ჯენარო გატუზომ ამხანაგური თამაშები მეტად ორიგინალურად დაგეგმა. როგორც AS წერს, ვინაიდან თანამედროვე ფეხბურთში დატვირთვებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, „ვალენსიას” ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ისე მოაწყოს, რომ მოსამზადებელი პერიოდის ბოლოს ყველა ფეხბურთელს მოუწიოს თამაშმა — მოგეხსენებათ, „ღამურები” ლა ლიგის პირველობას 31 დეკემბერს „ვილიარეალთან” შეხვედრით განაახლებენ. ორშაბათიდან „ვალენსია” უკვე ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმით განაგრძობს ცხოვრებას, დღეს კი გუნდი ჰოლანდიურ „ალკმაარს” შეხვდება,...
ჭდე: ჯენარო გატუზო
მამარდას და ვალენსიას უახლოესი გეგმები
„ვალენსიამ” მეორე სეზონისწინა შეკრება დაგეგმა. ფეხბურთელები, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატში არ მონაწილეობენ ჯენარო გატუზომ ერთ კვირაზე მეტი ხნით დაასვენა. შაბათს, 26 ნოემბერს გიორგი მამარდაშვილი და მისი თანაგუნდელები კლუბში გამოცხადდებიან. „ღამურების” ხელმძღვანელობას ოთხი ამხანაგური შეხვედრა აქვს დანიშნული. ეს მატჩები პარასკეობით გაიმართება, შემდეგ იქნება უქმეები და ორშაბათობით გუნდი წვრთნას განაახლებს. თუმცა, ბოლო ამხანაგური ხუთშაბათს, 22 დეკემბერს არის დაგეგმილი,...
ერთადერთი ვალენსიელი, ვინც მოედანზე ყველა წუთი დაჰყო
თუკი ჯენარო გატუზომ „მესტალიაზე” ჯერჯერობით რამეს მიაღწია, ეს მეტ-ნაკლები წარმატებით ახალი სტილის დანერგვა გახლავთო, წერს „სუპერდეპორტეს” ჟურნალისტი ივან კარსი. ფაქტია, რომ რინომ თავისი იდეების ხორცშესხმა იმთავითვე კონკრეტული ტიპის თერთმეტ მოთამაშეზე დაყრდნობით სცადა, მაგრამ ტრავმებმა და დისკვალიფიკაციებმა იტალიელი მწვრთნელი აიძულა გეგმების ნაწილი პირველ ორ კვირაშივე შეეცვალა. შედეგად, მივიღეთ, რომ დღეისათვის „ვალენსიაში” არის სამი ხელშეუხებელი ფეხბურთელი: გიორგი...
ვალენსიას მცველებო, დაანებეთ გიორგის თავი
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” სან სებასტიანში რეალ სოსიედადთან 1:1 ითამაშა. ეს გახლდათ მატჩი, რომლის მიმოხილვას თითქმის ყველა ესპანურ საიტსა თუ გამოცემაში სათაურად ჰქვია „ვალენსიელებმა ათ მოწინააღმდეგეს ვერ მოუგეს” ან რაღაც ამის მაგვარი, მაგრამ სანამ ათი კაცის ამბავზე გადავიდოდეთ, ქართველი მეკარის შესახებ ვთქვათ. AS გიორგიზე ორი სიტყვით წერს: „ცოტა საქმე ჰქონდა. გაშვებული გოლი მისი ბრალი არ იყო”....
გატუზო და ჩავი სხვადასხვა თამაშებს უყურებდნენ
„ვალენსიამ” „ბარსელონასთან” 0:1 წააგო. გოლი 90+3 წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა, რომელსაც „მარკას” აზრით მთელი შეხვედრის განმავლობაში არაფერი გაუკეთებია, მაგრამ… რაფინიას ბოლო წამის პასს აუხტა და გიორგი მამარდაშვილის კარში შეაგდო. გიორგიმ პირველ ტაიმში მასთან პირისპირ შესულ ანსუ ფატის არ გაატანინა, კარიდან გამოვიდა და ბურთს გზა გადაუღობა. ფატის დარტყმული მას სახეში მოხვდა. სულ დასაწყისში კი იყო ერთი...
