„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მცველი რიო ფერდინანდი ფიქრობს, რომ „ლივერპულის“ თავდამსხნელი დივოკ ორიჯი, მისი ყოფილი თანაგუნდელის ანალოგიური ვარიანტია – რასაც აკეთებდა ოლე გუნარ სულშერი ორიჯიც იგივეს იმეორებსო. შეგახსენებთ, ნორვეგიელს 91 გოლიდან 17 თამაშში შეცვლაზე შესულს აქვს გატანილი. ინგლისურად ამას უწოდებენ ,,super sub”-ს, ანუ სუპერშეცვლა, ჩვენებურად – ოქროს სათადარიგო. თამაშში ჩართვის შემდეგ გატანილი გოლებით, ოლემ „მანჩესტერს“ ბევრი...
ჭდე: ჯეიმი კარაგერი
ვეტერანები ერთმანეთს მისდგნენ
ინგლისში ერთმანეთს ვეტერანებმა შეუტიეს. ჯეიმი კარაგერი და რიო ფერდინანდი ნაკრებში თანაგუნდელები იყვნენ, მაგრამ „სიბერეში“ ერთმანეთზე მწარეების ლაპარაკი დაიწყეს. ჯერ ფერდინანდმა თქვა კარაგერზე აუგი, მერე კი კარაგერმა უპასუხა. ყველაფერი კარაგერის და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი კაპიტნის როი კინის ცხარე კამათით დაიწყო. კამათის მიზეზი გახლდათ კრიშტიანუ რონალდუ. კინმა პორტუგალიელი აქო, „ლივერპულის“ ყოფილმა ვარსკვლავმა კი აკრიტიკა. ფერდინანდის კომენტარიც ამის...
რონალდუს გოლები მაინც გააქვს
„ლივერპულის“ ლეგენდა, ინგლისელი სატელევიზიო ექსპერტი ჯეიმი კარაგერი ამბობს, რომ ლეო მესი, რომელსაც ბევრი 2021 წლის „ოქროს ბურთის“ უპირობო კანდიდატად მიიჩნევს, ყველა ღონე ხმარობს კრიშტიანუ რონალდუს რომ არ ჩამორჩეს. მესი ახალი სეზონის წინ „ბარსელონადან“ „პარი სენ ჟერმენში“ გადავიდა და ახალ ადგილს იოლად ვერ შეეგუა. არგენტინელმა ყველა შეჯიბრებაში ჩატარებულ 10 შეხვედრაში მხოლოდ 4 გოლი გაიტანა და 2...
კარაგერი: არა, რონალდუს!
ჯეიმი კარაგერმა თქვა, რომ კრიშტიანუ რონალდუ „ლივერპულისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ერთობლივ საუკეთესო თერთმეტეულში ვერ მოხვდებოდა, იურგენ კლოპი პორტუგალიელს ამ ორი გუნდის ნაკრებში არ აიყვანდაო. არადა, რაც „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდა, 36 წლის ვარსკვლავმა ყველა შეჯიბრების 7 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა. კვირას, 24 ოქტომბერს, რონალდუ კარიერაში მეცამეტედ ითამაშებს „ლივერპულის“ წინააღმდეგ. კლოპის გუნდი „ოლდ ტრეფორდს“ სტუმრობს. მერსისაიდელთა ყოფილი...
სალაჰი – ყველა დროის საუკეთესო
ინგლისური „ლივერპულის“ ყოფილმა მცველმა ჯეიმი კარაგერმა საკმაოდ ვრცელი ინტერვიუს უდიდესი ნაწილი მოჰამედ სალაჰს დაუთმო. „როცა „ლივერპულის“ ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეულზე ფიქრობ, არიან ფეხბურთელები, რომლებზეც შეგიძლია თქვა: „ეს მისი ადგილია!“ ვინ? ალან ჰანსენი, გრემ სუნესი, ჯონ ბარნსი, სტივენ ჯერარდი, იან რაში და კენი დალგლიში. ამ ფეხბურთელებს თავიან პოზიციებზე იდეალურ 11-ეულში ადგილს ვერავინ შეეცილება. და როცა შეტევის მარჯვენა...
