უეფას ახალი საკლუბო ტურნირის, კონფერენციის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბბინაში გაიმართა. ახალ ტურნირში სამი ქართული გუნდი ითამაშებს – ბათუმის „დინამო”, „დილა” და „გაგრა”. შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართული წილისყრის შემდეგ მათი მეტოქეები გაირკვა. უნდა ითქვას, რომ ახალ ტურნირზე ქართულ გუნდებს მეტნაკლებად გაუმართლა. დიდი შანსი იყო, ჩვენებს უფრო ძლიერი გუნდები დაჯახებოდათ. საქართველოს...
ჭდე: ბათუმის დინამო
დინამო ტიტულამდე: 1 ტური, 2 ქულა
შაბათს ეროვნულ ლიგაში ორი მნიშვნელოვანი გამოტოვებული მატჩი გაიმართა. ორივეში ჩემპიონობის მაძიებლები ფლეი აუტის კანდიდატებს ხვდებოდნენ. „დინამომ,“ ერთობ მოსაწყენ შეხვედრაში, ნოდარ ქავთარაძის პენალტით მოუგო „სამტრედიას,“ უშუალო მდევართან ორქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა და დიდი ალბათობით, ჩემპიონობას ხელიდან აღარ გაუშვებს, რადგან ბოლო ტურში უკვე გავარდნილ და უმოტივაციო „მერანს“ უმასპინძლებს. დინამოელებს პირველობისთვის „მერანთან“ ფრეც დააკმაყოფილებთ, რადგან ბათუმელებთან ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა აქვთ....
უეფამ ევროსეზონი დაალაგა
უეფაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა და ცნობილი გახდა ევროპული ტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპის, ფლეი ოფისა და ჯგუფური ეტაპის გამართვის თარიღი. შეგახსენებთ, რომ ევროტურნირებზე საქართველოდან ოთხი გუნდი მიიღებს მონაწილეობას: თბილისის „დინამო“ ჩემპიონათა ლიგაში, ხოლო ევროპალიგაში – ბათუმის „დინამო“, „საბურთალო“ და „ლოკომოტივი“. გამომდინარე იქიდან, რომ ევროსეზონი გვიან იწყება, საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები ერთმატჩიანი იქნება – მასპინძელი გუნდი...
გაცდენილი ფინალი
საქართველოს თასის ფინალი არასოდეს გამიცდენია. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ფინალი წმინდა საქმეა. რაც არ უნდა უვარგისი იყოს, ფინალია და მორჩა. დღეც საუცხოო აქვს შერჩეული და ყველაფერი. მერე რა, რომ თამაში მაინცდამაინც არ გამოდის ხოლმე. ფინალი ფინალია და საყურებელი რამეა. საქართველოს თასის ფინალი არ გამიცდენია-მეთქი, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი, რომ წლევანდლამდე არ გამიცდენია. წელს კი...
ზეგოლისა და ავტოგოლის ამბავი
28-ე ტურით ეროვნული ლიგის მესამე წრე დასრულდა. ანუ, ტურნირის მესამედი მიილია და ახლა ყველაზე საინტერესო ეტაპი დგება. ჩემპიონობისთვის სამი გუნდი იბრძვის და გასულ ტურში ორი ერთმანეთს შეხვდა. ბათუმის „დინამომ“ მოქმედ ჩემპიონ „საბურთალოს“ უმასპინძლა და 1:0 გაიმარჯვა. ეს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება გახლდათ ზღვისპირელებისთვის. მათ ხომ, ფაქტობრივად, „ექვსქულიანი“ მატჩი მოიგეს. განსაკუთრებით აღსანიშნავი კი ბათუმელთა ლეგიონერის ჯოვინო ფლამარიონის ზეგოლი...
რატომ გაბრაზდა სოსო?!
სანაკრებო პაუზის წინა ტურს, სატურნირო თვალსაზრისით ბევრი არაფერი შეუცვლია. ლიდერი კვლავ ბათუმის „დინამოა,“ მას კვალში თბილისელი თანაკლუბელები მიჰყვებიან, მესამეზე კი „საბურთალოა,“ რომელიც პირველადგილოსან „ბათუმს“ ხუთი ქულით ჩამორჩება, თუმცა ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. მოქმედმა ჩემპიონმა „საბურთალომ,“ „ჩიხურას“ კოხრეიძის გოლით 1:0 მოუგო და უმნიშვნელოვანესი ქულები მოიპვა. „ჩიხურა“ კი საკმაოდ ჩამორჩა საპრიზო ადგილების ზონას. ამიტომ იყო თუ...




