სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის ფინალში ქუთაისის „ტორპედომ“ „დინამო თბილისი“ 2:1 დაამარცხა და ისოტრიაში მესამედ გახდა სუპერთასის გამარჯვებული. ქუთაისელებმა ანგარიში მატჩის დასაწყისში ელიტონ ჟნიორის გოლით გახსნეს, მეორე ტაიმში „ტორპედო“ ნინკოვიჩმა ორი ბურთით დააწინაურა. მატჩის მიწურულს დინამოელებმა ერთი ბურთი გაქვითეს, შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს, მაგრამ მეტის გატანა ვეღარ მოახერხეს და საბოლოოდ სუპერთასი „ტორპედოს“ დარჩა....
ჭდე: ბათუმის დინამო
პირველივე ეტაპზე ლუდოგორეცი…
ნიონში, უეფა-ს შტაბბინაში ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა – საქართველოს ჩემპიონი პირველ შეხვედრას ბულგარეთის ჩემპიონთან, რაზგრადის „ლუდოგორეცთან“ ჩაატარებს. საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები 9-10 ივლისს, საპასუხო კი 16-17 ივლისს გაიმართება. ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შედეგები: ლუდოგორეცი (ბულგარეთი) – დინამო (ბათუმი) სლოვანი (სლოვაკეთი) – სტრუგა (მაკედონია) ჰამრუნი (მალტა) – ლინკოლნი (გიბრალტარი) ნიუ საინტსი (უელსი)...
ქართველთა მეტოქეები კონფერენციის ლიგაზე
შვეიცარიის ქალაქ ნიონში, გაირკვა, უეფა-ს კონფერენციის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილე ქართული გუნდების მეტოქეები. აქ თავიდან 62 კლუბი იასპარეზებს, მატჩები 13 და 20 ივლისს ჩატარდება. ქართული კლუბებიდან კონფერენციის ლიგაში განთესილი მხოლოდ ვიცე-ჩემპიონი ბათუმის „დინამო” იყო. გორის „დილა” და თასის მფლობელი ქუთაისის „ტორპედო” განუთესავები გახლდნენ. „დილას” მეტოქედ სლოვაკური „დუნაისკაი სტრედა” ერგო. პირველი მატჩი სლოვაკეთში გაიმართება, საპასუხო –...
კვარას მთელი გვერდი ნიუ იორკ თაიმსმა დაუთმო
პრესტიჟული ამერიკული გაზეთის „ნიუ იორკ თაიმსის” კორესპონდენტი რორი სმიტი ნეაპოლში საგანგებოდ ხვიჩა კვარაცხელიასთან დასალაპარაკებლად ჩავიდა. არადა, თავიდან, როდესაც იტალიაში გაიგეს, რომ „ნაპოლი” ძნელად გამოსათქმელი გვარის მქონე ვიღაც ქართველ ფეხბურთელს ყიდულობდა, სკეპტიკურად განეწყვნენ. არავის სჯეროდა, რომ კრისტიანო ჯიუნტოლის მიერ ბათუმის „დინამოდან” 10 მილიონ ევროდ ნაყიდი მოთამაშე გამოდგებოდა. მერე რა, რომ ის სამშობლოში „აჭარაბეთ არენას” ავსებდა და...
ვერდიქტი!
2022 წლის 15 ნოემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელზეც 2022 წლის 12 ნოემბერს, ეროვნულ ლიგაში ბათუმის „დინამოსა“ და წყალტუბოს „სამგურალის“ მატჩის მიმდინარეობისას და მისი დასრულების შემდეგ მომხდარი ამბავი განიხილეს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველმა კომიტეტმა აღნიშნულ საქმესთან დაკავშრებით გადაწყვეტილება მიიღო: ბათუმის „დინამო“ მომდევნო მატჩს მაყურებლის გარეშე გამართავს...
შანსიანი და უშანსო
დღეს, UEFA-ს კონფერენციის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩებია. საქართველოდან ორი გუნდი შემოგვრჩა – ბათუმის „დინამო“ და „საბურთალო“. შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი მხოლოდ დედაქალაქელებს აქვთ. „საბურთალომ“ შინ 1:0 მოუგო რუმინულ „სტიაუას“ და დღეს ესტუმრება. ექსპერტები ლაშა ნოზაძის გუნდის შანსს მცირედით აფასებენ, მაგრამ არც მეტოქეს ულხინს. გუნდმა სულ ახლახან მწვრთნელი შეცვალა, ნიკოლაე დიკამ კი, გუნდთან ერთად...
რეპლიკა ბათუმის დინამოსთან დაკავშირებით
ახლა ბათუმის „დინამოს” გაწიწმატებული კრიტიკა რომ დავიწყო, მართალი არ ვიქნები. არ ვიქნები იმიტომ, რომ „სლოვანთან” პირველი თამაშის შემდეგ მე მათ ვაქებდი. არც მეორე შეხვედრის შემდეგ დამიკლია კეთილი სიტყვა და გამხნევება: გამოუცდელობის ბრალია, რა მოხდა მერე, ხდება ხოლმე და ა.შ. გამოუცდელობის ბრალი ნამდვილად არის. ისიც, რაც „სლოვანთან” მოხდა და ისიც, „ლეხთან” სათამაშოდ გუნდი სლოვაკურ „პახმელიაზე” რომ...
ლაზარეს თავგადასავლი
ერთი კითხვა და თქვენი გულწრფელობის იმედი მაქვს: მეტისმეტი დაძაბულობისა და დაღლის გამო საჭესთან შეცდომა არ მოგსვლიათ? საბუთების შევსების დროს? გამიგია ნანერვიულებ და გადაღლილ კაცს მისთვის საოცნებო ჰოლივუდის ვარსკვლავი რომ მიუყვანო, შეიძლება ზედაც არ შეხედოსო. ცუდი არაფერი იფიქროთ, თუ ძალიან არის დაღლილი შეიძლება ვერც კი იცნოს. და თუ ყველაფერი მართლა ასეა, გამთანგველი თამაშის 124-ე წუთზე მეკარემ...
ღარიბი მეზობლის ბავშვები
ვუყურებდი ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრას და საკუთარი თავი შემეცოდა. ქართული ფეხბურთის ყველა ქომაგი შემეცოდა, უკვე რამდენი წელია, ღარიბი მეზობლის ბავშვივით ღობის გადაღმიდან რომ ვადევნებთ თვალს სხვის ეზოში გაშლილ ლხინის სუფრას. არ გვიშვებენ: ჯერ პატარები ხართ და ვიდრე წამოიზრდებით, თქვენივე ორღობეში კოჭი გააგორეთო. გაბრაზებული კაცის ნაწერად არ მოგეჩვენოთ. უფრო გულის დაწყვეტაა. იმ ლხინზე, ჩვენ რომ ვერ ვეღირსეთ,...
ორჯერ წაგებული
ორჯერ უგებდა ბათუმის „დინამო“ უეფას კონფერენციის ლიგის მესამე საკვალიფიკაო ეტაპზე ორჯერ, შინ და სტუმრად უგებდა თურქულ „სივასპორს“, მაგრამ ფლეი ოფში მაინც მეტოქე აღმოჩნდა. ბათუმში, მამუჩაშვილის გოლით დაწინაურებულმა დინამოელებმა ჯერ საპასუხო გოლი გაუშვეს, ხოლო მსაჯის საფინალო სასტვენამდე წამებით ადრე – საერთოდ წააგეს. საშინაო ჩამორჩენა გია გეგუჩაძის გუნდმა სტუმრად მეორე ტაიმში „ამოქაჩა“ და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა....









