შვიდ პირს ოფიციალურად წარუდგინეს ბრალი დიეგო მარადონას სიკვდილში. მათ 8-დან 25 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ჯერჯერობით პროკურატურამ მკაცრი აღკვეთის ღონისძიებებზე უარი თქვა და ბრალდებულებს არგენტინის ტერიტორიის დატოვება აუკრძალა. პროკურატურის დასკვნაში ნათქვამია, რომ „დიეგო მარადონას ჯანმრთელობით დაკავებული ჯგუფის მოქმედებები იყო არაადექვატური, გაუაზრებელი, არასრულფასოვანი და პაციენტის მდგომარეობა ბედს მიანდეს“. შეგახსენებთ, დიეგო მარადონა გასული წლის ნოემბერში 60 წლის ასაკში...
ჭდე: არგენტინა
კორონამ ლუკე შეიწირა
კორონავირუსთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა 71 წლის ლეოპოლდო ლუკე. 1978 წლის არგენტინელი მსოფლიო ჩემპიონი. ლუკეს ვირუსი 30 დეკემბერს დაუდასტურდა. ის თვითიზოლაციაში გადავიდა. მალე სუნთქვის უკმარისობის გამო თავი შეუძლოდ იგრძნო. 4 იანვარს ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ერთ ხანს კომაში იყო. საბოლოოდ, გულის უკმარისობის მიზეზით 15 თებერვალს გარდაიცვალა. ლუკე იმ ლეგენდარული არგენტინის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო, რომელმაც 1978 წელს...
საქართველო პუმებში
საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ თუ კვლავ არ ჩაერია კორონავირუსის პანდემია, მომავალი წლის ივლისში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები არგენტინას ეწვევა და „ლოს პუმასთან“ სატესტო მატჩს გამართავს. ამ ინფორმაციას რაგბის კავშირში არ ადასტურებენ, მით უფრო რომ იქ ამისთვის არავის ცხელა – 30-ში ხომ საპრეზიდენტო არჩევნებია… არგენტინულ პრესაში კი ეს ინფორმაცია ისეა გავრცელებული, როგორც უტყუარი, თან წერენ, არგენტინის...
ლამაზი ჟესტი
არგენტინისა და ახალი ზელანდიის მორაგბეთა ნაკრებების მატჩის დაწყებამდე არგენტინული პუბლიკა და „ლოს პუმასის“ სრული შემადგენლობა „ოლ ბლექსის“ საბრძოლო რიტუალის – ჰაკას საცქერლად გაემზადა, მაგრამ ზელანდიელთა ჯგუფს მათი კაპიტანი სემქეინი გამოეყო, მინდვრის ცენტრალურ წერილთან მივიდა, თან ჩანდა, რომ ხელში ქსოვილის შავი ნაჭერი ეკავა. ყველას ეგონა, რომ კაპიტანი ჰაკას დაწყების ნიშანს მისცემდა, მაგრამ ქეინმა ხსენებული ნაჭერი გაშალა,...
მარადონას დაკრძალვამ არეულობით ჩაიარა
დიეგო არმანდო მარადონა ბოლო გზაზე მცირე რაოდენობის ადამიანმა გააცილა. ის ბუენოს აირესის მახლობლად, Bella Vista-ს სასაფლაოზე მშობლების გვერდით დაკრძალეს. პროცესი დახურულ ფორმატში იყო და მასში მონაწილეობა მხოლოდ დიეგოს შინაურებმა და ახლობლებმა მიიღეს. თუმცა, ხალხს, ვისთვისაც მარადონა მართლაც ღმერთი იყო, სასაფალაომდე არ მიუტოვებია. გამოსამშვიდობებელი ცერემონიის შემდეგ, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და უამრავი გულშემატკივარი შეკრიბა, ათასობით ადამიანმა...