გატუზო: მე რომ დავრბოდი ჩავი თამაშობდა
დღეს გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” „ბარსელონას” მასპინძლობს. მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე „ღამურების” მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ მოახლოებულ შეხვედრაზე ილაპარაკა. ვინ აკლია გუნდს: პრობლემები ნახევარდაცვაში გვაქვს და არა დაცვაში. უკანა ხაზში მხოლოდ დიაკაბი გვაკლია, შუა ხაზში კი ნიკო და იუნუსი არ გვეყოლება. ფულკიე: ვერ გეტყვით იქნება თუ არა მოედანზე. ჯერ კიდევ კარგად უნდა მოვიფიქროთ, როგორ უნდა ვითამაშოთ „ბარსას” წინააღმდეგ და...
ვაითუ პრობლემა მენტალური არ არის, რინო
რინო, ვაითუ ეს მენტალური პრობლემა არ არის. „ვალენსიას” მეორე ტაიმებში ერთი და იგივე მოსდის, ჯენარო გატუზო კი ამას მენტალურ პრობლემად აღიქვამს, ლაპარაკობს საკუთარი თავის რწმენაზე და ერთი-ორჯერ სიტყვა დამოკიდებულებაც კი წამოცდა. „პირველი სირთულე ის არის, რომ ჩვენ მენტალური ხასიათის პრობლემები გვაქვს. ვფიქრობ, გუნდის ნაკლი ფიზიკური არ არის. ბუნებრივია, როდესაც გეშინია, რომ ვერ მოიგებ ან როდესაც...
ყველა ტურში გუნდის გადარჩენა შეუძლებელია
„ვალენსიამ” შინ წააგო „მალიორკასთან” — 1:2. „მარკა” წერს, რომ საპრესკონფერენციო დარბაზში შესულ „ღამურების” მწვრთნელს, იტალიელ ჯენარო გატუზოს მარცხის სიმწარე სახეზე ეწერა. ხელის მოცარვას ის თავის თავს აბრალებდა: „წაგება ჩემი ბრალია, რადგან დღეს უკანმოუხედავად მოვიწადინე მოგება, მოედანზე მარკოს ანდრე და უგო დურო შევიყვანე, რამაც ცუდი შედეგი მოიტანა. მე გამარჯვება, მინდოდა, მაგრამ მოვლენათა ფორსირებამ ვერ გვიშველა. მარცხზე...
გატუზო: მეშინოდა, რომ წავაგებდით
„ვალენსიას” მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ „ელჩესთან” 2:2-ის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. რით ხსნით „ვალენსიას” არასტაბილურობას? პირველ ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ, მეორეში კი ერთმანეთს ბევრი უზუსტო პასი გადავაწოდეთ. ყველაფერში შეცდომებს ვუშვებდით. ბევრი ფეხბურთელი მეტოქის რიგებში არ შერბოდა. აი, ეს იყო პრობლემა. ნორმალური იქნებოდა პირველი ტაიმის პირველ 20 წუთში სამი გოლი რომ გაგვეტანა. თამაშამდე ამბობდით, რომ ეს შეხვედრა...
გატუზო: მაშინ შინ დავრჩები და ძაღლს ვეთამაშები
დღეს გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” აუტსაიდერ „ელჩეს” მასპინძლობს. თამაშის წინა საღამოს „ღამურების” მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ პრეს-კონფერენცია გამართა. „ელჩეს” ახალი მწვრთნელი ჰყავს. მას არგენტინელი ხორხე ალმირონი დაუბრუნდა. როგორ უნდა გააანალიზოთ გუნდი, რომელმაც თქვენთან თამაშის წინ თავკაცი შეცვალა? ალმირონი არის მწვრთნელი, რომელმაც თავისი მიდგომებს გადახედა, თუმცა სამ დღეში „ელჩეში” ყველაფერს ვერ შეცვლიდა. ამ შეხვედრაში ფავორიტად ჩვენ მიგვიჩნევენ და...









