ჭდე: ამერიკ ლაპორტი

Home ამერიკ ლაპორტი
სიტის ზედიზედ მეოთხე კარაბაო
ჩანაწერი

სიტის ზედიზედ მეოთხე კარაბაო

როგორც კი ინგლისში დადგა დღე, როდესაც ჩვეულებრივი ცხოვრების მაგვარი ქცევა შესაძლებელი გახდა, ტრიბუნიდან დინ მარტინის სიმღერა გაისმა… თუმცა, ამ შემთხვევაში უმჯობესი იქნება თუ ვიტყვით, რომ აჟღერდა „მანჩესტერ სიტის” ჰიმნი „ლურჯი მთვარე”. „უემბლიზე” „სიტის” 2 ათასი ფანი შეუშვეს. მათი ხმა პეპ გვარდიოლასა და მის ბიჭებს ათეულობით ათასის გუგუნად ესმოდათ. სულ სტადიონის კარი 8 ათას გულშემატკივარს გაუღეს...

ოფიციალურად: კორონა სიტიში
ჩანაწერი

ოფიციალურად: კორონა სიტიში

მანჩესტერ სიტის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მცველმა ემერიკ ლაპორტმა და ნახევარმცველმა რიად მაჰრეზმა კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხები მიიღეს. ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის თანახმად, ორივე თვითიზოლაციაშია გადასული. ავადმყოფობა უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ძირითადი გუნდის ორი წევრის გამოკლება გვარდიოლას სერიოზულ პრობლემას უქმნის. „სიტის“ ხომ უკვე 21 სექტემბერს პრემიერლიგის პირველ ტურში „ვულვზთან“ უწევს სტუმრობა.