ჩავი ყატარული “ალ სადიდან” წამოვიდა და “ბარსელონას” მთავარ მწვრთნელად მისი დანიშვნა ოფიციალურად ხვალ, პარასკევს გამოცხადდება. “ბარსელონამ” ყატარში მთელი დელეგაცია მიავლინა კლუბის ვიცე-პრეზიდენტ რაფა იუსტეს მეთაურობით. მას კლუბის დირექტორი მატეო ალემანიც ახლდა. შეიხებთან მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა, რაშიც დიდი როლი თავად ჩავიმ ითამაშა – ის პირადად იჯდა მოლაპარაკების მაგიდასთან. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, ჩავის დებიუტი “ბარსას”...
ჭდე: ალ სადი
როგორი ფეხბურთის მიმდევარია ჩავი?
ჯერ ოფიციალურად არ დამტკიცებულა, მაგრამ ჩავი ერნანდესი რომ „ბარსელონას“ მწვრთნელი გახდება, ამაში ეჭვი აღარავის ეპარება. მან სამწვრთნელო გამოცდილება ყატარის კლუბ „ალ სადში“ შეიძინა, სადაც დიდ წარმატებებს მიაღწია. თუნდაც ის რად ღირს, რომ „ალ სადის“ ათი ფეხბურთელი ქვეყნის ეროვნული ნაკრების წევრია. ესპანურმა გაზეთმა „მარკამ“ ყატარს მიავლინა თანამშრომელი, რომელიც ჩავის ვარჯიშებს დაესწრო და სცადა შთაბეჭდილება შეექმნა, თუ...
სერხი დაიწყებს, ჩავი შეუერთდება
„ბარსელონას“ დროებითი მწვრთნელი, გუნდის ყოფილი ფეხბურთელი (1993-2002) 49 წლის სერხი ბარხუანი უკვე შეხვდა პირველი გუნდის მოთამაშეებს. „ბლაუგრანამ“ დრო არ დაკარგა და რონალდ კუმანის თანამდებობიდან მოხსნისთანავე შეარჩია კაცი, რომელიც საქმეს მომავალი მთავარი მწვრთნელის ჩავის ესპანეთში დაბრუნებამდე გაუძღვება, შემდეგ კი სავარაუდოდ მის ასისტენტად იმუშავებს. თავდაპირველად ყველას ეგონა, რომ რამდენიმე თამაშით „ბარსას“ გაძღოლას „ლა მასიას“ ანუ კლუბის აკადემისს...
ჩავიმ თქვა
როგორც კი „ბარსელონამ” გამოაცხადა, რომ მწვრთნელის თანამდებობაზე რონალდ კუმანს ტოვებს, კლუბის ლეგენდამ ჩავი ერნანდესმა „ლა ვანგუარდიასთან” ინტერვიუში დუმილი დაარღვია. ჰოლანდიელის სამსახურიდან გაშვების შემთხვევაში ჩავი „ბლაუგრანას” მწვრთნელობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იყო. „ჩემდა საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, „ბარსელონას” უკვე ორჯერ ვუთხარი უარი. ხან ოჯახს ვიმიზეზებდი, ხან პროფესიულ ფაქტორებს, ხანაც კონტრაქტს. „ბარსასთვის” უარის თქმა ყოველ ჯერზე ძალიან მძიმე იყო,...
ბარსელონას ქომაგების სამწუხაროდ
უკვე კარგა ხანია დადის ხმები, რომ „ბარსელონას” ლეგენდა ჩავი ერნანდესი „კამპ ნოუზე” დაბრუნდება. ჩავის კატალონიაში ბევრი რონალდ კუმანის შემცვლელად განიხილავს, მაგრამ ესპანეთის რვაგზის ჩემპიონმა და ჩემპიონთა ლიგის ოთხგზის გამარჯვებულმა ქომაგებს იმედი გაუცრუა. „ალ სადის” თავკაცმა გადაწყვიტა კონტრაქტი ყატარის კლუბთან გაახანგრძლივოს. პრეს-კონფერენციაზე ჩავიმ განაცხადა, რომ „ბარსაში” მისი შესაძლო გადასვლის ამბავი ტყუილია. „სადაცაა „ალ სადთან” განვაახლებ კონტრაქტს....
ჩავის კორონამ მიაკითხა
კორონავირუსი ავტორიტეტებს არ ცნობს და ამჯერად, ყატარული „ალ-სადის“ მთავარ მწვრთნელ ჩავი ერნანდესს მიაკითხა. „კორონავირუსის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. საბედნიეროდ, თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ იზოლაციის წესებს, ცხადია, დავიცავ. შინ ვიქნები, ვიდრე არ გამოვჯანმრთელდები. ძველებურ გრაფიკს მაშინ დავუბრუნდები, როცა ექიმი ნებას დამრთავს. მოედანზე შევხვდებით“, – წერს ჩავი საკუთარ „ინსტაგრამზე“. ყატარში კორონავირუსის 109.036 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან გამოჯანმრთელება 105.750...





