ის, რაც გერმანულმა კლუბმა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს დამართა, ვერცერთ გერმანულ ფილმში ვერ ვიხილავდით. ბავრიელებმა რვა ბურთი გაუტანეს „ბარსელონას“ და სულ თავ-ბედი აწყევლინეს. კიკე სეტიენი და მისი სამწყსო ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდნენ თამაშის ასეთ განვითარებას. თავად კიკე სეტიენიც, როცა ეს სტრიქონები იწერება, ვეჭვობოთ, რომ უკვე უსამსახუროდ არის… მატჩის მინდინარეობას აღარ მოვყვებით… შესაძლოა, ცოტა ზედმეტი...
ჭდე: ჩემპიონთა ლიგა
ნინუა პაოკში ითამაშებს
თბილისის „დინამოს“ 21 წლის ნახევარმცველის, ნიკა ნინუას სატრანსფერო საგა დასრულდა – ის ბერძნული „პაოკის“ ფეხბურთელი გახდა. კონტრაქტი 4-წლიანი იქნება, იქამდე გამოსასყიდი თანხა კი 10 მილიონი ევრო. გეხსომებათ, ნინუას გადაბირება თურქულ გრანდ „ბეშიქთაშსაც“ სურდა, მაგრამ ლეგიონერების ლიმიტის გამო ეს ტრანსფერი ჩაიშალა. საბოლოოდ, ნინუან ღუზა სალონიკში ჩაუშვა. „პაოკი“ საბერძნეთის სუპერლიგაში მეორე ადგილზე გავიდა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო...
რა მოხდა სიმეონეს და ნაგელსმანს შორის შესვენებისას?
ახალგაზრდა გერმანელმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა გამოცდილი და სახელოვანი დიეგო სიმეონე ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან გამოთიშა. ნაგელსმანი 33 წლისაა, სიმეონე ორმოცდაათის. სხვა სიტყვებით, „ლაიპციგმა” მადრიდის „ატლეტიკოს” 2:1 მოუგო. რატომ გავუსვით ხაზი მწვრთნელების ამბავს? მატჩის დამთავრების შემდეგ ნაგელსმანმა ისეთი კომენტარი გააკეთა, რომ მასა და მის არგენტინელ ოპონენტს შორის აშკარად შავმა კატამ გაირბინა. როდესაც ტელეკომპანია „სქაიმ” გერმანელს ჰკითხა მწვრთნელების...
19-ში, დინამოზე
გაირკვა ჩემპიონთა ლიგის მატჩის, თბილისის „დინამოსა“ და ალბანური „ტირანას“ ჩატარების თარიღი და დრო. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საფეხბურთო ტურნირის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა 19 აგვისტოს 21:00 საათზე დაიწყება. მატჩს თბილისის ,,დინამო არენა” უმასპინძლებს. ქართულ-ალბანურ დაპირისპირება მაყურებლის გარეშე ჩაივლის. შეგახსენებთ, რომ პირველი ეტაპის გადალახვის შემთხვევაში „დინამო“ სერბულ „ცრვენა ზვეზდასა“ და გიბრალტარის გუნდ „ევროპას“ შორის გამარჯვებულს თბილისში შეხვდება....
რვიდან ექვსს ლიგა არასდროს მოუგია
კორონავირუსის პანდემიით განპირობებულმა იძულებითმა პაუზამ ჩემპიონთა ლიგას ფორმატი შეუცვალა. შედეგად, მივიღეთ მდგომარეობა, როდესაც თასი შესაძლოა ისეთმა გუნდმა აღმართოს, რომლის წარმატებასაც შეჯიბრების დასაწყისში ვერავინ წარმოიდგენდა. თუმცა, ვინ რას წარმოიდგენდა იქით იყოს და მათემატიკურად დიდია ალბათობა იმისა, რომ ლიგას შემორჩენილი რვა კლუბიდან გაიმარჯვოს ისეთმა, რომელსაც ეს ჯილდო ადრე არასდროს მოუგია. ბუნებრივიცაა, რვიდან ჩემპიონთა ლიგაში მხოლოდ ორს, „ბარსელონასა”...