ახლა ლეოზე ჰკიდია…
„ბარსელონა“ მესის გარეშე? ასეთი სცენარი სრულიად მოსალოდნელია, ოღონდ სულ სამ მატჩში და ისიც იმ შემთხვევაში, თუ ლეო არგენტინის ნაკრებს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრებში დაეხმარება. არგენტინის ეროვნული გუნდი 8 ოქტომბერს ეკვადორს, ხუთი დღის შემდეგ კი ბოლივიას ეთამაშება. თუ ნაკრების დახმარებას გადაწყვეტს, მესი სულ მცირე 14 დღით ადრე უნდა გაემგზავროს, რათა მატჩებამდე სავალდებულო კარანტინი გაიაროს....
მესის დისკვალიფიკაცია მოუხსნეს
საინტერესო შემთხვევა მოხდა კონმებოლში – ორგანიზაციამ ლეო მესის წითელი ბარათის გამო მიღებული დისკვალიფიკაცია მოუხსნა. წინა ზაფხულს კოპა ამერიკის მე-3 ადგილისთვის არგენტინა-ჩილეს (2:1) შეხვედრისას მესიმ წითელი ბარათი მიიღო. კონმებოლმა არგენტინელს ამის გამო ერთთამაშიანი დისკვალიფიკაცია და 1.500-დოლარიანი ჯარიმა გამოუწერა. არგენტინის ფეხბურთის ფედერაციამ მესის წითელი ბარათი გაასაჩივრა, რაც დაკმაყოფილებული იქნა. 33 წლის ფეხბურთელს უახლოეს სანაკრებო შეხვედრაში შეეძლება მონაწილეობის...
გიოტცე უკვე წავიდა
მარიო გიოტცე „დორტმუნდს“ სეზონის ბოლოს დატოვებს, თუმც ის უკვე სახლშია. გერმანული მედიის ცნობით, ფეხბურთელმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ შინ დაბრუნდეს და პირველი შვილის დაბადებით დატკბეს. ისე კი ბუნდესლიგის რეგლამენტის თანახმად, გუნდთან ერთად ისეც ვერ ივარჯიშებდა. მიზეზი, ცოლთან სამშობიაროში ხშირი ვიზიტები გახდა. მარიო „დორტმუნდის“ აღზრდილია. გუნდში 2008 წლიდან 2013 წლამდე თამაშობდა, საიდანაც მიუნხენის „ბაიერნში“ გადავიდა. 2016 წელს...
90 კგ საჭმელი მარადონას მაისურში
დიეგო არმანდომ კორონავირუსით დაზარალებული უღარიბესი არგენტინული რეგიონისთვის საქველმოქმედო აქცია ჩაიფიქრა. საამისოდ მან ლატარეაში გასათამაშებლად 1986 წლის ტრიუმფალური მსოფლიოს ჩემპიონატისას ნაცვამი და ავტოგრაფით გაფორმებული მაისურა არ დაინანა. მაისურა ლატარეაში მათ შორის გათამაშდა, ვინც ღარიბებისთვის პროდუქტები, დამცავი ნიღბები და ანტისეპტიკები გაიღო… საოცარი კია, მაგრამ აქციით მხოლოდ 90 კილოგრამი საკვების შეგროვება მოხერხდა.
სანამ კორონა გადივლიდეს…
იხ. დასაწყისი გაათავისუფლეთ ფინალის მსაჯი! კურიოზული აღმოჩნდა მსოფლიოს სულ პირველი, 1930 წლის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა მასპინძელ ურუგვაისა და არგენტინას შორის. ქვეყნებს შორის დაძაბული ურთიერთობის გამო ყველა მსაჯს ეშინოდა ქომაგების მხრიდან შესაძლო შურისძიების. ერთადერთი, ვინც გარისკა, ბელგიელი ჯონ ლანგენუსი იყო. ორგანიზატორები მშვიდად იყვნენ, მაგრამ მოვიდა მატჩის დაწყების დრო და… სადაა ბელგიელი?! ფინალური მატჩის წინ აჟიოტაჟმა პიკს...








