არტურ მელოს ღამურობის პერსპექტივა

Home სიახლეები არტურ მელოს ღამურობის პერსპექტივა
არტურ მელოს ღამურობის პერსპექტივა

25 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი არტურ მელო „იუვენტუსს” აღარ სჭირდება. ტურინის კლუბმა ყოფილ ბარსელონელს კარი გაუღო და ის კარიერის გაგრძელებისთვის კარგ ვარიანტს ელოდება. ბოლო ცნობების თანახმად, მელოს გადაბირებით ესპანური კლუბი, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” დაინტერესდა. „ღამურები” უკვე მისჯდომიან „ბებერი ქალბატონის” წარმომადგენლებთან მოლაპარაკებათა მაგიდას.

Arthur Melo of Juventus runs with the ball during the UEFA Champions League Group G stage match between FC Barcelona and Juventus at Camp Nou on...მელოს შესახებ ინფორმაცია იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ გაავრცელა. ბრაზილიელს ისეთ გუნდში სურს თამაში, სადაც ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული ექნება და ნაკრების ხელმძღვანელობას თავს მოაწონებს. წლეულს ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატია და ნახევარმცველს ცხადია მასში მონაწილეობა სურს. აქედან გამომდინარე, „მესტალიაზე” გადაბარგება მელოსთვის კარგი ვარიანტია, მით უფრო, რომ „ვალენსიას” მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ მის ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო.

ამ ზაფხულში „ვალენსიამ” ჯერჯერობით ერთადერთი ფეხბურთელი სამუ კასტელეხო დაიმატა, რაც აშკარად ცოტაა. მელოს შეძენას წინ არაფერი უდგას, მაგრამ არის ერთი უხერხულობა: მას ევროკავშირის პასპორტი არ აქვს და „ღამურებს” მოუწევთ არა-ევროკავშირელის ადგილი გამოუყონ.