დეტალების კაცი ორი წლის წინ რეალს სდომებია
როგორც „ლაიპციგის” მწვრთნელი, 33 წლის იულიან ნაგელსმანი კარიერის ყველაზე დიდი მატჩის მოლოდინშია — ხუთშაბათს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, მისი გუნდი „ატლეტიკოს” ხვდება. მეორე მხრივ, მას კარგად ესმის, რომ მომავალი წინ აქვს და მის დაგეგმვაზე ფიქრობს. ნაგელსმანმა ესპანურ „მარკას” ასე უთხრა: „ბაზარი ხომ მოთხოვნისა და მიწოდების პრინციპით მუშაობს. ამწუთას, მე „ლაიპციგთან” კონტრაქტით ვარ შეკრული, მაგრამ, ვინ იცის,...
ატლეტიკოში ორი კორონაა!
ჩემპიონთა ლიგაში „ლაიპციგთან” მეოთხედფინალურ მატჩამდე ოთხი დღით ადრე, „ატლეტიკოში” covid 19-ის ორი შემთხვევა დადასტურდა. დიეგო სიმეონეს გუნდი ლისაბონში ხუთშაბათს თამაშობს. ორმა დადებითმა ტესტმა მადრიდელებს მზადების გეგმა აურია, რადგან დაავადებულები ახლა ვარჯიშებს უნდა გამოაკლდნენ და შინ დარჩნენ. მათი ვინაობა არ დაუსახელებიათ, მაგრამ AS-მა დაწერა, რომ ისინი ფეხბურთელები არიან. „ატლეტიკო” პორტუგალიის დედაქალაქში დღეს საღამოს უნდა გაფრენილიყო, მაგრამ...
ჩვეულებრივზე გვიან, სასურველზე ადრე
ვერ გეტყვით მაურიციო სარის მოხსნა ამასთან რაიმე კავშირში იყო თუ არა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალიდან გავარდნის შემდეგ, „იუვენტუსის” მთავარმა ვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ ინსტაგრამზე დაწერა: „ჩვენთვის 2019-20 წლების სეზონი დასრულდა. ის დამთავრდა ჩვეულებრივზე გაცილებით გვიან, მაგრამ სასურველზე ადრე. ახლა რეაგირების დროა. ისეთი დიდი კლუბი, როგორიც „იუვენტუსია” უნდა ფიქრობდეს და მოქმედებდეს, როგორც მსოფლიოში საუკეთესო. ისეთ რთულ წელიწადს,...
დინამოს მეტოქეა ტირანა!
შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში გაიმართა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისწყრა. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე საქართველოს სახელს ჩემპიონი თბილისის „დინამო” დაიცავს. დინამოელებს წილისყრამ მეტოქედ ალბანური კლუბი „ტირანა” არგუნა. იმთავითვე ცნობილი იყო, რომ „დინამო” კენჭისყრაში მონაწილეობდა, როგორც განთესილი გუნდი. მისი მეტოქე ოთხიდან ერთ-ერთი უნდა ყოფილიყო – ბრესტის „დინამო”, „რიგა”, „ტირანა“ ან „სილექსი”. მატჩი, რომლის თარიღი...
დინამოს სავარაუდო მეტოქეები
დღეს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაა, სადაც უნდა გაირკვეს თბილისის დინამოს მეტოქე. როგორც უკვე იცით, ქართული გუნდი განთესილია. უეფამ უკვე გამოაქვეყნა სავარაუდო ოთხი მეტოქე, რომელთაგან ერთ-ერთს შეხვდება დინამო. ესენი არიან: ბელარუსული ბრესტის „დინამო“, ლატვიური „რიგა“, ალბანური „ტირანა“ და მაკედონიური „სილეკსი“ ცხადია, ჩემპიონთა ლიგაზე დაბალი საფეხბურთო დონის ქვეყნებიდან ყველა გუნდი ჩემპიონია, მაგრამ ამას ვერ ვიტყვით „სილეკსზე“,...









