საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-6 ტურში მონაწილეობა 15-მა ქართველმა მიიღო და 8 თავისი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყო. მთლიანობაში კი შეგვიძლია, ტური ბონუსების ტურად მოვნათლოთ. „ტულუზის“ დომინაცია ამჯერადაც გაგრძელდა. „პოსთან“ საშინაო მატჩის პირველი ტაიმის 0:7 დათმობის შემდეგ ქვეყნის 21-გზის ჩემპიონმა მეორენახევარში 5 ლელო დადო და ბონუსით, 38:10 მოიგო, რამაც მას უახლოეს მდევართან უპირატესობა 7 ქულამდე გაუზარდა –...
ჭდე: ბექა საღინაძე
ქართველთა იმედისმომცემი სტარტი ტოპ 14-ში
საფრანგეთის ტოპ 14-ის 2021-2022 წლების სეზონი ქართველთათვის ერთობ დამაიმედებლად დაიწყო. სასტარტო ტურის 7 მატჩში ჩვენი ნაკრების 16-მა ყოფილმა, მოქმედმა თუ მომავალმა წევრმა მიიღო მონაწილეობა! ეს კი არა, ამ 16-დან ცხრა კაცი თავისი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყო, ხოლო ამათგან სამმა სულაც შეუცვლელად ითამაშა! ჰოდა, თუ მეხსიერება არ მღალატობს, ყველა ზემოთმოყვანილი რიცხვი სარეკორდო და უპრეცედენტოა ქართული სარაგბო...
ნინიაშვილიც ლიონშია!
დავით ნინიაშვილი ბექა საღინაძის კვალს გაჰყვა და კარიერას ისიც ტოპ-14-ის „ლიონში“ გააგრძელებს! 18 წლის ბორჯღალოსანმა ფულბექმა ლიონური კლუბის დამრიგებლის პიერ მინიონის ყურადღების ცენტრში თავისი სანაკრებო დებიუტისთანავე აღმოჩნდა. მაშინ ჯერ კიდევ 17 წლისა, „შემოდგომის ერთა თასზე“ ირლანდიასთან შეხვედრაში შეცვლაზე შევიდა და მას მერე ლიონელები ყურადღებით აკვირდებოდნენ. დავითმა საფრანგეთის მთავარი ლიგის ერთ-ერთ გამორჩეულ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა...
ბექა საღინაძე – ლიონში 3 წლით
საქართველოს ნაკრების მესამეხაზელმა ბექა საღინაძემ „ლიონთან“ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მომავალი სეზონიდან ამ კლუბის ღირსებას დაიცავს. რაღა თქმა უნდა, ეს დიდი ნახტომია 22 წლის ბორჯღალოსნის კარიერაში, მაგრამ მის ამ წინსვლაში გასაკვირი არაფერია. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, საღინაძე საქართველოს ნაკრების შეუცვლელ მოთამაშედ კარგა ხნის წინ ჩამოყალიბდა, რაც შარშანდელ „შემოდგომის ერთა თასზეც“ დადასტურდა. საღინაძემ ტურნირი ძალზე სტაბილურად ჩაატარა,...
ჯავახიას ლელომ ორიაკს მოაგებინა
საფრანგეთის ყველაზე ქართველმრავალმა კლუბმა – „ორიაკმა“ პრო დ2-ის 27-ე ტურში ლიგის აუტსაიდერ „ანგულემს“ უმასპინძლა და 33:21 დაამარცხა. ორიაკელები ამ მატჩამდე ბოლოსწინა ადგილზე იმყოფებოდნენ, ამ გამარჯვების შემდეგ კი გასავარდნ ზონას 4 ქულით დაშორდნენ. აი, შალვა სუთიაშვილის,ზაურ თევდორაშვილისა და ლუკა გოგინავას „ანგულემმა“ კი ლიგიდან დაქვეითება ოფიციალურად გაიფორმა. დამარცხებულ გუნდში ქართველთაგან მხოლოდ გოგინავამ ითამაშა, რომელიც შეცვლაზე პირველივე ტაიმში,...
ბორჯღალოსნებს გაუმარჯოს!
ესეც ასე! საქართველოს ბორჯღალოსნებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მეორე სარაგბო დონეს ერთი თავით აღემატებიან! როგორც იქნა, „მიხეილ მესხზე“ ხალხი დაუშვეს, თორემ წელიწადზე მეტია, ვაკის სტადიონს გულშემატკივარი არ უნახავს. როგორც რეგულაცია მოითხოვდა, ტრიბუნები მესამედით შეივსო და სტადიონზე მისულებთან ერთად კარგი, თვალსასეირო თამაში მრავალრიცხოვანმა ტელემაყურებელმაც იხილა. 28:17 – ასე მოიგო საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუმინეთთან, არადა შალვა მამუკაშვილის...
მაინც გაფრინდნენ…
ეს იყო ფიჯისა და საქართველოს მორაგბეთა ნაკრებების მეხუთე შეხვედრა და კუნძულელებმა მეოთხედ გვაჯობეს – 38:24. მართალია, ფიჯის ნაკრების ბოლო ოფიციალური მატჩი შარშან, 16 ნოემბერს „ბარბაროსების“ წინააღმდეგ ჰქონდა; მართალია, ზაფხულში თავკაცად დანიშნულ ვერნ კოტერს გუნდის საჭესთან პირველი თამაში ჰქონდა; მართალია, ფიჯელთა 23-კაციან სამატჩო განაცხადში 9 (!) დებიუტანტი იყო; და რაც მთავარია, მართალია, ფიჯის ნაკრებისა და სტაფის...
სენსაცია საქართველოს არ ეხება – ესპანეთიც განზეა
რაგბი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მე-2 ტურში საქართველოს ნაკრებმა კვლავ მოიგო და სატურნირო ცხრილში უკვე ერთპიროვნულად გალიდერდა. სასტარტო ტურის შემდეგ მეორე ევროპული დონის პირველობას ორი ლიდერი ჰყავდა ბორჯღალოსნები და ესპანელები, ორივეს 5-5 ქულა ჰქონდა, მაგრამ რაკიღა კვირას ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ერთ-ერთს მოწინავის როლთან განშორება არ აცდებოდა. ქართველება მადრიდის საუნივერსიტეტო სარაგბო არენაზე 23 :10 იმარჯვეს და...






