„ნაპოლისა” და „უნიონ ბერლინის” ჩემპიონთალიგური შეხვედრის (1:1) მეორე დღეს „აძურის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კალსტელ ვოლტურნოში დილის ვარჯის დაესწრო. ბაზაზე მივიდა ტრავმირებული ვიქტორ ოსიმენიც, რომელიც ნიგერიიდან დაბრუნდა, რათა ოთხშაბათის თამაშს დასწრებოდა. დე ლაურენტისი გუნდს და მწვრთნელ რუდი გარსიას შეხვდა. მისი უკმაყოფილების მიზეზი სპორტული წარუმატებლობის გარდა დიდძალი ფულის დაკარგვაც გახლდათ. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა კასტელ ვოლტურნოში გაატარა...
ჭდე: აურელიო დე ლაურენტისი
დე ლაურენტისის ვაჟი ავარიაში მოყვა
აურელიო დე ლაურენტისის ვაჟსა და „ნაპოლის” ვიცე-პრეზიდენტს ედოარდო დე ლაურენტისს გუშინ, შუადღის 4 საათზე ავტო-ავარია შეემთხვა. ეს კასაპულაში (ნეაპოლიდან 32 კილომეტრი) მოხდა. დაშავებულია სამი ადამიანი. რამდენადაც ცნობილია მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება. ინფორმაცია CasertaCE.net-მა გაავრცელა. იქ ეწერა, რომ ედოარდო დე ლაურენტისი თავის „პორშე კაიენში” იჯდა, როდესაც „ნისანის” მარკის ავტომობილს ძლიერად დაეჯახა. „ნისანში” იჯდა 3 წლის ბავშვი, რომელიც...
დე ლაურენტისი მკაცრდება
ბოლო რამდენიმე კვირაა „ნაპოლის” მეპატრონე აურელიო დე ლაურენტისი გუნდთან მჭიდრო კონტაქტშია. ამ ხნის განმავლობაში „პარტენოპეელებმა” ორი შეხვედრა მოიგეს, ხოლო მესამეში, „მილანთან” 0:2 ჩამორჩენა გამოასწორეს და ფრედ ითამაშეს. ნეაპოლური საიტები იმედოვნებენ, რომ ეს შედეგები პრეზიდენტის სწორი მუშაობის შედეგია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო მატჩის პირველი ტაიმი გუნდმა ძალიან ცუდად ჩაატარა, ბევრი რამ სრულყოფას მოითხოვს. გაზეთ „ილ...
რას აკეთებს დე ლაურენტისი გასახდელში?
კვირას „მარადონაზე”, პირველი ტაიმის მერე „მილანი” „ნაპოლის” 2:0-ს უგებდა და თავს მახვილივით დაკიდებული მარცხის სიმძიმე რუდი გარსიას მძიმედ აწვებოდა. სწორედ ამ დროს ანუ შესვენებაზე, „აძურის” გასახდელში შევიდა (ზოგი წყაროს თანახმად შევარდა) პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი, რომელმაც მიმდინარე სეზონში ლამის ყველა სხვა საქმე გვერდით გადადო და გუნდს დასდევს: ცოტათი მწვრთნელი გახდა, ცოტათი ექიმი, დიდწილად მოტივატორი და...
დე ლაურენტისის ახალი პროექტი
სერია A-ში სატელევიზიო უფლებები შესაძლოა სხვანაირად გადანაწილდეს. „ნაპოლისა” და „სალერნიტანას” პრეზიდენტები აურელიო დე ლაურენტისი და დანილო ლერვოლინო (რომელიც ჟურნალ L’Espresso-ს მფლობელიც გახლავთ) აპირებენ უარი უთხრან ტელეკომპანიებს Dazn-სა და „სქაის” 900 მილიონიან შეთავაზებაზე და თავიანთი არხი დააარსონ. სავარაუდოდ, ამ საქმეში მათ პარტნიორებიც ეყოლებათ. კერძოდ, გამოჩნდა ამერიკული კომპანია Oaktree, რაც მუხას ნიშნას და რომელიც საქმეში 975 მილიონი...