ჩემი შენსას სჯობსო
გარი ნევილი და ჯეიმი კარაგერი სტუდიაში შეკამათდნენ. ისინი ვერ შეთანხმდნენ, „მანჩესტერ სიტისა“ და „ჩელსის“ შემდეგ „ლივერპული“ გავა მესამე ადგილზე თუ „მანჩესტერ იუნაიტედი“. „სქაი სპორტის“ ექსპერტები გადაცემაში „ორშაბათ ღამის ფეხბურთი“, პროგნოზებს ამბობდნენ. ისინი შეთანხმდნენ, რომ ჩემპიონი ულაპარაკოდ „სიტი“ გახდება, მეორეზე კი „ჩელსი“ გავა. დავა მესამე ადგილმა გამოიწვია. კარაგერი „ლივერპულს“ უჭერდა მხარს, ნევილი კი „იუნიტედს“ — როგორც...
ჩაბი ალონსოს ხუთეული
„ლივერპულის”, „რეალისა” და „ბაიერნის” ყოფილმა ვარსკვლავმა ჩაბი ალონსომ თავისი ხუთი რჩეული ფეხბურთელი დაასახელა. ალონსომ ხანგრძლივი კარიერის მანძილზე ბევრი დიდი ვარსკვლავის მხარდამხარ თუ წინააღმდეგ ითამაშა, ხოლო მისმა ძველმა თანაგუნდელმა ჯეიმი კარაგერმა თავის პოდკასტში The Greatest Game მათგან რამდენიმეს გამოყოფა სთხოვა. კარაგერმა ბასკს ხუთკაცა ფეხბურთის „დრიმ თიმი” შეადგენინა. ალონსომ, რომელიც დღეს „რეალ სოსიედადის” B გუნდს წვრთნის, თავისი...
ერთგულები და… თითქმის ერთგულები
კარიერა ერთ კლუბში. არც ერთი მატჩი სხვა კლუბში… არიან ფეხბურთელები რომლებიც მხოლოდ ერთ კლუბთან ასოცირდებიან და თითქმის მთელი კარიერა ერთ ადგილას გაუტარებიათ (მაგ. ჯიჯი ბუფონი, სტივენ ჯერარდი) მაგრამ სწორედ ეს „თითქმის“ არის ის, რის გამოც ისინი „ყველაზე ერთგულ 11 საუკეთესოს“ შორის ვერ მოხვდნენ… აქ კი იმ ვარსკვლავების თერთმეტეული ნახეთ, რომლებიც ბოლომდე ერთი კლუბის ერთგულები დარჩნენ....
ექვსი ახალი შემთხვევა პრემიერლიგაში
პრემიერლიგაში ჩატარებულმა ტესტებმა ექვს ადამიანს დაუდგინა covid 19, მათ შორის ერთ-ერთი „უოტფორდის” მოთამაშეა. გუნდები საწვრთნელ პროცესს ამ კვირაში დაუბრუნდნენ. სულ 748 ტესტი ჩატარდა. კორონავირუსით დაავადებული ფეხბურთელის ვინაობას უოტფორდელები ჯერჯერობით მალავენ, ამ კლუბზე კი ყურადღება იმიტომ გავამახვილეთ, რომ ბოლო პერიოდში მისმა მოთამაშემ ტროი დინმა „პროექტის განახლების” წინააღმდეგ ბრძოლით გამოიჩინა თავი და ახლა თავისი სიმართლის არგუმენტებით გამყარებას...
მოგატყუეთ!
ჯეიმი კარაგერმა ჯონ ტერისთან ლაპარაკში ფერნანდო ტორესის „ლივერპულიდან” „ჩელსიში” გადასვლის ამბავი გაიხსენა და თქვა, მაშინ, ჩვენ, ლივერპულელებმა, ძალიან კარგად ვიცოდით, რომ გატყუებდით, ტორესი 50 მილიონი ნამდვილად აღარ ღირდა და რომ მოტყუვდით, გაოცებისგან პირი დავაღეთო. „ენფილდის” ლეგენდამ დასძინა, რომ 2011 წელს „ელ ნინო” უკვე თავისი თავის ჩრდილიღა იყო. ფერნანდო ტორესი „ლივერპულში” „ატლეტიკოდან” 2007 წელს გადავიდა და...









