გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” ახალი ფეხბურთელი სამუელ ლინო დაიმატა. მას უკვე შეუძლია დღეს, „ნოტინგემ ფორესტთან” ითამაშოს. 22 წლის ბრაზილიელი გარემარბი „ღამურების” მეორე ახალწვეულია. პირველი გახლდათ 27 წლის სამუ კასტილეხო, „მილანიდან”. ლინო ესპანეთში ორი დღის წინ ჩავიდა და IMED ჰოსპიტალში სამედიცინო შემოწმებაც გაიარა. „ბედნიერი ვარ „ვალენსიაში” რომ გადმოვედი. მზად ვარ საქმეში შაბათსვე ჩავერთო”, — თქვა პორტუგალიური „ჟილ...
ჭდე: არტურ მელო
არტურ მელოს ღამურობის პერსპექტივა
25 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი არტურ მელო „იუვენტუსს” აღარ სჭირდება. ტურინის კლუბმა ყოფილ ბარსელონელს კარი გაუღო და ის კარიერის გაგრძელებისთვის კარგ ვარიანტს ელოდება. ბოლო ცნობების თანახმად, მელოს გადაბირებით ესპანური კლუბი, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” დაინტერესდა. „ღამურები” უკვე მისჯდომიან „ბებერი ქალბატონის” წარმომადგენლებთან მოლაპარაკებათა მაგიდას. მელოს შესახებ ინფორმაცია იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ გაავრცელა. ბრაზილიელს ისეთ გუნდში სურს თამაში,...
თავხედი არტური
„ბარსელონამ” არტურ მელოს წინააღმდეგ სადისციპლინო პროცესი წამოიწყო. ასეთი გახლავთ კლუბის რეაქცია 23 წლის ფეხბურთელის გადაწყვეტილებაზე, არ შეუერთდეს თანაგუნდელებს და „ნაპოლის” წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში არ ითამაშოს. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი სექტემბრიდან „იუვენტუსში” გამოვა. კლუბებს შორის შეთანხმება მიღწეულია. არტურის კონტრაქტი ხუთწლიანია. „ბებერი ქალბატონი” 72 მილიონ ევროს იხდის, რასაც გარემოებათა მიხედვით შეიძლება კიდევ 10 მილიონი დაემატოს. გარიგებაში შედის...
ის დახვრიტეს!
ბრაზილიელი არტურ მელო ტურინშია. მან სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს და „იუვენტუსთან” კონტრაქტს მოაწეროს ხელი. 23 წლის ნახევარმცველი იტალიის ჩემპიონ გუნდში ხუთ სეზონს დაჰყოფს და წელიწადში 7 მილიონ ევროს მიიღებს. მისი ტრანსფერის შემადგენელი ნაწილი 30 წლის ბოსნიელი მირალემ პიანიჩის საპირისპირო მიმართულებით, „ბებერი ქალბატონიდან” „ბარსაში” გადაბარგებაა. ფეხბურთელს, რომელმაც იტალიისკენ გაფრენის წინ, როგორც ბარსელონელმა, ვიგოში, „სელტას” წინააღმდეგ ითამაშა,...
ეს იგივე გუნდია
„რეალმა” სან სებასტიანში „რეალ სოსიედადს” რომ მოუგო, ჩვენ კატალონიური „სპორტის” მიმოხილვა შემოგთავაზეთ. გუშინ, როდესაც „ბარსელონამ” ვიგოში „სელტასთან” 2:2 ითამაშა, გთავაზობთ მადრიდულ „მარკაში” დაწერილ გარჩევას. შეგახსენებთ, რომ 20 აპრილამდე „ბარსა” ლა ლიგის ცხრილში ლიდერობდა, მაგრამ როდესაც „სევილიას” ვერ მოუგო (0:0), სატურნირო რეალობა შეიცვალა: იმ დღის მერე თუკი ესპანური დოღის მონაწილე ორივე გუნდი ყველა დარჩენილ შეხვედრას მოიგებდა...
არშემდგარი ჩავი იუვეში მიდის
„ბარსელონა” არტურ მელოს „იუვენტუსში” გაყიდვას დაყაბულდა. არტური 23 წლის ბრაზილიელია, რომელმაც „კამპ ნოუზე” 2018-2020 წლებში 47 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა. ის ნახევარმცველი გახლავთ, რომლისგანაც კატალონიაში მეტს ელოდნენ. ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში ვრცელდება ლეო მესის ძველი ინტერვიუ, სადაც ის მელოს აქებს და თვით ჩავისაც კი ადარებს. „არტური ძალიან ჰგავს ჩავის, — ამბობდა მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელი,...
არტური არ დაშავდება
23 წლის ბრაზილიელი არტურ მელო სინგაპურს გაემგზავრა, სადაც სელესაოს შემადგენლობაში სენეგალისა და ნიგერიის ნაკრებებს უნდა ეთამაშოს. არტური, მოგეხსენებათ, „ბარსელონას” ფეხბურთელია, რომელმაც სეზონი მძიმედ დაიწყო, მაგრამ თანდათან ფორმაში ჩადგა და უკვე ორი გოლიც შეაგდო. ესპანეთის ჩემპიონს კარგად ათამაშებული ფეხბურთელის ნაკრებში გაშვება არ უნდოდა, მაგრამ თავად ნახევარმცველმა ასე თქვა: „ბარსელონელების კარგად მესმის, მაგრამ ჩემთვის, ისევე როგორც სხვებისთვის,...