დე ლაურენტისი: კვარას შესახებ პირველად ჩემმა შვილმა მითხრა
„ნაპოლიდან” „იუვენტუსში” გადაბარგებულმა სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯიუნტოლიმ რამდენიმე დღის წინ, ტრენტოს სპორტის ფესტივალზე ნეაპოლში გატარებული პერიოდის შესახებ ილაპარაკა და „აძურის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი დიდი პატივისცემით მოიხსენია, მაგრამ… თურმე გაუბრაზებია. დე ლაურენტისმა პასუხად მკვახე სიტყვები თქვა. „ნაპოლის” მეპატრონე კასტელ ვოლტურნოში ჟურნალისტებს შეხვდა და სხვა საკითხებთან ერთად ჯიუნტოლიზეც ილაპარაკა. მისი ნათქვამი SportMediaset-ში გამოქვეყნდა. „ჯიუნტოლი მთელი 6...
პრეზიდენტი ვარჯიშს დაესწრო
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი” შაბათს ვერონაში თამაშობს. მატჩი საქართველოს დროით 17 საათზე დაიწყება. ნეაპოლელთა კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ოთხშაბათი კასტელ ვოლტურნოში ფეხბურთელებთან ერთად გაატარა. ის ვარჯიშს დაესწრო. ეროვნული ნაკრებებიდან დაბრუნებული ნეაპოლელები მის თვალწინ საქმეში ჩაებნენ. სტანისლავ ლობოტკა და პიოტრ ჟელინსკი პერსონალური ვარჯიშით იყვნენ დაკავებულები. ჯგუფთან ერთად ვარჯიშობდნენ ხვიჩა კვარაცხელია, ლეო ოსტიგორი და იენს კაიუსტე, ხოლო...
კონტემ დე ლაურენტისს ოსიმენი, კვარა და ჟელინსკი უხსენა
სატრანსფერო ბაზრის ექსპერტმა, ჟურნალისტმა პაოლო ბარგიჯამ TVPlay-ს ეთერში სხვადასხვა საკითხებთან ერთად „ნაპოლის” პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისისა და ანტონიო კონტეს ამასწინანდელ შეხვედრაზეც ილაპარაკა. „ერთი რამ მაოცებს. რამდენადაც ვიცი დე ლაურენტისმა კონტეს უთხრა, რომ მთელი გუნდი რუდი გარსიას წინააღმდეგია. ეს ძალიან ცუდია. გაიხსენეთ, რა ხდებოდა ბოლო შეხვედრებში, როდესაც გარსია ფეხბურთელს ცვლიდა. როდესაც მწვრთნელს ერთი ფეხბურთელი ეურჩება, ეს...
ამდენი უარი რა ამბავია?
„ბოლონიას” მწვრთნელმა ტიაგო მოტამ გასულ ზაფხულს „ნაპოლის” სათავეში ჩადგომაზე უარი თქვა. „გაძეტა დელო სპორტის” დღევანდელ ნომერში გამოქვეყნდა სტატია, რომელსაც ხელს ჟურნალისტი მაურიციო ნიკიტა აწერს. ის სვამს კითხვას: „არავის უნდა გახდეს „ნაპოლის” თავკაცი. რატომ?” თუ გავითვალისწინებთ, რომ ორიოდ დღის წინ ნეაპოლელთა პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ანტონიო კონტემაც უარით გაისტუმრა, შეიძლება ვთქვათ, რომ ნიკიტას დასმული კითხვა აქტუალურია....
დე ლაურენტისის სამი ბრძანება
გუშინ კასტელ ვოლტურნოში აურელიო დე ლაურენტისს, რუდი გარსიასა და „ნაპოლის” ფეხბურთელთა ჯგუფს შორის საუბარი გაიმართა. კლუბის მეპატრონეს სურდა ყველასთვის ეგრძნობინებინა თავისი გავლენა და დაადასტურა, რომ მომდევნო სამ თამაშში კვლავ ენდობა ფრანგ მწვრთნელს. ეს გახლავთ შეხვედრები „ვერონასთან”, „უნიონ ბერლინთან” და „მილანთან”. ADL-მ თქვა, რომ ამ სამ მატჩში სამ გამარჯვებას და ერთ მუშტად შეკრულ გუნდს ელოდება. აღსანიშნავია,...









