისთვის, მაგრამ 31 წლის წინ ეს მოულოდნელობა...
ჭდე: ბექა საღინაძე
აიწყვიტა!
დავით ნინიაშვილს ვეღარ აჩერებენ. ქართული რაგბის იმედმა ბოლო დროს ისეთი ფორმა აკრიფა, ლელო ლელოზე გააქვს, თან ლელოცაა და ლელოც! ჯერ იყო და, ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში სამხრეთაფრიკული „ჩიტასი“ ისე დაალელოვა, რომ სტუმრები შოკიდან ვეღარ გამოვიდნენ. „ლიონმა“ ის თამაში საოცარი ანგარიშით – 68:21 მოიგო, ხოლო ფულბექად მოთამაშე ნინიაშვილმა მე-9 წუთზე თავისი 22-დან ბურთი წაიღო,...
ლელოთა ლელო ნინიაშვილისგან
გასული სარაგბო უქმეების მიმოხილვა ტურისა და ალბათ დაწყებული წლის ყველაზე მაგარი ლელოს აღწერით უნდა დავიწყოთ. ფრანგული „ლიონი“ ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში სამხრეთაფრიკულ „ჩიტასს“ მასპინძლობდა და ამ მატჩის მე-9 წუთზე, როცა სტუმართა უკანახაზელმა ლიონური შეტევის უკუსაგდებად თითქოს მშვენიერი დარტყმით ბურთი საკუთარი 22-დან მეტოქისაში გაუშვა. აფრიკელებმა ამასობაში წინ წაწევა დაიწყეს, ბურთი დავით ნინიაშვილმა დაიჭირა, ცარიელ...
შვანგირაძის პირველი…
ფრანგულ რაგბში შიდა კალენდარი იმდენად შემჭიდროვდა, რომ ტოპ 14-ში ტრადიციული საშობაო თუ საახალწლო შესვენება არ გამოცხადებულა და 2025 წლის პირველივე უქმეებზე რეგულარული ჩემპიონატის მეორე წრე დაიწყო. ჩვენთვის ყველაზე ღირსშესანიშნავი ამბავი ლიონში დაფიქსირდა, სადაც ადგილობრივმა კლუბმა „პერპინიანს“ უმასპინძლა, დაძაბულ ბრძოლაში 17:12 დაამარცხა და გასავარდნი პლეი-ოფის ტოლფას ბოლოსწინა, მე-13 ადგილს თავი დააღწია… „ლიონი“ 0:3 მარცხდებოდა, ვიდრე 23-ე...
თედოს 100
გასულ უქმეებზე საფრანგეთის წამყვან სარაგბო ლიგებში მორიგი ტური გაიმართა და უნდა აღინიშნოს, რომ ქართველ ლეგიონერებს ინდივიდუალური თვალსაზრისით თავი დიდად არ გამოუჩენიათ, თუ არ ჩავთვლით თედო აბჟანდაძის ორ ზუსტ დარტყმას. ტოპ 14 ევროპის უძლიერეს ლიგაში ორხელისუფლებიანობა დამყარდა. „ბორდომ“ ლევან ჩილაჩავას „კასტრს“ მძიმე ბრძოლაში სტუმრად 13:3 აჯობა და 41 ქულას მოუყარა თავი. ჩილაჩავას დიდი ჯაფა დაადგა –...
ლელოები და დებიუტი ევროთასებზე
პირველთან შედარებით, სარაგბო ევროტურნირების მეორე ტური უფრო ნაყოფიერი გამოდგა ქართველი მორაგბეებისთვის, თანაც უმაღლეს დონეზე დებიუტი ლუკა პეტრიაშვილის კვალად, სრულიად ახალგაზრდა ანდრო დვალმაც იზეიმა. არც პრო დ2-ელებმა შეირცხვინეს თავი. დაწვრილებით – ქვემოთ… ჩემპიონთა თასი ტური ლონდონში, ადგილობრივი „სეილ შარქსისა“ და „რასინგ-92“-ის დაპირისპირებით გაიხსნა, რომელიც ინგლისურმა კლუბმა ბონუსით მოიგო – 29:7. პარიზელთა ერთადერთი ლელო კი გურამ გოგიჩაშვილმა...
6 ლელო და ნინიაშვილის დუბლი
საფრანგეთის მოწინავე სარაგბო ლიგების გასულ ტურში ქართველმა ლეგიონერებმა თავი 6 ლელოთი ისახელეს, მთავარი კი მაინც დავით ნინიაშვილის დუბლი გახლდათ. ნინიაშვილი ბოლო დროს საოცარ ფორმაშია, თუმცა მიმდინარე სეზონში როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე ერთი ლელოც ვერ გაეტანა და როგორც იქნა, ეს ნავსიც გატყდა. ტოპ 14 ბექა გორგაძის გარეშე დარჩენილმა „პომ“ „ლიონს“ უმასპინძლა და 29:15 დაამარცხა. ამ...
საქართველომ ჯავრი ტონგაზე იყარა
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა „მიხეილ მესხზე“ საკმაოდ თვალსასეირო თამაშში ტონგის ნაკრებს 22:7 მოუგო და შემოდგომის ტესტების სეზონი პოზიტიურად დაასრულა. ბორჯღალოსნების მესამე საშემოდგომო ტესტ-მატჩი წინა ორისგან რადიკალურად განსხვავებული გამოვიდა. თუკი ახალი ზელანდიის xv-სა და იტალიასთან საქართველოს ნაკრებმა შესანიშნავი პირველი ტაიმები ჩაატარა, რასაც უქულო მეორე ნახევრები მიაყოლა, 24 ნოემბერს ტონგასთან მატჩის პირველი ტაიმი უქულოდ დასრულდა – 0:0, რაც...
ტონგასთან მესხზე
კვირას, 24 ნოემბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2024 წლის ნოემბრის ტესტების სეზონს დაასრულებს. ბორჯღალოსანთა მეტოქე ტონგა იქნება – კარგად ნაცნობი ზღვისრეთული გუნდი. შეხსენებისთვის: რიჩარდ კოკერილის რაზმმა პირველი მატჩი ორი კვირის წინ მონპელიეში ახალი ზელანდიის XV-თან 13:31 წააგო პირველი ტაიმის 13:19 დათმობის შემდეგ. მომდევნო კვირას ბორჯღალოსნები უკვე გენუას ესტუმრნენ, სადაც იტალიის ნაკრებს პირველი ტაიმი 17:6 მოუგეს, მაგრამ...
სერგო, ვანო, თედო
საფრანგეთში ტოპ 14 დაიწყო – ევროპის უძლიერესი სარაგბო ჩემპიონატი. პრო დ2-ში კი მეორე ტური შედგა. მთავარ ლიგაში ვანო კარკაძემ და სერგო აბრამიშვილმა სეზონი ლელოებით გახსნეს, ხოლო თედო აბჟანდაძემ ზუსტი დარტყმების შესრულება ამ ტურშიც გააგრძელა. ტოპ 14 გასულ უქმეებზე ორ ბორჯღალოსანს დებიუტი როგორც ახალ კლუბში ჰქონდა, ისე ზოგადად ტოპ 14-ში. ბურჯი გიორგი ახალაძე თავის „კლერმონს“ „პოს“...









